მოკლედ ბარსამ შარშან ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა .. სასიხარულოა

და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა ამ პლანეტის გუნდია და უახლოეს მომავალში ურიგო არ იქნება ვფიქრობ, რომ ალფა ცენტავრას ჩემპიონატში მიიწვიონ ( როგორც ეს ერთ დროს სელტიკს და რეინჯერს უნდოდათ, უბრალოდ ცოტა მოკრძალებული ფორმით ) ვინაიდან ამ მზის სისტემაში მათ პრაქტიკულად ბადალი აღარ ჰყავთ.. არ გჯერათ? ჰმ.. ფქტები ...
იმის გარდა რომ ბარსამ მოიგო ყველაფერი დაამყარა ახალი შემოსავლიანობის რეკორდი..
445 მლნ. ევრო.. რითაც გადაუსწრო მოსისხლე მტერს, რომლის შარსანდელი შემოსავალი შეადგენდა 401 მლნ ევროს..
ფრიად მშვენიერი შედეგია

მაგრამ ამავდროულად არსებობს დანახარჯიც, ბუნებრივია
კლუბს მხოლოდ ხელფასებში ეხარჯება 261მლნ.. + ამას ბონუსები და ციფრი ადის 301მლნზე.
( სხვათაშორის ესეც ახალი რეკორდია )
მთლიანობაში კი ბარსამ შარსან დახარჯა 428მლნ. ( ხო ნუ გეცინებათ, ესეც ახალი რეკორდია )
ანუ ჯამში ბარსას კაპიტალი გაიზარდა მხოლოდ 10%-ით... 28მლნ. დან გახდა 31 მლნ..
სულ რარაც 3 მლნ..
კატალონიელების საერთო ვალების ჯამი იყო 518 მლნ .. ესაა მოანცემი 2010წლის მაისისთვის.. მიმდინარე დავალიანება კი გაიზარდა 124მლნ-ით და შეადგენს 326მლნს. ამ ვალებსი შედის მაგალითად ის 50მლნ რომელიც მას სხვა კლუბების მიმართ აქვს.. ასე მაგალითად 16მლნ არსენალის ვალი აქვს ( ანრის და ჰლების გადმოყვანაში ) .. ასევე აქ შედის 57მლნიანი კრედიტი, რომელმაც ბარსამ ვალების დასაფარად გამოიტანა..
მოკლედ ვალების ჯამი ფრიად არასასურველია..
ანუ გამოდის რა? მიმდნარე ვალების სწრაფი ტემპით ზრდა ნიშნავს იმას, რომ კლუბს არ ჰყოფნის ფული რათა ეს ყველაფერი დაფაროს, ხომ? საიდან გაჩნდა დავალიანება? იქიდან, რომ თავის დროზე არ იქნა მთლიანად დაფარული..
ხო ნუ, ბარსა ამ საქმეში რა თქმა უნდა არაა ერტადერთი.. მაგალითად აგერ რეალს 100მლნ ჰქონდა ვალი ერთ დროს..
ანუ კლუბი ვერ იხდის თავის ვალებს ბოლომდე მაგრამ აქვს 40მლნ რათა იყიდოს ვილია..
ბარსას ოფციალურ საიტზე კი ეწერა, რომ კლუბს კიდევ 50მლნ აქვს გამოყოფილი ტრანსფერებისთვის...
საიდან? თუ კლუბის ბიუჯეტი არის 31მლნ და წლიური სუფთა სემოავალი 9 მლნ..ამ დროს კი შენ ყიდულობ 40მლნად ფეხბურთელს და ამბობ რომ კიდევ 50 გაქვს..
ასე რომ ძალიან არ გაგვიკვირდება ახლა, რომ ბარსას თურმე კიდევ ერთი ვალი აუღია ივლისში - 155მლნ..
იმის შემდეგ რაც კლუბმა დაუგვიანა თავის პერსონალს ივნისის ხელფასები , როსალი, ახალი პრეზიდენტი, ლამის ტელევიზიით გამოვიდა და აწყნარებდა ქომაგებს, რომ ყველაფერი რიგზეა.. მაგრამ რა ვიცი.. რა ვიცი..
თუ კლუბმა არ გადაუხვია დღევანდელ ფინანსურ პოლიტიკის გზას ამ გზის ბოლო ცალსახად სრული ტექნიკური ბანკროტი იქნება..
კი, ვიცი, რეალიც უკვე სრული ბანკროტია თითქმის მაგრამ ეს არ უშლის მას ხელს რათა კვლავ იბობოქროს სატრანსფერო ბაზარზე.. და კვლავ იქონიოს გავლენა სატრანსფერო პოლიტიკაზე.. მაგრამ ამ ყველაფრით მტკიცდება, რომ მცნება 'ბიზნეს-მოდელი' არ შეესაბამება რეალის პოლიტიკას და მსოფმხედველობას

ცალსახაა, რომ ბარსა რეალის გზით მიდის.. ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, არაა შორი ის დრე როდესაც კლუბი საკუთარი უძრავი ქონების გაყიდვას დაიწყებს, რაც უკვე პრინციპში დაწყებულია .. ( ბარსამ გაყიდა მიწის ნაგლეჯი Sant Joan Despi -ში )
და რაც ყველაზე მაგარია და საინტერსო ბარსას ამ უვადო კრედიტებს და 'როცა გექნება ძმა მერე მომიტანე, რა პრობლემა' კრედიტებს აძლევს 2 ბანკი - La Caixa და Banco Santander .. სწორად ის ბანკები რომლებიც რეალს აძლევდნენ კრედიტებს..
ინგლისში მაგალიტად ბანკები საფეხბურთო კლუბებს ექცევიან როგორც ჩვეულებრივ კლიენტს.. ჩვეულებრივ საწარმოს..
აძალებენ არსენალს გადაიხადოს უძრავი ქონების კრედიტები..
უტრაკებენ MU-ს დაფაროს თავისი კრედიტი
უყენებ ულტიმატუმებს ლივერის ხელმძღვანელობას
აი ესპანეთში კი 2 კლუბს ყველაფერი ცალ ფეხზე კიდია და შეუძლია ურიცხი სესხი გამოიტანოს ))
და რა გასიკვირია, თუ რამოდენიმე წელიწადში ბარსა ალფა-ცენტავარზეც არ დაამყარებს ახალ რეკორდებს ))
მერე კიდევ უკვირთ ესპნალებს, რომ მათი ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზეა.. 12% აქვთ დეფიციტი, რაც ყველაზე ბევრია ევროპაში.. და 20% უმუშევარია..
ანუ გამოდის, რომ რეალი და ბარსა არიან ისეთი პროექტები, რომლებსაც არ ეხებათ ეკონომიკა, ფული ასე ვთქვათ მატერიალური სახსარი..
ზუსტად ეს ორი კლუბი აპრავებს მსოფლიო სატრანსფერო და სახელფასო რბოლას.. ოღონდ სხვისი ფულით , რომელსაც არც კი იხდის ))
ერთადერთი იმედი კი უეფას პროექტი რცება.. რომელიც განხილვის სტადიაშია (

) ( ვიდეო რეფერის არ იყოს) . . . საუბარია საფინანსო ფეა-პლეიზე...
რაც ცალსახად დააზარალებს ამ განსხვავებულს ერთი სეხედვიტ და ასე საერთო ორ კლუბს
სამაგიეროდ ეს წაადგება ყველა სხვა დანარცენ მსოფლიოს კლუბებს ))
Liberté, égalité, fraternité...