თემქელი ვართ ჩემეეეე

შენ სადანე ცხოვრობ აბა დსმა
* * *
"ემირეითსი" გარედან, მისი ტრიბუნები და არენა თითქმის ყველას გვაქვს ნანახი, მაგრამ ამ დიდებულ სტადიონს აქვს, ასე ვთქვათ, გარეშე თვალისთვის მიუწვდომელი ადგილები, რომლებიც არსენ ვენგერის მოთხოვნებით გაკეთდა. თუმცა მანამდე, რათა კონტრასტი თვალშისაცემი იყოს, გეტყვით რომ "ემირეითსი" ალბათ ყველაზე კომფორტული არენაა მთელს მსოფლიოში. ტრიბუნების გარკვეული ნაწილის იატაკი თბება, ამიტომ ზამთარში შეგიძლია ფეხშიშველიც კი დაჯდე. დაუჯერებელია, მაგრამ ბრმებისთვისაცაა რამდენიმე ადგილი.
შეიძლება იფიქროთ, რომ ლამის სამოთხეა და არა სტადიონი, მაგრამ ეს ყველაფერი როდია. არა, მაყურებელს არავინ ჩაგრავს, ჩაგრავენ მოწინააღმდეგე გუნდს, თანაც ისე, რომ "არსენალ" ვერავინ ვერაფერში შეედავება. ყველაფერი მუსიე ვენგერის ესკიზებითაა გაკეთებული. "არსენალი" გასახდელი ოვალურია, როგორც დადებითი ენერგიის მქონე ფორმა, ხოლო სტუმართა გუნდის კვადრატულია, როგორც მკვეთრად უარყოფითი აურის მატარებელი.
ეშმაკ ვენგერს ყოფითი უხერხულობების მრავლად გაუმზადებია სტუმართათვის. ავიღოთ თუნდაც ისეთი ნიუანსი, როგორიცაა გასახდელში მაგიდის სიმაღლე, "კანონირთა" გასახდელის ცენტრში მდგარი მაგიდა ყოველმხრივ მოსახერხებელია, ხოლო სტუმართა მაგიდა იმდენად მაღალია, სავარძლიდან თუ არ წამოიწიე, მწვრთნელსა და თანაგუნდელებს ვერ დაინახავ.
"არსენალის" გასახდელში ტახტებს ფეხების დასაწყობი ტყავის ბალიშები აქვთ, მეტოქისას - არა. იგივე მდგომარეობაა გასახდეელებში ფიზიოთერაპიული ტახტების მხრივაც. რაც შეეხება საშზაპეთა იატაკს, "არსენალის" სპეციალური, ფეხების გაცურების საწინააღმდეგო საფარიანი შორენკეცითაა მოპირკეთებული, რაც დაცემას და ტრავმას, თითქმის გამორიცხავს, ხოლო სტუმრებს კისერიც უტეხიათო.
გათბობას მივუბრუნდეთ. ჰოდა, მასპინძელთა სათადარიგოთა სკამი "თბილ ტრიბუნაზეა" მიერთებული, სტუმარი გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელები კი იყინებიან.