ვა რა ემოცია იყო ეს , რა შეგრძნება, აფექტი დამემართა უკვე თავს რო ვერ აკონტროლებ და უბრალოდ ემოცია რო მიშვებული გყავს თავის ნებაზე
რაც შეეხება თამაშს:
სტორარი- ძაან მანდრაჟში ჩაატარა მთელი თამაში, ის გაშვებული გოლიც მის სინდინსზეა, გოლსაც შევეშვათ და გუნდს მოგება ჭირდება დრო გადის და ეს აუღელვებლად ემზადება ბურთის თამაშში შესაყვანად(ერთ მომენტში სტადიონმა შტვენა დაუწყო ამის გამო ) , არანაირი მუხტი არანაირ ემოცია გუნდს რო გადასდოს, აი ამიტომ ჭირდება ჯიჯი იუვეს , გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჯიჯის არ ყოფნა, სტორარი არის უბრალოდ კარგი სტაბილური მეკარე და ვსიო, ჯიჯი გვჭირდება ჯიჯი თუ რამეზე გვინდა პრეტენზია განვაცხადოთ
დაცვასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს ხუთიანზე ითამაშა ყველამ, კიელინის გამოვყოფ განსაკუთრებით და არა გოლის გამო, ყველა ორთაბრძოლა მოიგო აბსოლიტურად , ერთადერთი სტანდარტულიდან გაშვებული გოლი და ისეც აურზაურში, დაცვამ ითამაშა მშვენივრად ლაციოს ფაქტიურად სხვა მომენტი არ ქონია.
კრასიჩი

გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა , საგოლე შეტევა მის გარეშე ფაქტიურად გამორიცხულია, უმაგრესი ფეხბურთელია, ბრავისიმო კრასიჩ
აკვილანი--- ეს ბოლო ორი თამაშია რაღაც ჭირს ამ ბიჭს , მგონი ტრამვა აწუხებდა ბოლოს გამოცვალეს კიდეც, არაფერი გაუკეთებია მოედანზე ფაქტიურად
მელო---- არცერთი წაგებული ორთაბრძოლა, ლაციოს მობილური ნახევარდაცვის (რომელიც წელს ერთერთი საუკეთესოა)გადათელვა , მშვენიერი გადაცემები, იქ პეპე შეატოვა თითქმის ერთი ერთზე, ძალიან მახარებს მელოს ესე მომატება, გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა
მარკიზიო-- ამოვარდნილი იყო ერთი თამაშის პაუზის მერე გუნდის სქემიდან, მაგრამ ნორმალურად ითამაშა საერთო ჯამში
კუარელა---- არაფერი გაუკეთებია მთელი თამაში, ძალიან ცუდად ითამაშა
იაკვინტა------ ამაზე რა საქებარი სიტყვებიც წინა თამაშში ვთქვი ამ თამაშში ერთიანად წაშალა ის შთაბეჭდილება, აბსოლიტური ნოლი იყო მოედანზე, მერე მთელი თამაშში რაღაცით ან ვიღაცით უკმაყოფილო იყო გეგონება ვიში კლასის ფორვარდი იყოს და პასი დაუგვიანეს , იშრომე რა შე სირო მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი არ გაქვს და ისეც არ გააკეთა გუშინ,
სისოკოს კარგი პასი უნდა ავღნიშნო, მაგრამ მაინც იგივე აზრზე ვრჩები ეგ ფეხბურთელი არის მოსაშორებელი
დელნერის საღოლ იმის გამო რო გუნდს ძლიერი ფსიქოლოგია ჩამოუყალიბა
შემდეგ ტურში როგორც ვატყობ სერიოზული დანაკლისი გვექნება, იმედია აკვილანის ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდება და შეძლებს გასვლას მოედანზე, მელო არ იქნება ეს უკვე ცნობილია, ეს ბოლო ტური როგორმე უნდა გავიჭირვოთ და მოვიგოთ, გადავაგოროთ , ამ ბოლო თამაშში ყველამ 110% უნდა დადოს მოედანზე და 3 ქულა წამოვიღოთ კიევოდან, რომელსაც საკმაოდ ძლიერი გუნდი ყავს და განსაკუთრებით გრანდებთან ინდომებენ
This post has been edited by Levani_ls_ on 13 Dec 2010, 10:02