მრავალი წინაპირობა არსებობს მაგრამ ყველა ჩემი მოსაზრება არ არის აუცილებელი რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება იყოს თუმცა მაინც ვეცდები ავხსნა.
სუარესი კი ბატონო ამ წუთას არის ნორმალურ ფორმაში და განა ეგ საკმარისი პირობაა იმისათვის რომ ლივერპულის გოლეადორი გახდეს?!
ეხლა რაც შეეხება იმ მადიარს.
მიუხედავად იმისა რომ მე მძულს მადრიდის რეალი ეს ავტომატურად ან ნიშნავს იმას რომ მათი სკაუტები იდიოტები არიან და ხედვა არ გააჩნიათ.
როდესაც ის აიყვანეს არ შემცდარან. უნგრელები ფეხბურთში რაღაც აი საქართველოს დღეში არიან.(საქართველო პირობითად ავიღე და ისე სასაცილო შესადარებელია.) უდიდესი ისტორია და საფეხბურთო გენია მადიარებში მაგრამ თითქოს ფეხბურთი დაიკიდეს რაღაც ეტაპზე. აი ამის მიუხედავად თუ გამოტყვრა მათში მე მჯერა რომ მომავალი ალბერტი თუ არა სულ მცირე ნილაშ ტიორეჩეკი მაინც გამოვა.
ეხლა კი კონკრეტულად მაგ კაცის გამოსვლას დააკვირდი.
ამ სეზონში რას ჩადის მაგის კლუბი რომელიც ალბათ მესამეხარისხოვანია ბუნდესლიგაში. არ ვიცი სადამდე გაგრძელდება მაინცის კარგი თამაში მაგრამ ეს ეტაპიც ამტკიცებს იმ ფაქტს რომ ის შემსრულებელია. ფორვარდებისთვის გაცილებით ადვილია თავის გამოჩენა მაღალი დონის გუნდებში სადაც კარგი ნახევარდაცვის ხაზია დაკომპლექტებული და ამარაგებენ ფორვარდს. ავიღოთ აიაქსი აი იქ რომ გოლეადორი გახდები ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია მაგრამ აი როდესაც დენ ბოშის დარი გუნდით იჩალიჩებ იმას რასაც მაინცი ჩალიჩობს ეს გაცილებით მეტია!
აი დრენტე ავიღოთ მაგალითისთვის. რეალში მას თითქმის არ ათამაშებდნენ და ამ დროს რამხელა პოტენციალი ყოფილა მაგ შავ ხოლანდიელში ამას ხერკულესის თამაშებისას დაინახავდი.
ესე რომ ის თუ რეალმა გაასხვისა რომელიმე მობურთავე ან გაატრანსფერა არ ნიშნავს იმას რომ ის არ ვარგა და მას ყურადღება არ უნდა მიაპყროს თუნდაც ლივერპულმა.
P.S. მოხარული ვიქნებოდი ამ ზამთარშივე დრენტეს თუ დაითრევდნენ.