მერტესაკერი ლივერპულის რადარზეა ლივერპულის საქმეები კვლავინდებურად ისე არაა, როგორც გულშემატკივარი ისურვებდა. გუშინ მერსისაიდელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს მინიმალური გამარჯვების მოპოვება, წინა ტურში კი ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ ვულვზთან დათმეს შეხვედრა.
კლუბის ხელმძღვანელობა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებს. მოარული ხმების თანახმად როი ჰოჯსონის გუნდიდან გაშვება მხოლოდ დროის ამბავია.
ამავე დროს გუნდი ახალი მოთამაშეებით გაძლიერებაზე ფიქრობს. წითლების ხელმძრვანელები ბრემებნის ვერდერისა და გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველით, პერ მერტესაკერით ინტერესდებიან.
The Mirror-ის თანახმად გერმანული კლუბი მზადაა გაუშვას მერტესაკერი, მისი შეძენის მსურველს კი მინიმუმ 10 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის შეძენით ასევე მანჩესტერ სიტია დაინტერესებული.
სავარაუდოდ ლივერპულს მერტესაკერის შესაძენად აგერთან განშორება მოუწევს.
ბედობას გილოცავთ

პირველი ჩემი ფეხი დაგებედათ
This post has been edited by ika_valencia on 2 Jan 2011, 15:42