კვარჩხი
Super Member

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 121
წევრი No.: 124098
რეგისტრ.: 25-November 10
|
#22751470 · 30 Nov 2010, 03:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოდით ფეხბურთზე ვცდი ცოტას :| რა მოხდა თამაშსი :დ
1. გვარდიოლას უჭკვიანესი გადაწყვეტილება - ხავი-ინიესტა ,,კუმშვა-გაშლა” :დ იგულისხმება რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, როცა წყდებოდა კლასიკოს ბედი, (5 წუთიდან 15 წუთამდე როცა დაიწყო და მიდიოდა ბრძოლა, ,,პროლოგი” იმისა თუ როგორი თამაში იქნებოდა თამაშის უხეშად რომ ვთქვათ 70-ე წუთამდე. სწორედ იმ წუთებში წყდებოდა რომელიმე გუნდის ,,გატეხვა”. ჩვენ ვნახეთ რეალმა პირველი წუთიდანვე დათმო ბურთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ 90 წუთით აპირებდა ამას. და ამ მთავარ მომენტში, როდესაც მადრიდის რეალი უმჭიდროესი თამაშით (ნახევარცვლები, გარემარბები და ამოწეული მცველები) ცდილობდა ბარსას თამაშის დაშლას და თავისის დაწყებას - და მათ ეს იმ წუთებში ზოგჯერ გამოსდიოდათ, გაიხსენეთ ბურთის დაკარგვები და რეალის სწრაფი პასები, - ინიესტა-ხავი თამაშობდნენ ლამის ერთად! ერთ ადგილზე, 2 კაცი ერთად და მათ შეძლეს რომ ბარსა დარჩენილიყო რეალის ნახევარზე. ეს იყო უმთავრესი ,,გასაღები” თამაშის. ,,გაშლა”-ში იგულისხმება რომ ისინი არამარტო ,,ერთად იყვნენ” არამედ ,,იშლებოდნენ” მთელს ზონებში ნახევარდაცვისა, მოძრაობა, რეალის ფეხბურთელების ,,წაყვანა” და რაც მთავარია ბურთის გათამაშება. 2. ინიესტას გენიალური გადაცემა, ამას ქვია დიდი ფეხბურთელი რომელიც ,,ცვლის” თამაშს. ხავის კი არაერთი დარტყმა მიუყენებია რეალისთვის გოლით (მას ყველაზე მეტი გადამწყვეტი ან პირველი გოლიც კი! თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება აქვს გატანილი (ადრე მქონდა დათვლილი და ასე მახსოვს :დ) და ახლა ის ამას არ გააფუჭებდა, ინიესტას პასს ვერ ააცელდა. გენიალური მომენტი ინიესტას და თვითონ გენიოსის გოლი. 3. წავიდა ბარსას თამაში. რეალის თამაში რეალურად მანდ დამთავრდა, არ ,,ელოდა” ამას მაურინიო თავისი გუნდისგან და მაშინ გამოჩნდა ვილია...და კასილასი. კასილასმა აჩუქა გოლი ბარსას, მაგრამ არა პედროს. პედრო პედროა და მაგეთი გოლები რომ გააქვს იმიტომ არის პედრო. 4. მორალი/ეთიკა/ქცევა - უპოპულარესი თემა ფეხბურთის განყში: რეალს არაფერი დარჩენოდა გარდა პროვოკაციების დაწყებისა. მე არ ვიცი რა ,,სამართლიანობის” ადამიანი უნდა იყო რომ მწვრთნელი გაამტყუნო ფეხბურთლეთან იმ შემთხვევაში. ან კაი ვერ დაინახე და ვერ ხედავ ორი ცოცხალი არსების მოძრაობას, არ იცი გვარდიოლა და არ იცი კრისტიანო რონალდოს ,,წიკები”, მაგრამ ადამიანო, მწვრტნელს შეგიძლია მიხვიდე, დაარტყა, რაღაც უჩურჩულო, თავში ჩაარტყა, პანღური ამოარტყა? მადრიდში ზოგს (ზოგს) გონია რომ ეგრეა, მაგრამ არამადრიდელისგან მოულოდნელია ხოლმე. ,,არაა, დროზე აიღე ბურტი ოღონდ არ მკრა ხელი” - უნდა მიერბინა გვარდიოლას რონალდოსთან, ასე ფიქრობს ალბათ ,,სამართლიანი ობიექტური ადამიანი”. 5. ისევ ეს საძაგელი თემა, ლაპარაკი ყველაფერზე ფეხბურთის გარდა, უბრალოდ ვერ ვითმენ ამდენ პოსტს რომ ვხედავ ამაზე: ჭუჭყიანი თამაშისთვის არ იყო გამოსული მესი, ფეხბურთისთვის იყო. მაგრამ სადაც ეგეთს იზამ, საპასუხო როგორ გიკვირს? სათანადოდ ადეკვატური პასუხი იყო მესის ერთი-ორი ,,ყვინთვა”. როცა მსაჯს კიდია რას უზამენ მწვრთნელს, მაშინ შენ სხვა გზა უნდა მონახო პასუხის გასაცემად და ეს გააკეთა მესიმ. რაც კარვიოლსთან ქნა, ეს იყო ,,მსახიობობა”, მაგრამ კარვალიო უბრალოა? ხელებს ვინ იქნევდა? განა არ დაარტყა მთელი მხარი? შენ ამას რომ კითხულობ და არ მეთანხმები, მაგ დარტყმის მერე ყბის მოტეხილობით საავადმყოფოში იქნებოდი. 6. რაო? პენალტი გამომრჩა კრისტიანო რონალდოზე? ერთი ,,წყარო” მომეცით რომელიც მანდ პენალტს მოითხოვდა (უბრალოდ მოთხოვნაზეა საუბარი, მადრიდის ჯიბის პრესის გარდა) და თითი მომიკაკვავს. მოგიცდით. დაძებნეთ. 7. ფეხბურთზე რომ ვსაუბრობდე, მე-2 ,,გასაღები” იქნებოდა გენიალური ალვეში. მსურველებს ურჩევნოდეთ ვინც უნდა, მაგრამ დი მარია, რონალდო. დი მარია, რონალდო, რონალდო, დი მარია. მარსელო არა, განა ცოტაა ის ორი? მარსელოც. პრესინგი, ბურტის ართმევა. ღმერთო ეს რა იყო, ეს იყო ძველი სევილიელი ალვეში, მომსპობი იგივე რონალდინიოსი და მსგავსი ფეხბურთლების.
შემდეგ უკვე მოედანზე კაცმა არ იცის რა ხდებოდა, სიმულაციები (მათ შორის ბარსას ფეხბურთელებისგან), საზიზღარი უხეშობები (რეალის მხრიდან) და არბელოა, კარგი კიკ-ბოქსერია, მაგრამ ეს ხდება, მითუმეტეს კლასიკოში, უბრალოდ ადამიანს ადეკვატურად უნდა შეგეძლოს შეაფასო, რატომ მოხდა და ვინ იყო დამნაშავე. მიტუმეტეს ეგ თამაში არ დაწყებული მსაჯის სასტვენთან ერთად, იქამდე დაიწყო და შეიძლება ითქვას დამთავრდა კიდეც. მაურინიომ მიიღო ,,მისაღები” და ჩაეწერა ისტორიაში.
პიკე-პუიოლის ხშირად არადამაჯერებელი ქმედება, შეცდომები, უკან არასაჭირო პასები. არავინ ამბობს რომ მათ ვერ ითამაშეს, მაგრამ ეს არ იყო არცერთის საუკეთესო თამაში. აბიდალი - მადლობა მას, მაგრმა რა იყო, ვალდესს ლამის გოლი რომ გაუტანა? იმ გოლს შეიძლებოდა დიდი უბედურება მოყოლოდა. ისე კი აბიდალი ,,ცხოველია” და ფიზიკურად მისი დაჯაბვნა არ უნდა სცადო :დ ბუსკეტსი - ,,მყვინთავი”, თან დამოუკიდებლად იმისა რა ხდება მოედანზე. ეს ობიექტურობისთვის. ასევე ის რომ ბუსკეტსი ღმერთია როგორც საყრდენი. 22 წლისაა თუ 30-ის? ვეტერანია. ვილია - ამან ის გოლები გაიტანა რომელმაც მაურინიოს უდიდესი ტრავმა მიაყენა. ეს ფეხბურთელი უკვე ისე მიყვარს ვიდრე რომელიც გინდა წარსული ლეგენდა ბარსასი. პედრო - პედრო ექსტრაა. პედრო მართლა ექსტრაა და შეუფასებელი გუნდური თამაშისთვის. მესი - ვუვ. აი ამას ერქვა ,,დიდი თამაში”. არა მოიცა, უამრავი დაკარგვა, ,,ბრაკი”, მაგრამ, ეს იყო დიდი თამაში. მესის სტილი არის მესის სტილი, მაგრამ ეს არ იყო მესი, ასეთი იყო მარადონა. ასეთი ,,დიაპაზონის” ფეხბურთელი, ყველგან, ყველასთან ბურთის გათამაშება. ლამის ყველა შეტევას ის ამზადებდა მოედნის ცენტრში - ეს იყო მარადონას თამაში. და პრესინგი, მერე რა პრესინგი. სწორედ მესის უმადლოდეს ბარსა რომ რეალის არათუ ცენტრ-მცველები, ფლანგებისაც კი ვერ წავიდნენ წინ. ხოლო ბურთების ართმევა უკომენტაროდ, უფრო მეტი წაართვა ალბათ მცველებს ვიდრე პირიქით. ეს იყო დიდი თამაში, გაცილებით უკეთესი ვიდრე მაგისი 2-3 ბურთიანი. თუმცა შეცდომა ბევრი ქონდა, რაც არ ეკადრება ისეთი. ბოიანი - საგოლე პასით გამოისყიდა ყველაფერი. საჭირო პასი, იპოვოს უნდა თავი, ეს არაა გასაშვები ფეხბურთელი, თუ თავისი თამაშის ცოტათი მაინც ითამაშა ხოლმე. ბარსა მისი წასვლით მომავალს დაკარგავს (რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ ასე ვფიქრობ) ჟეფრენი - გვარდიოლა, ლა მასია, ადგილობრივი ,,ნაწარმი” - ასე.
მტრები: მაურინიო, როგორც შენ გიხაროდა ჩვენზე ქირქილი, ისე მიხაროდა მე. იმდენი ვაგინე, იმდენი დავცინე ჩემთვის და გულში, რამდენიც არასდროს არავის. მოუ, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით, ჩვენ ხომ ვიგრძენით რომ დიდი ხარ, ახლა შენ იგრძენი ბარსა რა არის. მგონი არასდროს დაგავიწყედება. ბენზემა - მომიყვანეთ ბარსასი, ყველაზე ,,კორექტული”, სადაც მადრიდი კრისტის უფასებს, იქ მე ბენზემას დავუფასებ.
დაუვიწყარი დღე. რეალი ისევ აგებს 5:0-ს. ვალდანო, პასუხი შენზეა.
|