და ინისტა ნახე აქ მარტო ისეთი, რომელიც საერთოდ არაა ამ სიაში შესაყვანი?

ინიესტას ხმებიც არ ა ქვს დაგროვებული, მაგრამ აი ფორლანში რა ნახეს ასეთი ამ ხ ალხმა, არ მესმის. ჯერ მსოფლიო ცემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მაგის დასახელებაც ხომ შეცდომა იყო და ახლა, მაგ ე რთი შეცდომის გამო (ანუ მსოფლიო საუკეთესოდ რომ დაასახელეს) II უფრო დიდი შეცდომა უნდა დაუშვან?

და ვისაც აინტერესებს თუ რატო არ იმსახურებდა ფორლანი მსოფლიოს, იქნებ გაიხსენოს, რომ ყველა წესით და სამართლით ურუგვაი 1/4 ფინალს არ უნდა გაცდენოდა, თუმცა შემდეგ 1/2 ფინალშიც და 3 ადგილისთვის მატჩიც ორივე წააგო. ფორლანი ნამდვილად იყო ურუგვაის ლიდერი, მაგრამ საწაული არაფერი გაუკეთებია, გუნდი იყო მთლიანად კარგი. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი კი ცალსახად იკერ კასილასი იყო, რომელსაც ფლეი-ოფში საერთოდ გოლი არ გაუშვია, პენალიც მოიგერია, რთული დარტყმებიც და 1-1-ზე რამდენჯერაც გავიდნენ, იმდენჯერ აჯობა თავდამსხმელს.
სნეიდერზე უფრო მეტად კი ჩემი აზრით მესი იმსახურებს. მაგის საკლუბო სეზონი ერთიანად ფარავს სნეიდერის საკლუბო და სანაკრებო სეზონსაც. მითუმეტეს მესის მეტ-ნაკლებად უფერული მსოფლიო მთლიანი გუნდის ბრალია და არა მესის და პირიქით, სნეიდერის გასვლა ფინალში პირველ რიგში სწორედ მისი გუნდის დამსახურებაა, რომელშიც სნეიდერის მნიშვნელოვანი წვლილიცაა რასაკვირველია შეტანილი. თუმცა მთავარი მაინც ერთიანმა გუნდმა გააკეთა და არა რომელიმე ერთმა ფეხბურთელმა.