ჟაირზინიომ 40 წელია განსხვავება და 70 წლის ნაკრებს როგორ შევადაროო
მაგრამ

70 წლის ჩვენი ნაკრები ჯობიაო ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონთა ნაკრებს
აი ბარსაზე არ ვიციო

ვერ შევადარებო
,,არ გამიხარდებოდა პუიოლთან შეხვედრა" ვინ ამბობს ამას, თვით ჟაირზინიო, ამაზე მაგარი დრიბლინგი არავის ქონია საერთოდ :| გუნდში ყველაზე ნაკლებად ტექნიკური ჩანსო, მე კი ასე არ ვფიქრობო. გრუზავიკივით არისო

საკი ,,ეს ბარსა წარუშლელ კვალს დატოვებს ფეხბურთის ისტორიაში"
მაურინიო კი გამოიტანს აუცილებლად დასკვნებსო მაგ წაგებიდან
ორი თანაბარი გუნდი იყოო, თანაბარი ინდივიდუალისტებით და ნახე გვარდიოლამ რა ქნაო
ორივე ჩემი მეგობარია და ორივეს თამაშამდე სმს მივწერეო, აბა ბიჭებო მაგარი თამაში მანახეთო და გვარდიოლამ მიპასუხაო ,,ასეც იქნება, პირადად მე ჩემი გუნდის სახელით ამის გარანტიას გაძლევ"

განსხვავება ისაა რომ კრისტის ბარსაში არავინ ეთამაშება ,,განსაკუთრებულად" პერსონალურად, არც პედრო-ვილიას გააწამებენ დაცვაშიო - ისე ეთამაშებოდა რეალს როგორც ნებისმიერ სხვა გუნდს, თავისი თამაში აინტერესებს და მორჩაო
და მესის და კო-ს ამავე დროს არ ,,ეძინაო" მინდორზე
რეალი დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში ეპიკ-გუნდურ თამაშებს გვანახებსო (კი გვანახებდა აქამდეც პრინციპში)
როცა ბარსა ფორმაშია მოწინააღმდეგენი ძეგლებივით არიანო

ვერაფერს აკეთებენ
იდეალური სიმფონიაა გვარდიოლას გუნდის თამაშიო
ყველა უტევს და ყველა თავს იცავსო, მინიმალურია რგოლებს შორის დისტანცია. ბარსა არამარტო ბურთითაა კარგი (რაც ყველამ იცის) არამედ უბურთოდ
გვარდიოლას და მის შესანიშნავ ჩემპებს ყველა კარგი ფეხბურთის ფანი მადლობას უნდა უხდიდესო ასეთი თამაშებისთვის
მადლობ საკი
მეორე კორიფე
მენოტი ,,მსოფლიოს ყველა მწვრთნელი, ისინი ვისაც ყველაზე დიდი სახელი აქვთ ,,დაგდებული" ოცნებობენ ითამაშონ ასეთი ფეხბურთი"
მაგრამ ზოგ-ზოგიერთიო, ვისაც ეს არ შეუძლიაო, თავს უსუსურად იმართლებსო და ამბობს ,,ჩვენ უფრო ვერტიკალურები ვართ ან რამე ასეთი" (მაურინიოს გულისხმობს)
რასაც ბარსა თამაშობს ზოგს ადვილი გონიაო, ამისი მიღწევა ურთულესიაო
და ყველაზე მნიშვნელოვანი არისო ,,დე-კულტურიზაცია" იმ სტილისა, რომელიც ძირითადად იტალიიდან წამოვიდაო
და მადლობაო რომ ასეთი სტილი გაქვს ბარსაო
მადლობ მენოტი
მარა შენ და საკი აზრზე არ ხართ, დაბერდით და ჭკუიდან გადახვედით!
ალან სიმონსენი ,,ჩემი აზრით ეს უნიკალური გუნდია და არავისთან შეიძლება შედარება. გვარდიოლამ საუკეთესო ინდივიდუალისტებისგან საუკეთესო გუნდი გააკეთა. როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. რთულია ისეთი თამაში კიდევ ვნახოთ რაც ბარსამ რეალთან აჩვენა"
პედრომ რაც უპასუხა კრისტის...ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია ყველაფერი სახეზე ეტყობა
მიმაგრებული სურათი