nikolloაგერ მე მოგიყვებით.
ვალენსიას ყოფილმა პრეზიდენტმა და ვილიარეალის ახლანდელი პრეზიდენტის ძმამ, პაკო როიგმა, ხელჩართული ბრძოლა გაუმართა ვალენსიელთა ამჟამინდელ პრეზიდენტს–მანუელ ლიორენტეს. ამის შესახებ იტყობინებიან გაზეთები „მარკა“ და „მუნდო დეპორტივო“. თვითმხილველებზე დაყრდნობით, გაზეთები წერენ, რომ პაკო როიგი, ვალენსიელთა პრეზიდენტს, მთელი თამაშის განმავლობაში შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა. თამაშის დასრულების შემდეგ, როიგი ლიორენტესთან ერთად დახურულ კარს მიღმა შევიდა სასაუბროდ, როგორც ჩანს, ვალენსიას ექს–პრეზიდენტმა აქაც გააგრძელა ვიპ ლოჟაში დაწყებული გამონათქვამების ფრქვევა, რაც ლიორენტეს ამჯერად უკვე უპასუხოდ აღარ დაუტოვებია. მოწმეები ყვებიან, რომ საქმე ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდა. ლიორენტე და როიგი გასაშველებლები გახდნენ .
მეორე სკანდალი, რომელიც ვალენსიურ დერბიში მოხდა, მწვრთნელებს უკავშირდებათ. ვილიარეალის მწვრთნელმა გაოცება ვერ დამალა, როდესაც ჟურნალისტებმა შეკითხვები „დააყარეს“ თუ რატომ არ გაუწოდა ხელი უნაი ემერის მატჩის დასრულების შემდეგ. გარიდო ირწმუნებოდა, რომ მან უბრალოდ ვერ გაიგო კოლეგის დაძახება.
This post has been edited by .13 on 21 Nov 2010, 21:01