ნუ გუშინ ისეთი გახარებული ვიყავი ძლივს დავიძინე
ამ წარმატების პირველი შემომქმედი არის დელნერი! საოცრად მაოცებს მისი ტაქტიკურად ესეთი მდგრადი გუნდის დაყენება მიუხედავად დანაკლისისა, დანაკლისი კრასიჩის სახით და კიელინის სახით რომლის დამტვრევას ზედ თამაშის დაწყების წინ შეიძლებოდა გუნდისთვის სერიოზული დაღი დაესვა, მაგრამ დელნერიმ მაგარი გუნდური გუნდი ჩამოაყალიბა და იმედია ესე გაგრძელდება მომავალშიც, ბრავო დელნერი, ტაქტიკაში და გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადებაში 5-იანი.
რაც შეეხება ფეხბურთელებს:
სტორარი - უშეცდომო და აუღელვებელი მისი თავდაჯერებულობა დიდად განაპირობებს დაცვის კარგ თამაშს
მოტა- კარგად ითამაშა ნაღდად არ აუკლიათ მისი კრაი, რობინიოს ამ თამაშში ნორმალურად არც პრასტრელი გაუკეთებია არც გაუმწვავებია კარგად დაკეტეა მარკომ, წინაც ბურთი გაათრია რამოდენიმეჯერ როცა ეს გუნდს ჭირდებოდა რო გუნდი არ ჩამჯდარიყო დაცვაში
ბონუჩი- საერთო ჯამში კარგად იდგა, მაგრამ ერთი მომენტი იყო იქ რაღაც მატაობა დაიწყო თავის ნახევარზე და ბურთი დაკარგა , უფრო პრაგმატულად ჯობს ითამაშოს
ლეგრო- მშვენიერი თამაში გამოაცხო, ბონუჩიზე ბევრად უკეთ ითამაშა და შედეგიც შესაბამისი იყო.
დეჩელიეც კარგი იყო ასისთი გააძრო და პატო კარგად ყავდა კრაიზე დაკეტილი
პეპე- იმ გოლის გარდა პეპეს არ მოსვლია შეცდომა და ის გოლც გავიდა ცენტრალური ზონიდან სადაც უფრო ლეგრო და ბონუჩი უნდა მდგარიყონ, ეხლა პეპე რო ზლატანას საჰაეროს ვერ მოუგებდა იასნი იყო, დანარჩენი, იქ კრაიზე კაცი არ გააჭაჭანა, დელნერიმ მისცეს კრაიზე შანსი და დადგება ამისგან კაი კრაინი მცველი .
მარტინესი, ფაფხური, ფაფხური და მეტი არაფეი, წინ ვერ ეხმარებოდა დაცვაშიც არაფერი გაუკეთებია
მარკიზიო- ამ ბიჭმა დელნერის მისცა იმის საშვალება რომ დელნერიმ თავისი ტაქტიკური სვლები მოედანზე წარმატებით განახორციელოს, მშვენიერი ადგილი უპოვნა დელნერიმ, რითაც მარკიზიო ცენტრს უფრო მობილურს და ნადიოჟნის ხდის და ფაქტიურად განაპირობებს იმას რო ცენტრს არცერთ გუნდთან არ ვაგებთ , ძაან მომწონს მარკიზიო ამ ბოლო დროს , ტაქტიკურად იმენა ისპალნიწელია
აკუილანი- ნორმალურად ითამაშა, მაგრამ ალბათ მეს ველით მისგან წინ მეტად უნდა მოამარაგოს თავდამსხმელები პასებით და მეტად უნდა იტვირთოს შეტევების ორგანიზება.
მელო- ამაზე არაფერს არ დავწერ თორე უკვე გადამეტებულ სიყვარულში თვლიან, მოედანზე დააკვირდით მხოლოდ ამას ვიტყვი და მერე აკრიტიკეთ.
კუარელა- ძაან მაგრად ითამაშა, გოლი ხო ფანტასტიური შეაგდო, მაგგრამ შეასრულა ფორვარდის როლი , რომელმაც წინ ბურთი დაიჭირა და გუნდის წარმატება განაპირობა.
ალე- კიდე კლასსია ზე კლასი
ხო კიდე ბოღმებს მინდა უთხრა რო წაგების აღიარებაც უნდა შეგეძლოთ გულშემატკივრობის დროს და ობიექტურად შეფასება თამაშის და თუ ვინმეს გონია რო გუშინ იუვემ დაუმსახურებლად მოიგო , ფეხბურთან ძაან მწრალად არის