
მართალია თქვენს თემაში,ჩემი გუნდიდან გამოქცეულ,ახლა უკვე თქვენს 21-ის თუ შემოვხედავ ხოლმე,მაგრამ კოლეგებო..მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა.

ყველას ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
შეიხიო,ფულებიო..იცით რა?ზოგმა ოღონდ გაკილოს სხვა,სხვისი გემოვნება "განიხილოს" და არად დაგიდევთ რას იტყვის.ფული შემოგაკლდებათ-დიადი ისტორიის არქონის გამო განაფიცმსაჯულდებიან,ეგ არა-კიდევ სხვა რამეს მოიფიქრებენ..თქვენ მთავარია ყურადღება არ მიაქციოთ

აგერ შორს რომ არ ვიარო,ვალენსიას გულშემატკივრებს ისტორიის არქონასა და ფულით გუნდის აშენებას ხომ ვერ დაგვაბრალებდნენ?!ხომდა სულ უდონო გუნდს გვეძახდნენ და ყველა მეორე პოსტს ამთავრებდნენ ფრაზით "გრანდობამდე ბევრი გიკლიათ".
ან-ლიდერები ისევ გაყიდეთ,არასოდეს არაფერი გეშველებათ!(ეს ყველაზე ბოლო და ბევრისთვის საყვარელი წამოსაძახებელი

)
ზოგს აზრადაც არ მოსდის,რომ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ულიდეროდ დარჩენილი გუნდი,რომელიც "გრანდი ვერასდროს გახდება", ან თუნდაც ფულით აშენებული გუნდი.
მგონი,სურვილი რომ გქონოდათ,იცით რომელი გუნდები დგანან დიად ისტორიაზე და ევროპიდან შემოდინებულ კაპიტალზე და უგულშემატკივრებდით მონდომებით.
დიახ! შეიხის მადლიანი ფულითაა რომ აშენებენ გუნდს,მერე?
რა მნიშვნელობა აქვს,შეიხის ფულით აშენდებით თუ ძირძველი ბრიტანელი ჯენტლმენის?
მთავარია, რომ აშენებთ.
გამიგრძელდა სიტყვა და დაგტოვებთ აწი მეც...