ხშირად დამინახია შენს მხრიდან გასროლილი ფრაზა "როის დამცველებო".
მე მაპატიე მაგრამ მაინც არ მინდა ესე იფიქრო ჩემზე თუმც ამ კაცის ირგვლივ გარკვეული სიმპათიები მქონდა და მაქვს ამ წუთასაც რაც გამოწვეულია მისი კონკრეტული ქმედებით. აი მისი ის ქმედება კი შევეცდები ავხსნა კიდევ ერთხელ.
როი რა სიტუაციაში მოვიდა გუნდში გახსოვს ალბათ და ათვითცნობიერებ?!
როდესაც სხვა მწვრთნელებისაგან მხოლოდ ირიბი განცხადებები ისმოდა რომ 'აი ფინანსური სტაბილურობა რომ იყოს იმ გუნდში"-ო და მსგავს მინიშნებების შემთხვევაში ღირს ფიქრიო და ასე და ისეო ამ კაცმა იმ წუთას კი არ გარისკა არამედ გააკეთა მართლაც დიდYVერებიანი კაცის განცხადება!
როდესაც მწვრთნელს(არა MU-ს ქომაგს) ეპატიჟება ისეთი გუნდი როგორიც ლივერპულია და იქ მუშაობაზე იტყვის უარს ნებისმიერი მიზეზის გამო მას პრეტენზიები დიდ კაცობაზე აღარ აქვსო. ანუ ცხოვრებისეული გამოცდასავითაა და ეხლა კი ბატონო შეიძლება ვერ ჩააბაროს ამა თუ იმ ადამიანმა მაგრამ ის რომ გამოცდაზე წასვლასაც ვერ გაბედავს ან არ გაბედავს ესა თუ ის ადამიანი და სხვა და სხვა მიზეზების ძებნას დაიწყებს არგუმენტების სახით თავის გამართლების საბუთებად იქ ლაპარაკი აღარ მინდა.
გამოგიტყდები და გეტყვი რომ ინგლისელებიდან რედნაპი მერჩივნა. მისი აქ მოსვლის შემთხვევაში მეგონა გაცილებით უკეთესი შიდა კუხნია დატრიალდებოდა გუნდში და ჰა ჯანდაბას უკან მოეყვანა თავისი"ლუბიმჩიკი" დახვლანჯული რაც სიმართლე გითხრა არა თუ გამანაწყენებდა არამედ პატარა ღიმილსაც მომგვრიდა კიდეც.
თუმც გავიხსენოთ ისევ და ისევ რა მოხდა და რის სანაცვლოდ აითრია ფეხი ამა თუ იმ მწვრთნელმა. 4-ადგილი განა არის ტოლფასი იმისა რომ უარი თქვა ჩაიბარო მსოფლიოს უდიდეს გუნდებიდან ერთერთი?! ტოტენჰემს ცუდი არ მინდა უსურვო მაგრამ არა მგონია ლიგის მომგები იყოს რედნაპი მაგ კლუბით და რა ვქნა. ესე რომ ჰარის როგორც პიროვნებას ანუ კაცს იმხელა ყოყრები არ აღმოაჩნდა რამხელაც როის!
ეხლა აი უკეთესად ასე პოსტის მეშვეობით როგორ აგიხსნა არ ვიცი მაგრამ პარალელისათვის ერთ საინტერესო სიუჟეტს გაგახსენებ ჩემი ერთერეთი უსაყვარლესი ფილმიდან "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა".(დარწმუნებული ვარ ნანახი გაქვს) მოკლედ იქ გაქცევის მუღამს რომ ყვება ნიკოლსონი "აბსურდულ" ვარიანტს აირჩევს რომ აი ფანტანს ამოვგლიჯავ ფანჯარას გავანგრევ და გავიქცევიო.
მისი გაქცევის მცდელობა ამ გზით წარუმატებლად დასრულდება გიჟები დასცინებენ და ის იქვე ლამაზად მიუგებს მათ,
მე ვცადე მაინცო!
ამით რისი თქმა მინდოდა მიხვდი ალბათ. ამ კაცმა სცადა ანუ გამოწვევა მიიღო და ხმამაღლა თქვა რომ დიდYოYორებიანი ბიჭი ვარო. კი ბატონო შეიძლება ვერ ჩააბაროს ან ვერ ჩააბარა მაგრამ ეგ არ არის საფუძველი იმისა რომ იქვე ჩაიწიხლოს!
ეხლა ჩემპიონთა თასის ფინალში თამაშის წინ ამ გუნდის მწვრთნელობაზე მოურინიოც არ იტყოდა უარს.