ლონდონის "ჩელსის" ფორვარდს,ნიკოლა ანელკას მიაჩნია,რომ "არისტოკრატთა" წარმატებული სტარტი მიმდინარე სეზონში კარლო ანჩელოტის მუხლჩაუხრელი შრომის მონაპოვარია.
"ანჩელოტიმ ყოველთვის იცის,რა სურს გუნდისგან.მას შეუძლია სწორი ამოცანები დაგვისახოს,რომელთა ამოხსნაც უშუალოდ შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე გვევალება", – განაცხადა ანელკამ.
აქვე აღვნიშნავთ,რომ ამ მომენტისთვის "ჩელსი" დამაჯერებლად ლიდერობს როგორც ინგლისის პრემიერლიგაში,ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის იმ ქვეჯგუფში,სადაც ასპარეზობს ნისლიანი ალბიონის წარმომადგენელი გუნდი.
წყარო