ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, საუკეთესოთა სიას სათავეში ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების კიპერი ჯანლუიჯი ბუფონი უდგას. აპენინელს მცირედით ჩამორჩება მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი. მე-3 პოზიციაზე კი, ლონდონის “ჩელსისა” და ჩეხეთის ნაკრების კარის დარაჯი პეტრ ჩეხია.
საერთაშორისო ფედერაციამ ათწლეულის რეიტინგის შედგენისას, მის მიერვე ყოველწლიურად გამოქვეყნებული რეიტინგებით იხელმძღვანელა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ვარიანტი, რადგან მიმდინარე წლის მონაცემები მასში შესული არ არის. თუმცა, როგორც ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ირწმუნება, მასში სერიოზული ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში, მოწინავე ათეული, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, უცვლელი დარჩება.
1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) - 170 ქულა
2. იკერ კასილიასი (ესპანეთი) - 157
3. პეტრ ჩეხი (ჩეხეთი) - 120
4. ოლივერ კანი (გერმანია) - 99
5. ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია) - 92
6. დიდა (ბრაზილია) - 90
7. იენს ლემანი (გერმანია) - 72
8. რობერტო აბონდანსიერი (არგენტინა) - 68
9. ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი) - 55
10. როჟერიო სენი (ბრაზილია) - 53
* * *
იტალიელი მილიონი საინტერესო საიტია და იქ რა
მიმაგრებული სურათი