რამოსი გუშინდელის გამო კიდე უფრო შემიყვარდა
არაფერი არაკაცური არ უქნია
ფეხბურთი ფეხბურთელებისთვის არის ცხოვრება და კაკრას ტაბლოზე დაწერილი ანგარიში და მოედანზე მიმდინარე მოვლენები უნდა იყოს მაგათი რეაქციების წინაპირობა
ნერვოზული ბარათები გუშინ სხვებმაც მიიღეს და მადლობას ვუხდი მაგისთვის
მე იმ ხალხს ვინც ამბობს რო ფეხბურთელებს ###ზე ეკიდათო არ ვეთანხმები
უბრალოდ ისე განვითარდა მოვლენები რო იმაზე მეტის გაკეთება რაც გააკეთეს არ გამოუვიდათ
გუნდის სიყვარული რომც არ იყოს ფეხბურთელში ბავშობიდან ჩადებული შენ რო გადადიხარ გუნდში იმ გუნდის ნაწილი ხდები და გუნდის წაგება შენი პირადი წაგებაცაა
უბრალოდ ტემპერამენტი ყველას განსხვავებული აქვს და რთულ სიტუაციაში ყველა განსხვავებულად გამოხატავს ემოციებს
***
ბარსა ძაან ძლიერია
პირველი ტაიმი რო დამთავრდა მე ვთქვი რო საყრდენის დამატებაა მეთქი საჭირო
ვფიქრობდი რო თუ თამაშს დავასტაბილურებდით გოლების გატანა შეიძლებოდა მოგვეხერხებინა
დაამატა საყრდენი მაგრამ რამოდენიმე წუტიანი პრესინგით დამთავრდა ყველაფერი იმიტო რო როგორდ მთელი გუნდით დაცვის დროს გვარღვევდნენ ეგრევე გაგვარღვიეს პრესინგის დროსაც
არ ვიცი რა ან ვინ უნდა დავამატოთ რო ამ გუნდს მოვუგოთ
***
ხო და მე მიყვარს რეალი და ყოველთვის მეყვარება უარესი ანგარიშითაც რო წააგოს და რო ვუკვირდები ძაან მაგარია

გუშინ მირზაანიდან რო გამოვედით ლაპარაკის თავი არ მქონდა მარა ვიღაცამ ალა მადრიდ დაიძახა და მერე რამოდენიმე წამიანი მონაკვეთი ვიყვირეთ რეალის გულშემატკივრებმა და როგორც რამოსმა გამოიჯახუნა კარი ეგრე გამოვიჯახუნეთ ჩვენც ჩვენი გამოსაჯახუნებელი პატარა კარები

ერთი მხრივ ძაან დაღლილი და დემორალიზებული ვარ მაგრამ თან რაც შეიძლება მალე მინდა რო მომავალი თამასი ვნახო
იმედი მაქ რო შეძლებენ შოკიდან გამოსვლას და საჩემპიონო ბრზოლასი სხვაობა უფრო არ გაიზრდება მომავალ კლასიკომდე თუ ვერ შევამცირეთ
ალა მადრიდ!