თბილისელი
I'm not surprised motherfuckers !

        
ჯგუფი: Members
წერილები: 30627
წევრი No.: 91683
რეგისტრ.: 18-May 09
|
#22675815 · 25 Nov 2010, 13:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პაოლო მალდინი რუბრიკა “ერთგულები”-ს პირველი სტუმარია, ვისაც ფეხბურთელის კარიერა დასრულებული აქვს. მოპოვებული საკლუბო ტიტულების რაოდენობით, იგი ნომინანტებიდან მხოლოდ უელსელ რაიან გიგზს (31) ჩამორჩება, ხოლო მწვერვალები, რომლებსაც “მილანის” ბოლო ორი ათწლეულის სიმბოლომ ვერ მიაღწია, სანაკრებო დონეზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების უმაღლესი საფეხურია, თუმც კი, ორივეს დაპყრობასთან ძალზე ახლოს იყო... პაოლო მალდინი ამპლუა: მცველი ეროვნება: იტალიელი სეზონი კლუბში: 25 მატჩი კლუბში: 902 ტიტული: 26. მათ შორის: იტალიის სერია A - 7 (1988, 1992, 1993, 1994, 1996, 1999, 2004); იტალიის თასი – 1 (2003); იტალიის სუპერთასი - 5 (1988, 1992, 1993, 1994, 2004); უეფას ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) - 5 (1989, 1990, 1994, 2003, 2007); უეფას სუპერთასი - 5 (1989, 1990, 1994, 2003, 2007); საკონტინენტთაშორისო თასი - 2 (1989, 1990); კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი - 1 (2007).
ცნობილთა ციტატები ფრანკო სელვაჯი (1985 წელს “უდინეზეს” ფორვარდი, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი): “როცა ის მინდორზე გამოვიდა, ვიფიქრე, ეს ბავშვი პრობლემებს ვერ შემიქმნის-მეთქი. მაგრამ პირველსავე კონტაქტზე, რაც მის ვარდნას მოჰყვა, მიწაზე აღმოვჩნდი. მივაძახე: “რას შვები, ბიჭი?!” მან უკანაც არ შემომხედა და თამაში განაგრძო. მაშინვე მივხვდი, რომ მას წინ წარმატებული კარიერა ექნებოდა”. პოლ მერსონი (“არსენალის” ყოფილი ფორვარდი): “საუკეთესო მოთამაშე, ვის წინააღმდეგაც თამაშმა მომიწია, მალდინი იყო. “მილანს” სუპერთასზე ვხვდებოდით და მთელი მატჩის განმავლობაში, ბურთთან შეხების საშუალება არ მომცა. ეს წარმოუდგენელი რამ იყო”. ალესანდრო დელ პიერო (“პადოვას” ყოფილი (1991-1993) და “იუვენტუსის” ახლანდელი ფეხბურთელი): “მალდინი, შენ მართლაც ნომერ პირველი ხარ!” პაოლო, ხორვატი ემიგრანტების შთამომავლის, ჩეზარე მალდინის (რომლის მშობლების ნამდვილი გვარი მალდიჩი იყო) მრავალრიცხოვან ოჯახში 1968 წლის 26 ივნისს დაიბადა. ჰყავს 2 უმცროსი ძმა და 3 უფროსი და. დაქორწინებულია ვენესუელელ სუპერმოდელ ადრიანა ფოსაზე, რომელთანაც 2 ვაჟი - კრისტიანი (1996 წელს დაბადებული) და დანიელი (2001) ჰყავს. იგი ბავშვობიდანვე “მილანში” თამაშზე ოცნებობდა. მამამისისთვისაც ხომ “ტრიესტინას” შემდეგ სწორედ ეს გუნდი ითვლებოდა მშობლიურად. უფროსმა მალდინიმ, შვილისაგან განსხვავებით, “როსონერის” “მოკრძალებული” 13 სეზონი მიუძღვნა, მაგრამ 1963 წელს ჩემპიონთა თასის მოპოვებაში საკუთარი წვლილი მანაც შეიტანა. პაოლოს მილანური დებიუტი 1985 წლის 21 იანვარს, “უდინეზეს” (1:1) წინააღმდეგ, 16 წლის ასაკში შედგა. შემდგომი სეზონიდან იგი მყარად დამკვიდრდა შავ-წითელთა ძირითადში და მთელი 25 სეზონის განმავლობაში “მილანის” მაისურით 14 მატჩზე ნაკლები არ ჩაუტარებია. მალდინიმ პირველი სანაკრებო მატჩი 1988 წლის 31 მარტს, იუგოსლავიის (1:1) წინააღმდეგ ჩაატარა, იტალიის უპირველეს ნაკრებში თამაშს კი, კორეა-იაპონიაში (2002) გამართული მუნდიალის დამთავრებისთანავე, 34 წლის ასაკში შეეშვა. სულ, “სკუადრა აძურას” ღირსება 126-ჯერ დაიცვა. ამ მაჩვენებლით იგი იტალიელთაგან მხოლოდ ფაბიო კანავაროს (136) ჩამორჩება. “აძურულ” მიღწევებს რაც შეეხება, პაოლო ორ-ორჯერ დაეუფლა ევროპისა (1988 - III, 2000 - II) და მსოფლიოს (1990 - III, 1994 - II) ჩემპიონატების ბრინჯაო-ვერცხლს. 2008 წლის 17 თებერვალს, მალდინიმ კარიერაში (კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში) მე-1000 მატჩი ითამაშა. “მილანის” რიგებში მისი ბოლო მატჩი კი, 2009 წლის 31 მაისს, ფლორენციაში “ფიორენტინას” (2:0) წინააღმდეგ შედგა. მილანში ჩატარებულ ბოლო მატჩს რაც შეეხება, იგი ერთი კვირით ადრე “სან სიროზე” (“რომასთან” 2:3) შედგა. სწორედ ამ შეხვედრაზე ტრიბუნაზე მომხდარ ფაქტს უკავშირდება, პაოლო მალდინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყენა, რაც კი ადგილობრივი გულშემატკივრების მხრიდან მიუღია. “მილანის” ფანების ნაწილი ტრიბუნიდან მღეროდა: “არის მხოლოდ ერთი კაპიტანი” და თან ფრანკო ბარეზის - “როსონერის” კიდევ ერთი სახელოვანი კაპიტნის სადიდებელ ბანერს აფრიალებდნენ. ფანებთან, თუმცა, ამავდროულად, მტრული “ინტერის” მხარდამჭერებთან, მალდინის გაცილებით ტკბილი მოგონებები აკავშირებს. კაპიტნისთვის ბოლო “მადონინაზე” (“მილანმა” 1:2 წააგო) “ნერაძურელების” გამოფენილ ბანერზე ამ სიტყვებს წაიკითხავდით: “25 წელი მეტოქე, მაგრამ მუდამ საკუთარი იდეალების ერთგული”. ეს ფაქტები, ახლა კი, ცოტა ლირიკაც. მალდინის ფენომენი, ფეხბურთის და საერთოდ სპორტის ფარგლებს სცდება. ფანატიზმისა და ნიჰილიზმის განსაკუთრებული დოზა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მასზე ცუდი სიტყვა თქვას. თუმცა, ალბათ, იმის სიტყვებით ჩამოყალიბებაც გაჭირდება, თუ რატომ არიან მისით აღფრთოვანებული. მალდინი არასოდეს ამბობს ისეთ განსაკუთრებულ სიტყვებს, რომელთა წარმოთქმა სხვას არ შეუძლია. პაოლოს, როგორც დიდი კმაყოფილებით იუწყებიან ფანატთა საიტები, უყვარს პიცა, კოკა-კოლა და მუსიკა. აბა, სცადეთ და ფეისბუქით გადაამოწმეთ, რამდენ მილიარდ ადამიანს უყვარს პიცა, კოკა-კოლა და მუსიკა, მაგრამ მალდინი არცერთი მათგანია. ამავდროულად, მალდინი არისტოკრატიზმის განსახიერებაა. იმდაგვარის, რომლის მსგავსი არ მიიღწევა - ასეთად უნდა დაიბადო და გაიზარდო. კლუბის ქომაგებმა დიდი ხანია, რაც შენიშნეს, რომ იტალიურად მალდინის გვარიდან (Maldini) ასეთი სიტყვათაწყობის მიღება შეიძლება “di Milan”. ეს კი ქართულად ნიშნავს “მილანიდან”. ეს აღმოჩენა “ტიფოზებს” კი ეკუთვნით, მაგრამ ბევრი მათგანი არც დაკვირვებია იმ გარემოებას, რომ მალდინის შემთხვევაში მთავარი რომელიმე ქალაქიდან მისი წარმოშობა კი არა, უფრო ისაა, რომ “di Milan”-ით შუა საკუნეებში გავრცელებული ჰერცოგის ტიტული მიიღება??? მალდინის თამაშის სტილი, ყოველთვის იყო შეხამებული მისსავე არისტოკრატიზმთან. ალექს ფერგიუსონი, როცა მიუნხენის “ბაიერნთან” მისი საყვარელი ფეხბურთელის თამაშზე (რომელშიც პაოლოს ერთი ვარდნაც არ შეუსრულებია) საუბრობდა, შემთხვევით არ თქვა ასეთი სიტყვები: “ვარდნა, ხშირ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ მცველმა საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა ვერ შეძლო. ეს სხვაგვარად, დაცემაა. მალდინი, მისი დისტანციური სიჩქარის, აჩქარების უნარის, გამძლეობისა და ბურთთან “შენობით” ურთიერთობის მიუხედავად, ყოველთვის “ცივსისხლიანობისა” და ინტელექტის ხარჯზე თამაშობს. როცა მაინც უწევს ვარდნის შესრულება, იგი ამას მაქსიმალურად გაწონასწორებული და უპანიკოდ აკეთებს”. თავად მალდინის თუ დავუჯერებთ, კაცი გაოცდები, როგორ შემთხვევითობებს უნდა უმადლოდნენ, “მილანში” მის სამუდამოდ დარჩენას. თურმე თავისუფლად შეიძლებოდა, იგი მის მეგობარ ჯანლუკა ვიალისთან “ჩელსიში” აღმოჩენილიყო; უარესიც - “მანჩესტერ სიტიში”, რომელთანაც იმ წლებში ძალიან მჭიდრო კავშირები, მის კიდევ ერთ მეგობარს, როკ-ჯგუფი “ოაზისის” დამაარსებელსა და ვოკალისტს, ლიამ გალახერს ჰქონდა. მაგრამ მოდით, ამჯერად ნუ დავუჯერებთ მალდინის - მისი სიტყვების გადაკეთება რეპორტიორებსაც თავისუფლად შეეძლოთ, რადგან იგი არასოდეს იყო დიდი ორატორი (თუმცა, ხანდახან ისე თავისუფლად წარმოთქვამდა ძალიან მარტივ სიტყვებს, მისი პარტნიორები ყველაფერს იოლად იგებდნენ). მას, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ცოტათი უნდა მოშორდე და ისე შეხედო. ამ მზერაში თუ მისი საკლუბო და სანაკრებო გამოსვლების ცხრილებსა და მოპოვებულ ტიტულებს “დაიჭერთ”, არ გაგიკვირდეთ. გასაოცარ სამნიშნა რიცხვებს (902 მატჩი კლუბში და 126 ნაკრებში) იქეთ, ასევე მაგიური “5”-ანებია - ევროპის ჩემპიონთა თასის 5-ჯერ და ევროპის სუპერთასის 5-ჯერ (სერია A-ს 7-ჯერ მოგება კონტექსტიდანაა ამოვარდნილი) თავსზემოთ აღმართვა. ისეთი რა კატასტროფა უნდა იწინასწარმეტყველო კაცმა ევროპულ ფეხბურთში, რომ ფეხბურთელმა ასეთი შედეგი ერთი კლუბის შემადგენლობაში კიდევ გაიმეოროს. დასკვნით ლირიულ გადახვევამდე, სტატიის გმირთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტობრივ მოვლენაზეც ვთქვათ. - დაითვალეს და კარიერაში 2008 წლის 17 თებერვლისთვის ჩატარებული 1000 მატჩიდან 981 მალდინიმ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მათგან 916 შეუცვლელმა ჩაამთავრა; - პაოლო მალდინიმ იტალიის ნაკრებში 7 გოლი გაიტანა და ყველა შემთხვევაში, “სკუადრა აძურამ” 2 და მეტი ბურთის სხვაობით მოიგო. საინტერესოა ისიც, რომ მას გოლები მხოლოდ საშინაო შეხვედრებში გაჰქონდა და ყოველთვის სხვადასხვა ქალაქებში (ფლორენცია, პალერმო, ბარი, ტრიესტი, ნეაპოლი, პარმა, ბოლონია). შეამჩნევდით, რომ ჩამონათვალში მისი მშობლიური მილანი ვერ მოხვდა. ასევე არცერთხელ გამეორებულა მალდინისთვის გოლიან მატჩში, დამარცხებული ნაკრების წარმომავლობა; - ჩემპიონთა ლიგის ფინალების ყველაზე სწრაფი გოლი, მალდინიმ “ლივერპულთან” 2005 წლის მაისში, 52-ე წამზე გაიტანა. გოლის გატანისას იგი 36 წლის და 332 დღის იყო, რითაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გამტანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. დიდი ფეხბურთიდან წასვლის შესახებ 39 წლის პაოლო მალდინიმ, იაპონიაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ პირველად განაცხადა. თითქოს ამას ელოდაო და კლუბის ხელმძღვანელობამ “მილანის” “3”-ანი მაისური “ხმარებიდან ამოღებულად” გამოაცხადა (მალდინის გარდა ასეთი პატივი მხოლოდ ფრანკო ბარეზის “6”-ანს ერგო). მხოლოდ ერთადერთი პირობით - თუ მალდინის რომელიმე ვაჟი “მილანში” ითამაშებს, ლეგენდარული “3”-ანი მისი საკუთრება გახდება. იმის გათვალისწინებით, რომ 14 წლის კრისტიანი “როსონერის” შავ-წითელ მაისურშია გამოწყობილი, დიდ “მილანში” მალდინის დაბრუნებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი. თუმცა, ალბათ ვერც კრისტიანი, ვერც დანიელი და ვერც ვერავინ ამ სახელოვანი გვარიშვილობიდან, ვეღარ დაემსგავსებიან პაოლოს, მით უფრო ვეღარ აჯობებენ. ჩეზარემ, მისი რეგალიების ფონზეც კი, არცთუ ძნელად დასაძლევი თამასა დაუტოვა: თუ მამაშენმა მონბლანი დაიპყრო, შენ ევერესტზე ასვლა შეგიძლიაო. და აი დასკვნითი ლირიკაც - პაოლო მალდინიმ გადალახა მამის “ნაანდერძევი” თამასა, მისგან “მილანის” დროშა დაამზადა და აიტანა საფეხბურთო მსოფლიოს მწვერვალზე, რომლის ზევით მხოლოდ კოსმოსია...
არ დავუკარგოთ ადამიანს ©ფრიდონ კერვალიშვილი
--------------------
ფორუმელს კითხეს კარდუ შენ ხარო? და არა ისე ვარ ###ო. ©Gtrup
ნაღდი ტროლი იყო მაიორი აბჟანდაძე.. 43-ში გერმანელებში ნაძვის ხის ფორმით რომ შეიპარა და 53-ში საშობაოდ რომ მოჭრეს. © ozzy_ka10
|