
გოლეადორი
როJერიო სენი ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ ამავდროულად არაჩვეულებრივი მეკარეა. 21 წელია "სან პაულუში" თამაშობს და ამით კლუბის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა, ფეხბურთის მატიანეში კი ბომბარდირული თვისებებით დაიმკვიდრა თავისი ადგილი. გასულ უქმეებზე მან "კორინთიანსს" კარიერაში მე-100 გოლი გაუტანა (აქედან 56 საჟარიმოდან აქვს შეგდებული), რითაც მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა და რა გასაკვირია, რომ "პლაკარმა" მისი ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც სრულად გთავაზობთ.
- როJერიო, როდის და როგორ დაიწყე ჟარიმების დარტყმა?
- 1996 წელს. მაშინ "სან პაულუს" სათადარიგო კიპერი ვიყავი. სულ მიკვირდა, ძირითადი მეკარე ზეტი სტანდარტულებს რატომ არ ასრულებდა. ერთხელ ვკითხე კიდეც და ასე მითხრა, თავის დროზე ვიზარმაცე, ახლა კი სამაგისოდ აღარც ჟანი მაქვს და აღარც ნებისყოფა, ეგეც არ იყოს, მალე კარიერას დავასრულებ და ვარჟიში მეზარებაო. მე არ დამზარებია. მთელი წელიწადი თავდაუზოგავად ვვარჟიშობდი და 1997-ში, როცა მიურისი რამალიომ ძირითადში დამაყენა, სამი გოლი გავიტანე.
- პირველი ჟარიმის გატანა ძალიან გაგიჭირდა?
- რა თქმა უნდა. როცა ვარჟიში დავიწყე, თვეში 3000 დარტყმას მაინც ვასრულებდი. პირველ გოლამდე უკვე 15 ათასი დარტყმა მქონდა მოგროვებული.
- თამაშიდან თუ გაქვს გატანილი?
- კი, ერთი. თუმცა, ფაქტიურად, ისიც ჟარიმა იყო. ეს გოლი "პაისანდუს" გავუტანე, ჩემი ჟარიმიდან დარტყმული "ცოცხალ კედელს" მოხვდა, ბურთი ისევ მე მომივიდა და განმეორებითი დარტყმით შევუგდე ვიზავის. ეს ყველაფერი წამებში მოხდა, ადგილიდან განძრევაც კი ვერ მოვასწარი. ისე, ხშირად მიფიქრია, რომელიმე არც ისე მნიშვნელოვან მატჩში, ბურთი რომ მომივა, დავადებ თავს და დრიბლინგით შევეცდები გოლის გატანასო, მაგრამ ვერ ვბედავ, რადგან უპირველეს ყოვლისა მაინც მეკარე ვარ და ქვეცნობიერში ვხვდები, რომ ეს ფრიად უპასუხისმგებლო საქციელი იქნება.
- სამწუხაროდ, ბრაზილიის ნაკრებში ვერ მოახერხე გოლის გატანა...
- ჰო, ძალიან დასანანია. არადა, იცი, მიზანთან რა ახლოს ვიყავი? 2000 წელს კოლუმბიას ვხვდებოდით, მაშინ ჩვენი საშტატო ჟარიმების დამრტყმელი რივალდო იყო, მაგრამ მან დიდსულოვნად დამითმო, მასწავლა კიდეც ბურთი სად უნდა გამეგზავნა, რომ მეკარეს შანსი არ ჰქონოდა. მართალიც გამოდგა, მეკარე ბურთს ვერ მისწვდა, მაგრამ მცველმა იყოჩაღა და ფაქტიურად ბადეში შეფრენილი ბურთი ზედ კარის ხაზიდან თავგანწირულ ნახტომში გამოიტანა.
- 100-გოლიანი მიზანი უკვე მიღწეულია. ამის მერე სტანდარტების შესრულებას სხვას ხომ არ დაუთმობ?
- ეს 100 გოლი ჩემი თვითმიზანი სულაც არ ყოფილა. უბრალოდ, გუნდს გამარჟვებაში ვეხმარები. ესაა და ეს. თავს არ ვიქებ, მაგრამ დღესდღეობით "ტრიკოლორში" ამ მხრივ კონკურენციას ვერავინ მიწევს და ამდენად, მომავალშიც მე შევასრულებ სტანდარტულებს. ისე თუ შევატყობ, რომ ძველებურად აღარ გამომდის, რა თქმა უნდა, სხვასაც მივცემ თავის გამოჩენის საშუალებას, მაგრამ უშუალოდ თამაშისას ექსპერიმენტების კეთება ცოტა არ იყოს, მიზანშეუწონელია. დარჩნენ ვარჟიშების შემდეგ და დარტყმებში ივარჟიშონ. მე დავუშალე?!
- წინასწარ თუ ხვდები ხოლმე შეძლებ თუ არა ჟარიმის გატანას?
- ყოფილა ასეთი შემთხვევებიც. რა თქმა უნდა, ბედს მაინც ვცდი, მაგრამ ზოგჟერ დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავიტან. ან პირიქით, სტანდარტულის შესრულებამდე დაზუსტებით ვიცი, რომ გოლი გავა. ეს ყველაფერი გამოცდილებამ მოიტანა. საერთოდ, ჟარიმის სწორად დარტყმა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს მინდვრის საფარი მშრალია თუ სველი, ქარი საიდან ქრის, ცოცხალ კედელში რამდენი კაცი დგას... ეს ყველაფერი გონებაში უნდა გადახარშო და ბურთს სწორი ტრაექტორია შეურჩიო. ამასთან, მეკარემ ვერ უნდა გაგშიფროს. ერთხელ სნაიპერების მზადებაზე რაღაც წიგნი წავიკითხე. იქაც ამგვარი რამეები ეწერა.
- ამბობენ, როJერიო სენი იმიტომ ჩამოყალიბდა ჟარიმების დიდოსტატად, რომ თავადაც მეკარეა და კარგად იცის ვიზავის სად და როგორ უნდა დაურტყასო...
- შესაძლოა, ეს მართალიცაა, მაგრამ მარტო მეკარეობა რომ შველოდეს... Jუნინიო პერნამბუკანო კარში არასდროს ჩამდგარა, მაგრამ ისეთებს ურტყამს... დიდოსტატი ის არის თუ არის.
- თამაშის წინ მეტოქე გუნდის მეკარეს თუ "სწავლობ"?
- დიდად არა. ისე კი, ერთი თვალის შევლებით შემიძლია ნებისმიერი მეკარის გაშიფვრა. მისი "სხეულის ენა" ბევრ რამეს მეუბნება.
- მაინც, რას აკვირდები ხოლმე?
- რა ვიცი, ახსნა გამიჭირდება. მაგალითად, კუთხურისას, ბურთის ჩაწოდებამდე გამოდის კარიდან თუ ჩაწოდების შემდეგ...
- ეს ჟარიმებთან რა შუაშია?
- თავშია. მაგრამ რატომ, სამწუხაროდ ვერ გეტყვით. ფირმის საიდუმლოა (იცინის).
- პენალტებზეც ვისაუბროთ...
- სასაუბრო არც არაფერია. ჟარიმასთან შედარებით პენალტის გატანა შეუდარებლად იოლია. ამ შემთხვევაში მთავარი უკვე ნერვებია. თუ ნერვებს დაიმორჩილებ, შეიძლება ისე დაარტყა, მეკარემ კუთხეც რომ გამოიცნოს, მაინც ვერ აიღებს.
- მიუხედავად ასეთი დიდი მიღწევისა, კარიერაში მაინც ბევრი ტიტული დაგრჩა მოუგებელი. რამეზე გული ხომ არ გწყდება?
- კი, როგორ არა... გული მწყდება, რომ წლებს თავისი მიაქვს და არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში კარიერის დასრულება მომიწევს. სხვა მხრივ ჩემი განვლილი გზით ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ არც 100 გოლშია საქმე და არც ტიტულებში. ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრე და საყვარელ საქმეს საყვარელ კლუბში ვემსახურებოდი... ამაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის არაფერია.
- ევროპაში გადასვლა არასდროს მოგსურვებია?
- რომ მდომოდა, ახლაც ევროპაში ვითამაშებდი. დევიდ სიმენის წასვლის შემდეგ, ლონდონის "არსენალი" მეპატიJებოდა. არსენ ვენგერი ძირითადში გარანტირებულ ადგილს მპირდებოდა, მაგრამ არც ისე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ უარი შევუთვალე. მგონი, მერე "არსენალმა" გერმანელი ლემანი იყიდა.
- ამ 15 წელიწადში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა?
- რა თქმა უნდა. გლობალიზაციამ, ინტერნეტმა და ტექნოლოგიების განვითარებამ ყველაფერს თავისი დაღი დაასვა. ვერ გეტყვით, ახლანდელი ფეხბურთი სჟობს თუ უწინდელი, მაგრამ რომ შეიცვალა, ფაქტია. ადრე ბევრი რამ ფეხბურთელების და მწვრთნელის დონეზე წყდებოდა, ახლა კი ყველაფერს სატელევიზიო და სარეკლამო კონტრაქტების სუნი ასდის. მოდაში ათლეტური, ნაკლებად ტექნიკური მასა და მათ ფონზე აღმოცენებული ვარსკვლავები არიან. ეს ხალხის შეკვეთაა, როგორც ჩანს, დღევანდელ საშუალო სტატისტიკურ ფეხბურთის გულშემატკივარს სწორედ ასეთი უსახური თამაშები მოსწონს და იღებს კიდეც. ეს ყველაფერი თავისთავად ხდება. საბედნიეროდ, არის გამონაკლისებიც, მაგრამ მე ზოგად ტენდენციაზე მოგახსენებთ. ევროპას თავი დავანებოთ და ბრაზილიაშიც ასეა. რონალდოს, რონალდინიოს და ადრიანოს შემდეგ, ჩვენმა ვერც ერთმა შემტევმა ფეხბურთელმა ევროპაში დიდ წარმატებას ვეღარ მიაღწია. სუპერვარსკვლავი ვერ გახდა... სამაგიეროდ, ბებერ კონტინენტს ვაჩუქეთ სუპერმეკარეები, სუპერმცველები, სუპერსაყრდენები და სუპერჩამშლელები... იმის თქმა მინდა, რომ ბრაზილია კვლავაც რჩება ევროპისთვის ფეხბურთელების ყველაზე კარგ და ხარისხიან ექსპორტიორად, მაგრამ ახლა ევროპაში სულ სხვა მოთხოვნები აქვთ. ახლა ჩვენში ფეხბურთელებს ევროპულ ყაიდაზე ზრდიან, რაც რა თქმა უნდა, მომავალში ჟიბის გასასქელებლად კეთდება, თორემ ბრაზილიურ ფეხბურთს რომ თაობას უკარგავენ, ეს ყველას ცალ ფეხზე ჰკიდია. ბავშვთა გუნდების ვარჟიშებზე ყოფილხარ?
- არა...
- არც გირჩევ. ყველაფერს გულისამრევი ხელოვნურობა ეტყობა. რად უნდა პატარა ბიჭუნას, რომელიც ტყავის ბურთის ჟადოქრობაზე ოცნებობს კროსი? ბურთი გადაუგდე და ის თავის კარიერას თავად მიხედავს. მე შენ გეტყვი, ნიჭი არ აქვს თუ... უბრალოდ, აქედანვე აჩვევენ დიდ ფიზიკურ დატვირთვებს და ბრაზილიელი ფეხბურთელის ახალი ჟიში გამოჰყავთ. საბედნიეროდ, არსებობენ გამონაკლისები, რომელთაც არც ევროპაში მიუხარიათ და ბურთსაც ძველებურად, ბრაზილიურად თამაშობენ. მათი ფასი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ევროპულად გამოზრდილი ფეხბურთელების მთელი გუნდისა, მაგრამ სამწუხაროდ, ნაღდი ბრაზილიელი ჭაბუკები ძალიან ცოტანი არიან.
- კიდევ რა არ მოგწონს?
- უამრავი რამ. ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის დონემ ძალიან მოიმატა, რაც უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ როგორც ვიცი, აქ მოთამაშე ფეხბურთელთა უმრავლესობას კონტრაქტი არა უშუალოდ კლუბთან, არამედ საფეხბურთო სააგენტოსთან აქვს გაფორმებული, რომელსაც თავის მხრივ უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაავლოს ხელი თავის საკუთრებას და უფრო სარფიანად გაასხვისოს. ეს ახალი სენია, რომელსაც ჟერ მხოლოდ ერთეულები თუ ვხედავთ, მაგრამ სამწუხაროდ მალე ყველა მიხვდება, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ფეხბურთელისა და სააგენტოს თანამშრომლობას ორი ძალზედ ცუდი რამ შეიძლება მოჰყვეს. პირველი - გაგანია სეზონისას მოთამაშეებწარმთეული გუნდი სუსტდება და ბრძოლისუნარიანობას კარგავს და მეორე, რაც უფრო მნიშვნელოვანია - ფეხბურთელი კლუბის ერთგული აღარაა. ის კლუბის ღირსებას კი არ იცავს, არამედ ფულისთვის თამაშობს, არც შედეგი აინტერესებს და არც მიზანი. მისთვის კლუბის წარმატება პრორიტეტული არაა. ფეხბურთელი რომ გუნდურობას ვერ გრძნობს ის არც რომელიმე კლუბს გამოადგება და არც მშობლიურ ნაკრებს. ჩემზე არაფერს ვიტყვი, მაგალითად პელე ავიღოთ. მას რომ რომელიმე სააგენტოსთან ჰქონოდა კონტრაქტი, ვერც "სანტოსში" შექმნიდა ეპოქას და შესაძლოა, ვერც ფეხბურთის მეფე გამხდარიყო. დღევანდელი ფეხბურთელებიდან ამ მხრივ რაულ გონსალეს ბლანკოს და რაიან გიგზს გამოვარჩევდი. აი, ამას ჰქვია საფეხბურთო ღირსება... ფეხბურთი დიდ ცირკად კი აქციეს, მაგრამ ღირსება არ უნდა დავკარგოთ, არც ჩვენ, მწვრთნელ-ფეხბურთელებმა და არც მათ, ვინც ჩვენი წყალობით მილიონებს იჟიბავს.
- როJერიო, ბევრ მწვრთნელთან მოგიხდა მუშაობა. ვიცი გაგიჭირდება, მაგრამ რომელიმეს განსაკუთრებულად ხომ ვერ გამოყოფდი?
- მართლაც რთული საკითხია, რადგან ყველასთან ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. არც კი ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, რადგან "სან პაულუში" მწვრთნელებად მუდამ ძლიერი, რთული პიროვნებები მუშაობდნენ, რომლებთან ურთიერთობაც უზომოდ საინტერესო იყო, მაგრამ იმედია არავინ მიწყენს თუ მაინც ჩემს პირველ პროფესიონალ მწვრთნელს, ცხონებულ ტელე სანტანას გამოვყოფ. საუკეთესო პიროვნება და სპეციალისტი გახლდათ, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ვამაყობ, რომ ამ ლეგენდარულ კაცს პირადად ვიცნობდი და ვმეგობრობდით კიდეც. ჩემგან ტელეზე საუბარი ცოტა უხერხულიც კია. ფეხბურთის ისტორიამ მას უკვე მიუჩინა კუთვნილი ადგილი.
- მოდი, ისევ შენს გოლეადორობას დავუბრუნდეთ და უშუალო კონკურენტზე, ხოსე ლუის ჩილავერტზე ვისაუბროთ. მართალია, რომ ჟარიმების დარტყმა მისი გოლის ნახვის შემდეგ დაიწყე?
- არა, ასე არ ყოფილა. კი ვიცოდი, რომ "ველესში" თამაშობდა პარაგვაელი კიპერი, რომელსაც პენალტებიდან და ჟარიმებიდან ბევრი გოლი გაჰქონდა, მაგრამ მაშინ არგენტინის ჩემპიონატის ყურება ისეთივე რთული იყო, როგორც ახლა დავუშვათ მარსიდან რეპორტაJის მიღება. ჩილას პირველი გოლი 1994 წელს ვნახე, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა, მაგრამ ბიძგი მას არ მოუცია. უბრალოდ, მომწონდა გოლების გატანა და ამიტომ მოვკიდე ამ საქმეს ხელი.
- როგორც ვიცი, ჩილავერტს ძალიან ეწყინა, რომ გაუსწარი...
- არა მგონია. ყოველ შემთხვევაში მაინც უდიდეს პატივს ვცემ. მას, რენე იგიტას და საერთოდ, ყველა გამორჩეულ ფეხბურთელს. ხალხი ფეხბურთს სწორედ იმის გამო უყურებს, რომ რამე არაორდინალური, თითქმის სასწაული ნახოს. მათ შეეძლოთ ასეთი საწსაულები მოეხდინათ. სწორედ ამიტომ ვაფასებ. ახლა ისევ იმ თემას უნდა შევეხო, რომელზეც წეღან ვრცლად ვისაუბრე. ფეხბურთი სპორტის #1 სახეობა სწორედ ამგვარი პიროვნებების გამოა და არა იმ დაკუნთული ტიპებისა, რომლებიც მთელი საათნახევარი დარბიან და იმპროვიზაციის უნარი საერთოდ არ გააჩნიათ და მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელ ფეხბურთში ამგვარი ტიპების ყოფნა აუცილებელია, მაინც ღრმად მწამს, მალე ტექნიკური, ლაღი, რომანტიული და ლიდერის თვისებებით დაჟილდოებული ფეხბურთელების დრო დადგება.
- შენს კარში თუ გაუტანია გოლი რომელიმე მეკარეს?
- (იცინის) კი. ეს ისტორია არ იცოდით?
- არა...
- არგენტინაში, "ველესი"-"სან პაულუს" მატჩში ხოსე ლუის ჩილავერტმა "დამაშამათა". ჟერ რამდენიმე საჟარიმო დამირტყა და ვერ გამიტანა, მერე კი პენალტიდან მაინც შემიგდო. მატჩის შემდეგ დავემუქრე, სამაგიეროდ ჟარიმას გაგიტან-თქო, მაგრამ გადამირჩა - მას მერე მოედანზე ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ.
- ისე, საჟარიმოს შესრულებისას დიდ რისკზე მიდიხარ, რადგან არის შანსი, რომ მეტოქემ ბურთი ჩაჭრას და დაუცველ კარში გოლი გაიტანოს...
- რა თქმა უნდა, რისკი არის, მაგრამ გამართლებული და აუცილებელი. ამის დასტურია, რომ მთელი ამ 15 წლის განმავლობაში მხოლოდ ორჟერ დავისაჟეთ და ისიც ჩემი ბრალი არ იყო, უბრალოდ დაცვა მოიშალა. ეს ჭკუისსასწავლებელი ამბავი პირველად 2002 წელს "ფლუმინენსესთან" 4:3-ზე მოგებულ მატჩში შეგვემთხვა. ზოგადად, როცა მე საჟარიმოს დასარტყმელად გავდივარ, "სან პაულუს" ნახევარზე ოთხი ფეხბურთელი რჩება. სამი ცენტრში რომ წრეა, იმის სიახლოვეს დგას, მეოთხე კი დაცვაშია, დაზღვევაზე. აპრობირებული მეთოდია, რა უნდა მოხდეს, რომ თუ თანაგუნდელები ასე დგანან, კარში დაბრუნება ვერ მოვასწრო. "ფლუსთან" კი ეს სამი ფეხბურთელი წამოსულა და შეტევაში გაუმაგრებიათ პოზიციები. შესაბამისად, გოლიც მივიღეთ. დიდი არაფერი, 4:2-ის მაგივრად 4:3 მოვიგეთ, მაგრამ გული მაინც დამწყდა, რადგან ასეც და ისეც გაშვებული გოლი მე დამბრალდა. მეორედ იგივე "სანტოსთან" დაგვემართა, მაშინ უკვე სისინიოს "ჩაეძინა".
- ერთხელ რაიმ თქვა, რომ შენ "სან პაულუს" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. ეთანხმები?
- არა, რა თქმა უნდა. ჩვენი კლუბი 70 წლისაა. ვისაც ამ ხნის განმავლობაში "ტრიკოლორის" მაისური მოურგია, ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და ყველას უდიდეს პატივს ვცემ. იგივე რაის კლუბისთვის ჩემზე მეტი აქვს გაკეთებული. ასე რომ...
- უკვე 38 წლის ხარ. კარიერის დასრულებას როდის აპირებ?
- ამაზე ფიქრი არ მსურს. მოვა დრო და დავასრულებ, მაგრამ ალბათ 4-5 წელს კიდევ გავქაჩავ. წინასწარ დაგეგმვას რა აზრი აქვს, როცა მივხვდები, რომ თამაში აღარ შემეძლება, წავალ.