MrFenixbeqa3311993 წლის მერე რაც გადაწყდა რომ კოპა ამერიკა 12 გუნდიანი უნდა ყოფილიყო ტურნირი ყოველთვის იმატებს 2 გუნდ სხვა კონტინენტიდან.
ერთი როგორც წესი მექსიკაა ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ ამ გუნდს აქვს მონაწლეობის უდიდესი სურვილი და ორგანიზატორები უფრო სრული სურათის შესაქმნელად (უძლიერესი გუნდი სამხრეთ ნახევარსფეროში) იწვევენ ხოლმე ამერიკას. ამერიკა ამ მოწვევას ყოველთვის არ იღებს ამიტომ მას ანაცვლებენ სხვა შედარებით ნორმალური გუნდით რომ საერთო დონე არ გაფუჭდეს.
1993 ამერიკა, მექსიკა
1995 ისევ მექსიკა, ამერიკა
1997 მექსიკა. კოტსა რიკა
1999 მექსიკა, იაპონია
2001 მექსიკა, ჰონდურასი, კოსტა-რიკა (აქ სამი იყოიმიტომ რომ არგნტინამ უარი თქვა მონაწილეობაზე)
2004 მექსიკა, კოსტა რიკა და 2007 მექსიკა, ამერიკა
ანუ სტუმრები

მექსიკა 7; ამერიკა 3, კოსტა-რიკა 3, იაპონია 1, ჰონდურასი 1.
ჩემი აზრით იაპონია რომელიც ეხლა უფრო ძლიერია ვიდრე აშ.შ იმ წლებში როცა მონაწილეობდა და რა სასტავითაც მონაწილობდა (ყოველთვის ექსპერიმენტულით გადიოდნენ) გაცილებით უფრო წაადგება ტურნირს. სამხრეთ ამერიკული სტილს არც იანკები თამაშობენ. კოსტა-რიკასთან შედარებაც არ შეიძლება.
მე წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია.
თან ეხლა იაპონიას მართლა საინტერესო ნაკრები ყავს იმჰო და ყველა ევროპაში მოთამაშე ლეგიონერიც მაგ დროს თავისუფალი იქნება.
სადაც კოსტა-რიკამ ვერ შეძლო ტურნირის წახდენა იქ ვერც იაპონია მოახერხებს.
მე არ მინახავს იაპონის თამაში 99 წელს, მაგრამ ის კი ვიცი რომ ეს იყო საუკეთესო კოპა რაც მე მინახავს. ასე რომ ზოგად სურათს გაცილებით უფრო მოძლიერებული იაპონია ვერანაირად ვერ გააფუჭებს.
კარგი იქნებოდა მარტო სამხრეთ ამერიკიდან ყოფილიყვნენ გუნდები, მაგრამ ჯერ ეს ერთი მართლა უსამართლობა გამოდის მექსიკის მიმართ (აბსოლიტურად ლათინო ამერიკული სტილი აქვთ, რა ქნა რომ ოდნავ ჩრდილოეთოთ მოხვდნენ) და მოერეც 10 გუნდით საშინლად მოუხერხებელია სატურნირო ბადის აწყობა.
არადა ეს ფორმატი 1/4 ფინალიდან ოლიმპიური სისტემა კომერციულად ყველაზე მოგებიანია და კოპა რომ 90-იანებში გაიქაჩა წინა წლებთან შედარებით მაგის დიდი დამსახურებაა.
This post has been edited by babaiaro on 7 Mar 2011, 19:42