ალეგრი ბალოტელის მიესალმება
მილანის თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა. იტალიელმა თავისი კლუბი ბარსას შეადარა თამაშის სტილითა და ტექნიკით. ალეგრი აგრეთვე შესაძლო შენაძენებზე საუბრობს, რომელთა შორის ყველაზე აქტუალური მარიო ბალოტელია. "როსონერის" თავკაცი იწონებს და მიესალმება ექს-ინტერელის გადმობარგებას.
დღეს სერია ა-ს ლიდერები ბრეშიას მასპინძლობენ და ალეგრი სწორედ სპექტაკლის მოლოდინშია თავისი შეგირდებისგან: "ბარსას თამაშის ხარისხი და სტილი ლამაზი ფეხბურთის მაგალითია. მინდა რომ ჩემმა გუნდმა დღეს "ბლაუგრანასავით" ითამაშოს. ზოგჯერ ჩვენ ეს ძალიან კარგად გამოგვდის, გაიხსენეთ წინა მატჩები. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ახალწვეულებს, იბრაჰიმოვიჩს, რობინიოსა და ბოატენგს, რომელთა მოსვლის შემდეგ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა."-განაცხადა ალეგრიმ.
ახლა კი ტრანსფერების თემა: "ჩვენ გვჭირდება ფორვარდი, რომელიც შეძლებს ინძაგის ღირსეულად შეცვლას. საუბარი ბალოტელიზე მიდის, იგი ჯერ კიდევ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია, მაგრამ მილანში გადმოსვლა საკმაოდ რეალურად ჩანს. მე მივესალმები მას და ვთვლი, რომ მარიო შესანიშნავი შენაძენი იქნება ჩვენთვის."-დაასრულა იტალიელმა სპეციალისტმა.
ეს შეილება ზამთარშიც წავიდეს !!! წავიდეს ძალით დატოვებული რათ გვინდა ???
მიმაგრებული სურათი