დღეს იწყება შტატების ჩემპიონატები
ჩემი აზრით განსაკუთრებით საინტერესო იქნება რიოს შტატის ჩემპიონატი (კამპეონატო კარიოკა). ფლუმინენსესა და ფლამენგოს გამო. ერთი ჩემპიონია, მეორეში ბოლოს და ბოლოს რონალდინიო გადავიდა და საინტერესოა როგორ ითამაშებს. ფლამენგომ 31-ჯერ მოიგო ფლუმ 30 და ესაც დამატებითი ინტრიგაა. ვინც ყურებას აპირებს რო არ დაიბნეს ბარემ დავწერ როგორი ფორმატია. ცოტა გავს ამერიკული ლიგების ფორმატს მაგრამ გაცილებით უფრო ძველია ასე რომ მათგან გადმოიღესო ვერ იტყვი.
4 გუნდი განთესილია: ფლამენგო, ფლუმინენსე, ვასკუ და ბოტაფოგო. კენჭისყრით განთესილიები ხვდებიან 2 ჯგუფში (თითოში ორი) და ემატებათ სავარაუდოდ 6-7 არა განთესილი გუნდი. ასე რომ ერთ ჯგუფში ხვდება 8 ან 9 გუნდი.
1. ეტაპი. გუანაბას თასი. გუნდები ეთამაშებიან თავისი ჯგუფის ყველა გუნდს (ერთ წრედ). ნახევარფინალში გადიან ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასულები. შესაბამისად ნახევარფინალია A1-B2 და B1-A2. ნახევარფინალი ტარდება ნეიტრალურ მოედანზე (ძირითადად მარაკანაზე). თუ ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა ინიშნება პენლები დამატებითი დროის გარეშე. ფინალსაც იგივეს პრინციპი აქვს. გამარჯვებულს გადაეცემა გუანაბას თასი რაც ოფიციალური ტიტულია, თუმცა ნაკლებადპრესტიჟული.
2. ეტაპი. რიოს თასი. გუნდები ეთამაშებიან ერთ წრეთ ყველა იმ გუნდს რომელიც კენჭისყრით მათ ჯგუფში არ მოხვდა, მაგრამ ქულებს თავის ჯგუფში ირიცხავენ. ანუ საბოლოო ჯამში ყველა მაინც ყველას ხვდება, ოღონდ ქულებით მარტო შენ ჯგუფში მყოფ გუნდებს ეჯიბრები. შემდეგ იგივე A1-B2 და B1-A2 და ფინალი. გამარჯვებული ეუფლება რიოს თასს.
3. ეტაპი. დიდი ფინალი. გუანაბას თასის და რიოს თასის გამარჯვებულები ერთმანეთს ხვდებიან ორ წრედ (სახლი და გასვლა). გამარჯვებული რა თქმა უნდა რიოს ჩემპიონია.
თუ მოხდა ისე რომ გუანაბას და რიოს თასიც ერთმა გუნდმა მოიგო მაშინ დიდი ფინალი არ ტარდება და ესეთი გუნდი ავტომატურად ცხადდება კამპეონატო კარიოკას გამარჯვებულად.
თუ ერთი წაკითხვით ვერ გაიგეთ რა ხდება არ დაითრგუნოთ თავიდან ყველას ესე მოსდის