ეს ნახეთ ? ?? ? ??
ვერ იგებენ? არაუშავს, მალე ახლებს იყიდიან
Mancini: I'm not under pressure !!!
გუშინ პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" შინ "ბირმინგემ სიტის" უმასპინძლა, თუმცა მატჩი კვლავ უგოლო ფრედ დასრულდა.
თამაშის შემდეგ შეტევების მოგერიებას ცდილობდა რობერტო მანჩინი:
"ტევესს ტრავმა აქვს რამოდენიმე კვირაა, თუმცა იმედია მალე ჩადგება ჩვეულ ფორმაში."
"თუ ფიქრობთ, ოთხი თავდამსხმელის გამოყვანით თამაშს მოვიგებთ, ეს ფეხბურთი არ არის."
"აქაც და იტალიაში ყველა ჩვენი მხარდამჭერი შეიძლება ასე ფიქრობდეს, თუმცა მე მწვრთნელი ვარ და არა გულშემატკივარი , ამიტომ მწვრთნელის შესაფერისად ვაზროვნებ."
"გულშემატკივარი ფიქრობს: რატომ არ ათამაშებ სამ, ოთხ ან ხუთ დავდამსხმელს? - თუ ეს ფეხბურთს გავს, მაშინ 10 შემტევით ვითამაშებ"
"თუმცა ეს ფეხბურთია არ რის. გოლი მაშინ უნდა გაიტანო, როდესაც ამის შანსი გექნება!"
"იმედგაცრუებული ვარ მსგავსი ხალხის გამონათქვამებით - არც მე მინდა წაგება ან ფრის თამაში."
ხოლო ჟურნალისტის კიხვაზე, არის თუ არა ის გუნდის მესვეურებისგან ზეწოლის ქვეშ, 45 წლის სპეციალისტმა შემდეგი განაცხადა:
"ზეწოლა? რა ზეწოლა? - მეოთხე პოზიციაზე ვართ"
"რაღაც პრობლემები გვაქვს, მაგრამ მალე გამოვასწორებთ"
"რატომ უნდა ვიყო ზეწოლის ქვეშ? ვინაიდან გულშემატკივარი 4-5 თავდამსხმელით თამაშს მთხოვს?"
"როდესაც გვეყოლება ყველა ფეხბურთელი, მაშინ უკეთესად ვითამაშებთ"
ყველა ფეხბურთელში რობერტო მანჩინიმ მგონებ იგულისხმა მსოფლიოს ყველა ფეხბურთელი და არა გუნდში არსებული შეამადგენლობა, ვინაიდან როგორც BBC Sport და შემდგომში Goal.com იუწყებიან, "მანჩესტერ სიტი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 100 მილიონ ფუტს დახარჯავს ახალი ფეხბურთელების შესაძენად.
"ქალაქელების" მფლობელი შეიხი მანსური რამოდენიმე დღის წინ შეხვდა სიტის მთავრ მწვრთნელ რობერტო მანჩინის, სადაც გუნდის თავებმა კლუბის მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. იტალიელი სპეცილაისტის განცხადებით, "ცისფრები" ზამთარში გუნდში რამოდენიმე ვარსკვლავს დაიმატებენ.
http://www.fci.ge/index.php?newsid=3192