jgarksonaამ ეტაპზე ნამდვილად ძნელია ალეგრის შეფასება.
ნუ ვიღაც იტყვის, რომ მილანი პირველ ადგილზეა, მოუგო ინტერს (რასაც ვერ ახერხებდა ამდენი ხანი).
მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, რომა, იუვე, ინტერი ძალიან დასუსტებულები არიან.
ინტერი განსაკუთრებით, საშინლად თამაშობს მთელი სეზონი და გუშინ რა უნდა ექნა სხვანაირად.
მიმოხილვას ვუყურე დღეს კიდევ, 90 წუთის მანძილზე, სადაც 30 წუთი 1 კაცით მეტნი იყვნენ, საგოლე მომენტი არ შეუქმნია ევროპის ჩემპიონ გუნდს.
12 თამაშში გატანილი აქვთ 13 ბურთი, კატასტორფული შედეგია ჩემპიონისთვის.
გუშინდელ თამაშში გაამართლა ალეგრის ტაქტიკამ.
თავიდანვე ენერგიულად შეუტიეს, სწრაფი გოლი შეაგდეს და უკან დაიხიეს ზეედორფის პასების და იბრა/რობინიოს იმედზე.
ცენტრში პირლოს არყოფნაში იყო პრაქტიკულად 3 ჩამშლელი და დიდი პრობლემებიც არ გვექმნებოდა.
გატუზოც სწორად გაათრია მოედნიდან, 100% გავარდებოდა.
მაგრამ აშკარად შეცდა, როდესაც არ შეცვალა აბატე.
გაგდების მომენტს რომ ვუყურე, აშკარად პროვოკაციაზე წამოაგო ჩათლახმა პანდევმა.
იცოდა, რომ თვითონ ყვითელს მიიღებდა და აბატე გავარდებოდა.
რაც შეეხება ლიგას, წვალებით, მაგრამ სავარაუდოდ მაინც გავალთ ჯგუფიდან.
დანარჩენი გააჩნია ვის და რა ეტაპზე შევხვდებით.
ფაქტია, რომ შემადგენლობაში პრობლემებია.
სილვა და ნესტა როდესაც არ თამაშობენ, დაცვაში პანიკაა.
სამწუხაროდ ძამბროტა, პაპასტატოპულოსი, იეპესი საკმაოდ სუსტები არიან.
ამ აბატეს და ანტონინის ვერ გავუგე, ხან კარგად თამაშობენ, ხან საკმაოდ უშვებენ შეცდომებს.
მაგრამ შედარებით ახალგაზრდები და იტალიელები არიან, კიდევ მაგათი თამაში ჯობია.
ცენტრში პრაქტიკულად არ გვყავს კარგი გამთამაშებელი, თავდასხმას რომ ზუსტი პასით მოამარაგებს.
რონალდინიოს როცა უნდა მაშინ თამაშობს, თუ ეზარება - ზარალია.
პირლოს პასების მხოლოდ 20% გამოსდის ზუსტი, ზეედორფი თავს ვერ ურტყამს

მოკლედ ამ შემადგენლობით მაქსიმუმი იქნება სერია ა-ს მოგება, ლიგაზე ოცნებაც არ ღირს.
ბოლოს ვნახავთ რა გამოუვა ალეგრის.
ისეთი კატასტროფაც არ არის, რომ სეზონის შუაში გაუშვა (რაც ალბათ არ აცდება ბენიტესს).