http://bet.goli.ge/analyze-helpდაემატა უკვე ჩვენს საიტზე ანალიზი, შეგიძლიათ იხილოთ.
წარმატებები!
http://bet.goli.ge/analyze-help * * *
მატჩების ანალიზი.
როგორც შეგატყობინეთ, ჩვენს სისტემას დაემატა ახალი ფუნქციონალობა. თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე, თქვენ შეგეძლებათ ამ თამაშზე გაკეთებული ფსონების ანალიზი. თითოეულ მატჩის გასწვრივ გამოჩნდება ბმული Analyze. თუ თქვენ აპირებთ ამ თამაშზე ფსონის დადებას ტოტალიზატორში, სისტემის რჩევა მოგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ფუნქციონალობა ხელმისაწვდომი არ არის ახლად დამატებული ჩემპიონატებისათვის, რადგან ჯერ არ არის დაგროვებული საკმარისი ინფორმაცია.
რას გულისხმობს ანალიზი?
ჩვენ გვაქვს სისტემის მოთამაშეების შეფასების სამი კრიტერიუმი:
მოგებული ფული (Income). ეს პარამეტრი თქვენთვის ნაცნობია, რადგან ამის მიხედვით ეჯიბრებით ერთმანეთს. მაგალითად: თუ თქვენ გააკეთეთ ფსონი (2.9) თამაშზე და მოიგეთ, თქვენი მოგებული ფული არის 1.9 (2.9-1).
დადებული თანხის ამონაგები (Yield). ეს არის თქვენს მიერ მოგებული თანხის პროცენტული თანაფარდობა დადებულ 1 ვირტუალურ ლართან. მაგალითად: თუ თქვენ გააკეთეთ ფსონი 5 თამაშზე და თქვენი შემოსავალი იყო 2 ლარი, თქვენი ამონაგები არის 40% (2*100/5).
გამოცნობილი თამაშების პროცენტი (Hits, Hit Rate). ეს არის თქვენს მიერ გამოცნობილი თამაშების პროცენტული თანაფარდობა საერთო თამაშების რაოდენობასთან. მაგალითად: თუ თქვენ გააკეთეთ ფსონი 10 თამაშზე და აქედან გამოიცანით 7 თამაშის რეზულტატი, თქვენი Hit Rate არის 70% (7*100/10).
ანალიზის ფანჯარაში თქვენ გამოგიჩნდებათ ამ სამი კრიტერიუმით შერჩეული 10 საუკეთესო მოთამაშის აზრი, გასაანალიზებელი თამაშის შესაბამისი გათამაშების და ასევე მასპინძელი და სტუმარი გუნდის ჭრილებში. ანუ სულ 9 ცალი 10 ჩანაწერის შემცველი ცხრილი. ქვევით შეჯამებული იქნება ამ მოთამაშეების აზრი ამ კონკრეტულ თამაშზე და მოყვანილი იქნება აზრის პროცენტული განაწილება. მაგალითად: 1 - 30%, X - 40%, 2 - 30%. სისტემის პროცენტული გადანაწილება შედარებული იქნება ტოტალიზატორის პროცენტულ გადანაწილებასთან, ანუ ჩვენ ვახდენთ რეალურ შედარებას ჩვენი სისტემის და ტოტალიზატორის აზრების. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი სისტემის აზრი დადებითი კუთხით განსხვავდება ტოტალიზატორის აზრისგან, მაშინ ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას ამ კონკრეტულ რეზულტატზე. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სისტემას შეიძლება ჰქონდეს შერეული რეკომენდაცია, მაგალითად 1/X.
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი სისტემის რეკომენდაცია ეყრდნობა მხოლოდ სტატისტიკურ ანალიზს და აქედან გამომდინარე იგი არ უნდა განიხილებოდეს, როგორც გადაწყვეტილების მისაღები ერთადერთი საშუალება. ჩვენ ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას თქვენ მიერ ტოტალიზატორში გაკეთებულ არჩევანზე. ჩვენი ინსტრუმენტი განიხილეთ, როგორც დამხარე საშუალება, თქვენი გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენი სისტემის რეკომენდაცია არ გულისხმობს შეთავაზებას, ოფერტს, მოწვევას ოფერტზე ან რაიმე ფორმით წინადადებას მოცემას ფსონების დადებაზე ტოტალიზატორში ან სხვა ნებისმიერ მომგებიან თამაშობაზე. ჩვენ არ გთავაზობთ მომგებიან ან აზარტულ თამაშობებში ჩართვას ჩვენი ვებ-საიტის საშულაებით. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სისტემის რეკომენდაციაში გადმოცემული ინფორმაციით მხოლოდ პირადი დაინტერესების შემთხვევაში და თქვენს მიერ განსაზღვრული მიზნებისთვის. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი სისტემის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციაზე დაყრდნობით თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგებზე. გისურვებთ წარმატებებს!