რობენი რატო იყო ცუდი ტრანსფერი? როცა თამაშობდა ხან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ხან საერთოდ საუკეთესო გუნდში. მოედანზე ყველაზე ნათელი წერტილი ეგ იყო ხოლმე (კასილასს თუ არ ცავთვლით)
ან ვანდერვაარტი? რა დონეზეც შეეძლო, იმ დონეზე კი ქაჩავდა და ვერავინ იტყვის ცუდად თამაშობდაო.
ან თუნდაც ჰუნტელაარი. ტიპი ნახევარი სეზონი იყო ზამენა და 8 გოლი გაიტანა. ახლა ძირითადისთვის არა მგონია ვინმეს მოესაზრა როცა ყიდულობდნენ და რა პონტშიც იყიდეს, იმ პონტში მაგრად ქაჩავდა, დაჟე ახლა ძირითადშიც უნდა ყოფილიყო, პროსტა ახლა პოლიტიკაში არ ჩაჯდა, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს რომ თავის დროზე ცუდი ტრანსფერი იყო.
მამადუს რას ერჩი? ბოლო-ბოლო გამარჯვების გოლი გაიტანა კაპელოს დროს ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში

ახლა ვინმე თუ მეორე მაკელელედ მოისაზრებდა არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე ძაან წ აადგა გუნდს.
რობინიო როცა რეალში თამაშობდა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპაში და ვაფშე რობინიოს თუ ვინმე აფასებს როგორც ფეხბურთელს, 90% რეალში გატარებული დროის გამო, თორე სიტიში მაგრა დაენგრა კარიერა.
რეისის ტრანსფერი რეიესისთის გამოდგა საბოლოოდ ცუდი, თორე რეალმა კარგად გამოიყენე ეგ ფეხბურთელი იმ სეზონში, როცა ათამაშა. იმ ბოლო თამაშში, ჩემპიონობა რომ მოუტანა რეალს, 3 გოლიდან 2 გოლი რეიესის ანგარიშზეა (მესამე მაჰამადუმ შეაგდო) და ისედაც მაღალ დონეზე თამაშობდა, პროსტა რეალი მოექცა პროჭულად.
ბაპტიშატც არ იყო ცუდი ტრანსფერი. სხვა თუ არაფერი ერთ-ერთი ელ კლასიკო მაგის გოლით მოიგო რეალმა, თან რა გოლი გამოვიდა

სნეიდერის რეალში გადმოსვლა კი არ იყო შეცდომა, არამედ რეალიდან გაშვება, თუმცა ეს უკანასკნელი მოსაზრებაც საკამათოა.
„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6)