პარასკევს, საღამოს 19:00 საათზე, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში სეზონის გამარჯვებული სამეულის დაჯილდოება გაიმართება.
როგორც იცით, სეზონის დასაწყისში, საიტის ადმინისტრაციამ საკმაოდ სოლიდური პრიზები დააწესა სეზონის გამარჯვებულებისთვის. პირველ ადგილზე გასული "ელ კლასიკოს" ორი ბილეთით ან 3 ათასი ლარით ( სურვილისამებრ), მეორე ადგილზე გასული - 1000 ლარი, მესამე ადგილი - 500 ლარი.
გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია და ეს მომხმარებლები არიან: mono(პირველი ადგილი), batonidaviti (მეორე ადგილი), gorski (მესამე ადგილი).
Tipchaser-ის ადმინისტრაცია იწვევს საკუთარ მომხმარებლებს პარასკევს, Radisson - ში, გარდა დაჯილდოებისა, გაიამრთება სეზონის შემაჯამებელი პრესკონფერენცია და მომხმარებლებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში შეეძლებათ მათთვის სასურველ და საინტერესო კითხვებზე ადმინისტრაციასთან უშუალო ურთიერთობა და ამომწურავი პასუხების მიღება.
გელით ყველას ! : )
მიმაგრებული სურათი