გერმანული ფეხბურთის გულშემატკივართათვის სამწუხარო და ტოტალიზატორებისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს Bild-ი. გერმანული გამოცემის ცნობით, საქვეყნოდ ცნობილი “საფეხბურთო წინასწარმეტყველი”, რვაფეხა პაული გუშინ ღამით, ობერჰაუზენში არსებულ ზღვის სამყაროს ცენტრში გარდაიცვალა.
“პაული დღეს დილით ვიპოვნეთ გარდაცვლილი. სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო დღეებში იგი ჩვეულად აღარ აქტიურობდა და ცოტასაც ჭამდა. ყველანი დამწუხრებულნი ვართ მომხდარის გამო” – აცხადებს ზღვის სამყაროს ცენტრის თანამშრომელი, ტანია მუნციგი.
კომენტარი გააკეთა ცენტრის გენერალურმა მდივანმა, შტეფან პორვოლმაც: “პაულის სიკვდილი ჩვენთვის გულში დანის ჩარტყმის ტოლფასი იყო. იგი ყველას ძალიან დაგვაკლდება. პაული ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა”.
Bild-ის ცნობით, დღეს, ზღვის სამყაროს ცენტრში ყველა შავ სამკლავურს ატარებს, ცოტა ხანში კი, ლეგენდარული რვაფეხის შესახებ DVD-ს გადაიღებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა პაულმა გასულ ზაფხულში გამართულ მუნდიალზე მოიპოვა, როდესაც მან გერმანიის ეროვნული ნაკრების ყველა მატჩისა და ფინალური დაპირისპირების შედეგები გამოიცნო.
გერმანელთათვის სასიხარულოდ, პაულს უკვე გამოუჩნდა “მემკვიდრე”. “ახალგაზრდა პაული” უკვე ობენჰაუზენისკენ მიემართება და აკვატორიუმში ადგილს მომდევნო კვირაში დაიკავებს. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე გავიგებთ, გამოჰყვა თუ არა “ახალგაზრდა პაულს” სახელოვანი წინამორბედის “ზებუნებრივი თვისებები”.
ეეეეეეეეეეეჰ.. ეს არ გამეგო და