მარტო გოლის შემდგომი ემოციის გამო ღირდა ბრაზილიაში დაბრუნება

მოდი ბარემ მთლიანი სტატია დავაკოპიროთ

"მახაჭყალის "ანჟის" თავკაცმა გაჯი გაჯიევმა განაცხადა, რომ მის გუნდში ახალწვეული ბრაზილიელი მცველის რობერტო კარლოსის მაღალი ხელფასის გამო კონფლიქტი არ წარმოიშვება. გაჯიევის თქმით, მოთამაშეებს არ სჭირდებათ ახსნა, რომ პიკასოს სურათი უფრო ძვირი უნდა ღირდეს, ვიდრე "რომელიღაც ვასია პუპკინის".
გაჯიევმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამის ახსნა ფეხბურთელებისთვის მას 90-იან წლებშიც დასჭირდა, თუმცა ამჟამად რუსულ ფეხბურთში ეს პრობლემა არ დგას.
"ანჟის" მწვრთნელმა დაადასტურა, რომ 37 წლის რობერტო კარლოსის მოწვევის ინიციატორი კლუბის ახალი მფლობელი სულეიმან კერიმოვი იყო. გაჯიევის თქმით, ამ მოთამაშის გადასვლაში როლი 60 პროცენტით იმიჯმა ითამაშა, 40 პროცენტით კი სპორტულმა დონემ.
გაჯიევმა თქვა, რომ ნახა ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩები რობერტო კარლოსის მონაწილეობით, როდესაც ფეხბურთელი "კორინთიანსში" თამაშობდა. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ თავის ყოფილი კლუბში მცველი ერთერთი წამყვანი მოთამაშე იყო.
რობერტო კარლოსმა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონია "ანჟისთან" კონტრაქტს ხელი მიმდინარე თვეში მოაწერა. წარსულში მცველი ბრაზილის "უნიაო სან-ჟოაოში", "პალმეირასში" და "კორინთიანსში", მილანის "ინტერში", მადრიდის "რეალში" და სტამბულის "ფენერბახჩეში" თამაშობდა.