მაგარი კაიფია თამაშია
ტაქტიკური თვალით

თუ შევხედავთ ძალიან საინტერესო რამეები ხდება, თითქოს ორივე გუნდი ,,მოხრჩობას" თამაშობს ნახევარდაცვაში და ორივე სწრაფი კომბინაციით აპირებს მეტოქეს დარტყმა მიაყენოს. იმათ მოგება უნდათ, ამათთვის პრინციპულია უკვე

და არ თმობენ, ბურთისთვის საკმაოდ დიდი ბრძოლა მიდის, მიუხედავად იმისა რომ ბარსას აქვს თითქმის სულ
გვარდიოლას ძალიან ძალიან ბევრი საფიქრალი აქვს რომ ,,გასაღები" უნახოს ასეთი სტილის გუნდებს. საჯარიმოში საერთოდ არ შეგვასუნინეს, არც ფლანგებზე. უშორესი დარტყმები იყო მხოლოდ და ალბათ ყველაზე მეტი შესაძლებლობა გოლის გატანისა მაშინ ექნება ბარსას როცა სტანდარტულია - შეეხო ერთს, მოხვდა მეორეს, მიუვიდა მესამეს და გოლი.
ნუ ფორვარდების გარეშე დავრჩით, ბოიანს მაინც არ გაანძრევდნენ ჩემი აზრით, აი ჟეფრენი, ტარანის ტიპის შემტევი ასეთ გუნდებთან უდიდესი დანაკლისია, მისი გასვლისას ბარსას შეტევა დამთავრდა კიდეც. იქამდე რაღაც გააზრებულად ცდილობდნენ ეპოვნათ სივრცე და იმის მერე ქაოსია და შემთხვევითობა. თან ვ. ვასკესი უსუსტესი შემცვლელია, სირცხვილია მართლა მაგის შეყვანა განაცხადში, თან გყავს სხვა.
5 მცველი და 5 ნახევარმცველია ახლა მოედანზე ბარსადან.
ნუ კარგის მხრივ საინტერესო ისაა რომ ბუსკეტსია ბოლო მცველი და 3 მცველია
ბუსკეტსი
პიკე-ფონტასი
დანარჩენი ნახევარდაცვა, მაქსველი-ადრიანო ფლანგებზე და ერთადერთი სახიფათო წინ - ტიაგო, რომელიც ცდილობს რამე ქნას შეტევაში მარა ერთი კაცი შვიდთან ნამეტანი უთანაბროა.
მოკლედ იყვირონ ბურთი გვაქვს ისა გვაქვს ესა გვაქვს რუბინი და ასეთი ტაქტიკა ბარსას გაჭირვებაა
მესი ჯობია არ შემოიყვანოს

, ნუ თუ ,,გაუვარდა დრიბლინგი" შეიძლება შექმნას, მაგრამ ასეთი ტიპის გუნდთან უფრო ჭკვიანური რამის მოფიქრებაა საჭირო ვიდრე ერთი კაცის ინდივიდუალური ,,გავარდნა".
ფუ ნერვები მეშლება ჟეფრენზე, რა ჭირს კი მარა სულ ტრავმები. მისწრებაა ასეთი სტილის გუნდებისთვის, ეს ადრეც გვინახავს რომ ჟეფრენი თამაშობს ასეთებთან, მჭიდრო თამაშებს, ფორთხიალობს წვალობს ზოგჯერ, მაგრამ ,,სივრცეებსაც ხსნის" და დისონანსი შეაქვს დაცვაში, ვინაიდან იმპულსურია.
ღიმილით ვუყურებ თამაშს, თან დროც რომ გაყავთ იმათ, თან ბარსამ დიდად რომ არ იცის რა უყოს, უვლის უვლის კატა თაგვს მაგრამ არ იცის როგორ ჩაავლოს

არ გაგვექცნენ და პიკეს ყვითელი არ აკიდონ თორემ გვარდიოლა მოსაკლავი იქნება. ა, პიკეზე, რაც სახიფათოს მსგავსი მომენტი იყო ისევ პიკე რომ ჩავიდა, მოკლედ გაუშვან ეს წინ