მესის 15 გოლი და 8 საგოლე პასი უკვე (გასულ სეზონში 10 საგოლე პასი ქონდა ჩემპში)
რას შვრება ეს კაცი :|
პირველ ტაიმში რომ მესიმ ითამაშა ჩემთვის მესი ხელახლა და სხვანაირად აღმოვაჩინე

შეტევას ორგანიზებას უკეთებდა, პრესინგი და ბურთის ართმევა ტრადიციულად. მეორე ტაიმში უკვე უფრო ,,მესური" ითამაშა და ,,მარადონას რივოკით" გაიტანა

პედრო რა პასებს აკეთებს წელს, დღეს არ დაუფასდა სუპერპასები მარა არაუშავს, კილერმა თავისი გოლი გაიტანა და ტრადიციულად გუნდზე იმუშავა
ვილია მესის რა პასებს უკეთებსსს

მაგარი იყო, სანამ ეგრე თამაშობს ცოდვაა უარყოფითი ვეძებო :| ისე ოსასუნამ კარგად დაიჭირა მომენტი, ჩამოგვიყვანეს

ვილიაზე გაარტყეს და მარტო 3:0 წააგეს

ასევე უნდა ვთქვა რომ მეტ ბრძოლას მოველოდი მაგრამ ვერა, თუმცა უნდა ვთქვა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კორექტული გუნდი რაც ვნახე წელს, სიტყვაზე მესის ეგონა აი ახლა ჩამცხებენო აი ახლაო მარა არც უცდიათ (იქ ერთი ყვითელი არ ითვლება ბუსკეტსზე

არ უხეშობდნენ საერთოდ რა)
პირველი ტაიმის შეცდომები მეორეში მართლა გააქრო გვარდიოლამ, ალვეშმა საერთოდ არ დაკარგა ბურთი და პიკე ,,დაწყნარდა" და პოზიციურად სწორად თამაშობდა
პუიოლს დაცვის საუკეთესოდ ვთვლი და აბიდალს არანაკლებად, ორივემ უნაკლო თამაში იყო
ბუსკეტსმა ბევრი იმუშავა, ძალიან ბევრი, მაგრამ ბურთის კარგვას ვერ ეშვება ზოგჯერ

. როგორც საყრდენი ექსელენტე იყო
ინიესტა კაშკაშა ჩემი აზრით, კაი იქნებოდა გაეტანა. მარა სადაა ეგრე ,,ყნოსვა" აკლია გოლზე

, ხავიმ თავისი საქმე გააკეთა, დიდად არც გამოუდვია თავი
M V P (მესი ვილია პედრო) ისევ უნდა ვთქვა, საოცარი თავდასხმაა, უმწვავესი, არ მეგონა ამ სამ ფეხბურთელზე ამას თუ ვიტყოდი

მარა მაოცებენ რა, ყველა მეტს აკეთებს ვიდრე მეგონა რომ შეეძლოთ (2010 წლისთვის)
მგონი რამდენი რეკორდი დავამყარეთ
7 მოგება გასვლაზე - ყველა დროის რეკორდი
ბოლო 4 თამაშში მოგება (ბურთებს თუ დავთვლით) ასევე საუკეთესო 4 მატჩიანი სერიაა ისტორიაში
თამაშიც საკმაოდ ,,ინტენსიური" იყო, არაუშავდა, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ბარსამ გატეხა და ადვილად მოუგო : (

იხ რას ვწერ და ვწერ რა.