არც მთლად ასეა საქმე.
გადახედე ევროპა ლიგაზე მოასპარეზე იტალიური გუნდების შემადგენლობებს იტალიის ჩემპიონატში და შემდეგ ევროპა ლიგაზე, 7-8 ძირითადის ფეხბურთელი (რომელიც იტალიის ჩემპიონატში მუდმივად თამაშობს), თითქმის ყოველთვის ჰყავთ ევროპა ლიგაზეც ძირითად შემადგენლობაში, ნაწილი კი შეცვლაზე გამოდის ხოლმე მატჩის მიმდინარეობისას, ანუ შემადგენლობებზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ ევროპა ლიგას იკიდებენ, არასწორია.
მეორეც, თუ დაკიდება უნდათ, რატომ პირდაპირ მეორე შემადგენლობას არ გამოიყვანენ? ამით ხომ გარკვეულწილად გაამართლებდნენ წაგებას და ევროპა ლიგის "დაკიდება" უფრო თვალნათლივ გამოჩნდებოდა
რატომ ათამაშებს სამპდორია თავის ლიდერს პაცინის, თუ კიდია?
რატომ ათამაშებს იუვენტუსი ყინვაში და თოვლში, ძირითადის საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს, თუ კიდია? ამით ხომ მათი ტრამვის ალბათობა იზრდება?
რატომ თამაშობს პალერმოს უდავო ლიდერი პასტორე სულ? თუ მასაც კიდია, რატომღა იბრძვის, ნერვებს ვერ თოკავს და აგერ უკვე მეორე გაძევებას იმსახურებს? ვისაც კიდია, ხომ ასე არ იქცევა?
მეორეც, ერთი მიზეზი მითხარი, რატომ უნდა ეკიდოთ ამ გუნდებს ევროპა ლიგა? ძალიან ბევრი თასი აქვთ და ზედმეტი აწყენთ?
თუ სულ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ტრიალებენ და ევროპა ლიგას უკადრისობენ?
განა მათ ინტერესებშივე არ არის, იტალიამ 4 საგზური შეინარჩუნოს და უფრო მეტი შანსი ჰქონდეთ ლიგაზე მოხვედრის?
კი პატარა პრემიებია ევროპა ლიგაზე, მარა მაინც ხომ ფულია, თანაც რაღატომ იკლავენ ევროთასებზე მოხვედრით, თუ აქ "იკიდებენ".
ეგრე შემადგენლობის როტაციას გერმანული გუნდებიც აკეთებენ ევროპა ლიგაზე, მაგალითად ბაიერი და შტუტგარტი ხშირად ასვენებდა ამ ტურნირზე, ბუნდესლიგაში ძირითადის ხალხს.
ასე, რომ არანაირი რეალური საფუძველი არ ჩანს იმისა, რომ იტალიური გუნდები სპეციალურად არ თამაშობენ ამ ტურნირზე