ლივერპულის ესპანელმა თავდამსხმელმა ბოლო 4 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და იმედია დღესაც შეარხევს მეტოქის კარის ბადეს…
- “ბრიტანია სტადიუმზე” სტოკ სიტისთან გასვლით მატჩებში ლივერპულს არც ისე კარგი მაჩვენებელი აქვს. მხოლოდ 12 მოგება, 20 ფრე და 23 დამარცხება, თუმცა ენფილდზე წითლებს 42-ჯერ აქვს მოგებული და სტოკს კი მხოლოდ 3-ჯერ.
- გასულ სეზონში ამ მოედანზე მატჩი 1-1 დასრულდა. კირგიაკოსმა თავით გახსნა ანგარიში, თუმცა ბოლო წუთზე ჰუტმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა…
- ბოლო 5 მატჩში “ბრიტანია”-ზე ლივერპულმა 3 გოლი გაიტანა და 4 მიიღო სტოკისგან…
- ყველაზე დიდი ანგარიშით წითლება სტოუკი 1-5 დაამარცხეს 1982 წელს. იმ შეხვედრაში გოლი კენი დაგლიშმა და სემი ლიმაც გაიტანეს…
- ლივერპული 35 წელია არ დამარცხებულა სტოკ სიტისტან გასვლაზე !
- ჯერჯერობით არც ერთ მერსესაიდელს არ გაუტანია ჰეთრიკი ბრიტანია სტადიუმზე, თუმცა ენფილდზე 1902 წელს ენდი მაკგუინმა 5 გოლი გაიტანა და ჯამში 7-1 დაამარცხა სტოკი…
- 2009 წლის აგვისტოში გლენ ჯონსონმა სადებიუტო გოლი ენფილდზე სწორედ სტოკ სიტისთან გაიტანა…
- მაქსი როდრიგესმა კი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა ბრიტანიაზე გასულ წელს…
- პეპე რეინამ წინა მატჩში ვერ გააუმჯობესა მარკ ლოურენსონის რეკორდი და კვლავ 98 მშრალად შენახული მატჩი აქვს აქტივში. იმედია დღეს შეძლებს რეინა გადავიდეს მეკარეებს შორის მეოთხე ადგილზე ლივერპულის ისტორიაში ამ მაჩვენებლის მიხედვით.
- თუ ლივერპული დღეს არ დამარცხდება, მათ ექნება ყველაზე გრძელი, 7 მატჩიანი წაუგებელი სერია მას შემდეგ, რაც 08-09 წლების სეზონში ზედიზედ 8 მატჩში არ დამარცხებულან…
- საინტერესოა, რომ ლივერპულმა წელს პრემიერლიგაში ოთხივე ის შეხვედრა წააგო, რომელშიც გოლი პირველმა თავად გაუშვა…
- დღეს თუ წითლები მოიგებენ, დააგროვებენ 19 ქულას13 მატჩში. ზუსტად 13-ე ტურის შემდეგ კი გასულ სეზონში მერსესაიდელებს 20 ქულა ჰქონდათ. ვნახოთ დაეწევა თუ არა ჰოჯსონი - ბენიტესს…
- სტოუკმა ყველაზე დიდი ანგარიშით ლივერპული 1897 წელს დაამარცხა 6-1, ზუსტად 5 წლის შემდეგ ლივერპულის დაარსებიდან.
- წინა სეზონში ჰუტის მიერ გატანილი გოლი ბოლო წუთზე იყო ერთადერთი ბურთი, რომელიც სტოკმა ლივერპულს გაუტანა 1984 წლის შემდეგ…
- წელს სტოკმა თავის მოედანზე 6-დან 3 მატჩი მოიგო და 2 წააგო…
- “ქალაქელებს” ერთ-ერთი უსუსტესი დაცვა ჰყავთ ინგლისში, წელს ჩატარებული 12 მატჩიდან მათ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს კარის მშრალად შენახვა.
- წინა მატჩში მათ ბირმინგემი დაამარცხეს საკუთარ მოედანზე და ამით 5 მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულეს…
- ჯერმეინ პენანტი, რომელიც ახლა სტოუკშია, ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელია. მან წითელი მაისურით 81 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია რომ თავის პირველ სეზონში მან სულ 52 (!) მატჩი ითამაშა, ყველაზე მეტი თანაგუნდელებს შორის.
- სალიფ დიაო კი 2 წელიწადნახევარ თამაშობდა ენფილდზე და 61 შეხვედრაში მანაც 3 გოლი გაიტანა წითელი მაისურით.
- სტოუკის ბომბარდირი კეივინ ჯონსია, 5 გოლით, თუმცა აქედან 4 მან სეზონის დასაწყისში გაიტანა. ბოლო შვიდ მატჩში კი მხოლოდ ერთხელ გაიხსენა თავისი დანიშნულება…
ესენი ხო ყველაფერი სწორეა ?