sandrex@ახალ სტადიონს ხომ ვაშენებთ, ძველის ადგილას თუ ძველთან ახლოს..
ჰოდა, სანამ ამ პროექტს დაგვიმტკიცებდნენ, სხვა ვარიანტიც გამოჩნდა - ოლიმპიური სტადიონის (2012-ისთვის იქნება მზად) იჯარით აღება. განაცხადი შეიტანა კლუბის ხელმძღვანელობამ ამასთან დაკავშირებით. ამავე დროს, იმ პროექტზეც არ აუღიათ ხელი, აქტიურად განიხილება.
ან ჩვენ გადავალთ იმ ოლიმპიურ სტადიონზე, ან ვესტ ჰემი.
პრობლემა ისაა, რომ ტოტენჰემის რაიონში (უბანში) არ შენდება ეს ოლიმპიური სტადიონი და რამდენიმე მილით მოშორებითაა ლეინიდან. ასე რომ, ფანები აპროტესტებენ, არ უნდათ სხვა უბანში იყოს სტადიონი. მეც ვეთანხმები, აბსოლუტურად

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ სარბენი ბილიკები აქვს ოლიმპიურ სტადიონს, რაც ხიბლს დაუკარგავს, თან ძალიან. ის მიყვარს, რომ ტრიბუნები ახლოსაა მოედანთან. სერია ა-შია ეგეთი სარბენებიანი ბილიკები და მაყურებლები არც ჩანან რეპორტაჟისას. არა, არ მინდა ოლიმპიურ სტადიონზე. ავაშენოთ ახალი, ძვირი კი დაჯდება ალბათ ცოტა, მაგრამ საბოლოო ჯამში ასე სჯობს მაინც