ძამპარინი: „დარწმუნებული ვარ, პასტორე „იუვენტუსში“ არასოდეს გადავა“
Football Italia–ს ინფორმაციით, სიცილიური „პალერმოს“ პრეზიდენტი, მაურიციო ძამპარინი დარწმუნებულია, რომ ხავიერ პასტორე „იუვეში“ არასოდეს გადავა.
„პასტორე არასოდეს ჩაიცვამს შავ–თეთრ მაისურს. მას მოქმედი 5 წლიანი კონტრაქტი გააჩნია, თანაც მისი მაღალი სატრანსფერო ღირებულება „იუვესთვის“ გადაულახავი ბარიერია. ყველაფერთან ერთად, საფეხბურთო თვისებებით, იგი ვერ ჩაეწერება ტურინელების საფეხბურთო სქემაში. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, პასტორე „იუვეში“ არ იქნება“.
შეგახსენებით, რომ ლუიჯი დელნერის განცხადებით, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა, იგი მოხიბლული იქნებოდა პასოტრეს „იუვენტუსში“ ხილვით.
ამისას ხო ვერაფრს გაიგებს კაცი

ისე რომ იცოდეთ პასტორეს ისეთი კონტრაქტი აქვს დადებული რო იაფად არ გაყიდიან თურმე ტრანსფერიდან შემოსული ტანხის ნახევარი პასტორესი ყოფილა

და აქედან გამომდინარე ძვირი ეღირება
მიმაგრებული სურათი