“იუვენტუსი” ახალგაზრდა სექტორის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.სორენსენისა და კამილიერის დებიუტი უკვე შედგა, ფაქტია, რომ ჯოვანი როსისა და ჯოვანი ბუკაროს პრიმავერა მართლაც ნიჭიები ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.მაროტამ და პარატიჩიმ სანდო პიროვნებებს სპეციალური დავალებები მისცეს, მათ ახალგაზრდებზე დაკვირვება ევალებათ, რათა აღმოაჩინონ ახალი დელ პიერო.
მაროტა ამბობს : “ახალი პატო და კაკა კიდევ არსებობენ, მთავარია ახლა ავიყვანოთ ისინი და არ დაველოდოთ დროს, როცა მათი ფასი 30 მილიონი გახდება.კრასიჩის სახელი ჩემს პირად ალბომში ჯერ კიდევ მაშინ ეწერა, როცა იგი U21 ნაკრებში თამაშობდა.მთავარია ახალგაზრდა ფეხბურთელზე სწორად მოიძიო ინფორმაცია.”
“იუვენტუსი” აქცენს განსაკუთრებით ბრაზილიელ ფეხბურთელებზე აკეთებს : “ამჟამად ჩვენ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელით ვართ დაინტერესებული, პირველი განსო – ცენტრალური ნახევარმცველი და ფორვარდი ნეიმარი, ორივენი სანტოსის ფეხბურთელები არიან.”
აი როგორ ახასიათებს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მანო მენეზეში განსოს : “ჩემპიონატის პირველი ნაწილი განსომ საოცრად ჩაატარა.ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია.”
რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, ბებერი ქალბატონი “ბაზელის” ნახევარმცველს, ჯერდარ შაქირის ( 19 ) აკვირდება, ასევე მილან მილანოვიჩს ( 19 ), რომელსაც მოსკოვის “ლოკომოტივთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.La Gazzetta Dello Sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა უკვე მიაღწია შეთანხმებას “კრემონეზეს” შუახაზელთან, ალესანდრო ფავალისთან ( 18 ).ასევე ბიანკონერებს სურთ 15 წლის პერსპექტიული კარის დარაჯის, ლეონარდო ჩიტის შეძენა, რომელიც ამჯამად “ლუკეზეში” გამოდის.
საერთო ჯამში, მაროტამ და პარატიჩიმ უკვე აღმოაჩინეს ორი შესანიშნავი მცველი, სორენსენი და კამილიერი.ტურინულ გრანდში დებიუტი ჰქონდათ ჯანეტის, ლიბერტაცისა და ბონიპერტის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ვარსკლავების აღმოჩენა შორეულ ბრაზილიაშიცაა შესაძლებელი.
მიმაგრებული სურათი