MrFenixმეც იგივე შეკითხვა გამიჩნა.. ვინ ამჟამინდელ ნაკრებში სხვა?
ერთადერთი კაკას ჰქონდა შანსი მარა 2 თამაშით უკვე გაასწრო რობინიომ
ასე რომ კოპა ამერიკაზე უეჭველი ეგ იქნება კაპიტანი და შეიძლება 2014-შიც

ხო სიახლენი..

სიახლე #1
განსო: “მომავალ სეზონში მილანში ვითამაშებ”
ბრაზილიური “სანტოსის” ახალგაზრდა ნახევარმცველი განსო, ზაფხულიდან კარიერის გაგრძელებას ევროპაში აპირებს.
“ჩემი გეგმა ასეთია: მინდა მოვიგო 2011 წლის ლიბერტადორესის გათამაშება და შემდეგ ევროპაში გადავიდე სათამაშოდ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში, ერთ-ერთ მილანურ გრანდში ვითამაშებ. “სანტოსი” ჩემი ტრანსფერის სანაცვლოდ, 50 მილიონ ევროს ითხოვს. ეს თანხა რეალობას ცდება, მაგრამ ჩემი აგენტი ყველა პრობლემას მალე მოაგვარებს”- ციტირებს 21 წლის განსოს Sky Sports-ი.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=16808&lang=1ყველაზე ბრაზილიური გუნდი ხდება მილანი ნელ-ნელა

(გრანდებს შორის რა თქმა უნდა) და ჩემი ანტიპატია ამ კლუბისადმი თანდათან ქრება

სიახლე #2
“ჩელსი” ნეიმარში 30 მილიონს გადაიხდის
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები, ბრაზილიური “სანტოსიდან” ნეიმარის შეძენის იმედს არ კარგავენ.
Sunday express-ის ცნობით, “არისტოკრატები” ახალგაზრდა ფეხბურთელში 30 მილიონი გირვანქის გადახდას აპირებენ.
“ჩელსი” ნეიმარის შეძენას ზაფხულშიც ცდილობდა. მაშინ რომან აბრამოვიჩი 22 მილიონ გირვანქას იხდიდა, თუმცა ეს თანხა “სანტოსს” ეცოტავა.
ნეიმარს, რომელმაც ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებულ გათამაშებაში, 31 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა, “სანტოსთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=16811&lang=1არ არის ამ ბიჭის ადგილი რომან ინგლისში რით ვერ გაიგე..

ეს უნდა წავიდეს ესპანეთში ან იტალიაში
This post has been edited by beqa331 on 21 Feb 2011, 15:35