საბერძნეთის ჩემპიონატში მოასპარეზე თესალონიკის “ირაკლისმა” ოფიციალურად გამოაცხდა,რომ მათ რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ნიგერიელი ნახევარმცველი,სანი კაიტა ითამაშებს.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება 2011 წლის ზაფხულამდე არის ძალაში.ინფორმაციას ავრცელებს თესალონიკური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
აღსანიშნავია,რომ 24 წლის ფეხბურთელისთვის “ირაკლისი” მეერვე კლუბი იქნება სადაც იგი შეეცდება საკუთარი ძალების მოსინჯვას და კარიერაში პირველი პროფესიონალური გოლის გატანას.
სანი კაიტას კარიერა:
2004–2005 ”კანო პილარსი”
2005–2008 როტერდამის “სპარტა” 22 თამაში (0) გოლი
2008– ”მონაკო” 3 (0)
2009 → კრასნოდარის “ყუბანი” (განათხოვრებული) 17 (0)
2009 → მოსკოვის “ლოკომოტივი” (განათხოვრებული) 3 (0)
2010 → ვლადიკავკაზის “ალანია” (განათხოვრებული) 6 (0)
2010 → ხარკოვის “მეტალისტი” (განათხოვრებული) 6 (0)
2011 → თესალონიკის “ირაკლისი” (განათხოვრებული)
მიმაგრებული სურათი