http://worldsport.ge/Read.aspx?news=15117&lang=1“დორტმუნდის” გამაოგნებელი დაბრუნება


გერმანიის ბუნდესლიგის მეორე წრე ტურის და ზოგადად ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრით განახლდა. “ლევერკუზენმა” “ბაიარენაზე” ლიდერ “დორტმუნდს” იმ იმედით უმასპინძლა, რომ ათქულიან ჩამორჩენას შვიდამდე დაიყვანა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში, ექვს წუთში სამი გოლი გაუშვა და კონკურენტს 13 ქულით დაშორდა.
მასპინძლებს გამარჯვების იმედს ისისც აძლევდათ, რომ მიმდინარე გათამაშების სასტარტო შეხვედრაში, მათ დორტმუნდში 2:0 იმარჯვეს, მაგრამ ახლა სტუმრებმა დრულფასოვანი რევანში აიღეს. თამაში სწრაფ ტემპში, ყოველგვარი დაზვერვის გარეშე დაიწყო. სტუმრები პირველივე წუთებიდან აგრესიულები ჩანდნან და ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ბენდერის თავური ძელმა აისხლიტა, არადა ადლერს გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. მასპინძლებმა სახიფათო მომენტით მე-11 წუთზე უპასუხეს, როდესაც კისლინგი ვაიდენფელერის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ სანამ ბურთი დაამუშავა მცველმა დაბრუნება და ფეხებში ვარდნით დარტყმის კუთხურზე მოგერიება მოახერხა. მთლიანობაში, დორტმუნდელები უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს. სუბოტიჩის გადაცემის შემდეგ, ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ადლერს ვერ აჯობა, მალე მისი დარტყმული მცველის ფეხმა აისხლიტა და კარს ოდნავ ასცდა.
შედეგად, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობა გოლად მეორე ნახევრის დასაწყისშივე აქციეს. 49-ე წუთზე სტუმრებმა აუტიდან ბურთი პირდაპირ მეკარის საჯარიმოში ჩააგდეს, საჰაერო ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და თითქმის უწყინარ სიტუაციაში შვაბმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა. მან ბურთს ფეხი ააცილა და ის ხელზე მოხვდა, თუმცა, სანამ სანამ მსაჯი ჩასტვენას მოასწრებდა, მის ზურგს უკან მარტო დარჩენილმა გროსკროიტცმა ახლოდან გაიტანა. 53-ე წუთზე კომბინაცია ვაიდენფელერმა წამოიწყო, ლევანდოვსკიმ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ცენტრალური მცველები შეცდნენ, ფრიდრიხს გროსკროიტცი გაექცა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საჯარიმოს ხაზიდან ადლერს აუღებელი დაურტყა. განახლდა თუ არა თამაში, მასპინძელთა მცველებმა ერთხელაც შესცოდეს, ამჯერად გროსკროიტცმა ასისტენტობა იკმარა, მეკარესთან პირისპირ ამჯერად გეტცე დარჩა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
სტუმრებმა საქმე მოამთავრეს და საკუთარი კარის სიახლოვეს დაიხიეს. მათ ერთი-ორი ჩხვლეტა განახორციელეს, მაგრამ ინიციატივას მაინც “ლევერკუზენი” დაეუფლა და მე-80 წუთზე, აუგუსტოს მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს შორეულ ძელთან ნახტომში კისლინგი მიწვდა. ანგარიში შემცირდა და მალე მასპინძლებს მეორე გოლის გატანის შანსიც მიეცათ, მაგრამ ვერ იხეირეს და ლოგიკური მარცხი განიცადეს.
14 იანვარი
ლევერკუზენი. “ბაიარენა”. 30210
ლევერკუზენი - დორტმუნდი 1:3 (0:0)
ლევერკუზენი: ადლერი, რაინარტცი, ფრიდრიხი, კასტრო, შვაბი, როლფესი, ბენდერი (ვიდალი 60), სამი (ბარნეტა 60), აუგუსტო, ჰელმესი (დერდიოკი 60), კისლინგი.
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
დორტმუნდი: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, პიშჩეკი, შაჰინი, ბენდერი (და სილვა 46), გროსკროიტცი (სანტანა 87), ბლაშჩიკოვსკი, ლევანდოვსკი, გეტცე (ბარიოსი 68).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 0:1 გროსკროიტცი (49), 0:2 გროსკროიტცი (53), 0:3 გეტცე (55), 1:3 კისლინგი (80)
გაფრთხილება: კისლინგი (19), ფრიდრიხი (71) - გროსკროიტცი (50)
მსაჯი: პეტერ გაგელმანი
დარტყმა 12(3) - 11(5); ჯარიმა 11 - 18; კუთხური 6 - 7; თამაშგარე 4 - 4; ბურთის ფლობა 56% - 44%; სეივი 2 - 2.
1.დორტმუნდი 18 15 1 2 42-11 46
2.მაინცი 17 11 0 6 30-19 33
3.ლევერკუზენი 18 9 6 3 36-28 33
4.ჰანოვერი 17 10 1 6 25-17 31
5.ბაიერნი 17 8 5 4 31-20 29
6.ფრაიბურგი 17 9 1 7 25-25 28
7.აინტრახტი 17 8 2 7 24-21 26
8.ჰოფენჰაიმი 17 6 7 4 32-22 25
9.ჰამბურგი 17 7 3 7 27-28 24
10.შალკე 17 6 4 7 25-24 22
11.ნიურნბერგი 17 6 4 7 22-28 22
12.კაიზერი 17 6 3 8 27-27 21
13.ვოლფსბურგი 17 4 7 6 24-25 19
14.ვერდერი 17 5 4 8 23-35 19
15.ზტ. პაული 17 5 2 10 16-30 17
16.კიოლნი 17 4 3 10 18-33 15
17.შტუტგარტი 17 3 3 11 32-35 12
18.გლადბახი 17 2 4 11 26-47 10
ბომბარდირები: გეკასი (აინტრახტი) - 14, სისე (ფრაიბურგი) - 13, გომესი (ბაიერნი) - 12, ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი) - 11, ჯეკო (ვოლფსბურგი) - 10, უგო ალმეიდა (ვერდერი), რაული (შალკე), შურლე (მაინცი), კონანი (ჰანოვერი) - 9.
15 იანვარი: ნიურნბერგი - გლადბახი, ზანქტ პაული - ფრაიბურგი, შტუტგარტი - მაინცი, ვოლფსბურგი - ბაიერნი, ვერდერი - ჰოფენჰაიმი, შალკე - ჰამბურგი;
16 იანვარი: აინტრახტი - ჰანოვერი, კაიზერსლაუტერნი - კიოლნი
=============
=============
=============
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhour...shi-3-goli.htmlდორტმუნდმა ლევერკუზენი დაკლა - 6 წუთში 3 გოლი!დაიწყო მეორე წრე და „დორტმუნდის“ მჯობნი ისევ არ ჩანს. არადა, ბევრს ჰქონდა იმის იმედი, რომ „ლევერკუზენი“ „ბორუსიას“ დამარცხებას და მასთან შვიდქულიან დისტანციაზე მიახლოვებას შეძლებდა, რაც თავის მხრივ ინტრიგის გამოცოცხლების ნიშანი იქნებოდა, მაგრამ პირველი წრის ტრიუმფატორმა „შავ-ყვითლებმა“ მეორე წრეც იმდენად შთამბეჭდავი თამაშითა და გამარჯვებით დაიწყეს, რომ ვისაც ბოლომდე არ სჯეროდა, ახლა მაინც დაიჯერებს, რომ დორტმუნდელთა შეჩერება ამ სეზონში ძალიან ძნელი იქნება.
BVB-მ მესამეადგილოსან მეტოქეს მეორე ტაიმის დასაწყისში, ექვს წუთში სამი გოლი გაუტანა და სწრაფად მოუმთავრა ყველაფერი. კევინ გროსკროიტცმა ორი ეფექტური გოლი გაიტანა, ერთი კი ახალგაზრდა მარიო გიოტცეს ანგარიშზეა, რომელმაც „ლევერკუზენის“ კარის დარაჯ რენე ადლერს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა. მერე კიდევ დიდხანს არცხვენდნენ დორტმუნდელები იუპ ჰაინკესის გუნდს და მხოლოდ სულ ბოლოსღა მოეშვნენ, რითაც შტეფან კისლინგმა ისარგებლა და ერთი გაქვითა (კისლინგის მეორე გოლი ამ სეზონში), მაგრამ უკვე გვიანი იყო...
ორი აზრი არ არსებობს: იურგენ კლოპის გუნდის შეჩერება ნელ-ნელა წარმოუდგენელი ხდება.
ლევერკუზენი-ბორუსია (დ) 1:3
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი – შვააბი, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კასტრო – ლ. ბენდერი (60. ბარნეტა), როლფესი – სემი (60. ვიდალი), რენატო – კისლინგი, ჰელმესი (60. დერდიოკი).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი – პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი – ს. ბენდერი (46. და სილვა), ნ. შაჰინი – ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე (68. ბარიოსი), გროსკროიტცი (87. ფელიპე სანტანა) – ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 გროსკროიტცი (49), 0:2 გროსკროიტცი (53), 0:3 გიოტცე (55), 1:3 კისლინგი (80)
გაფრთხილება: კისლინგი, მ. ფრიდრიხი – გროსკროიტცი
მაყურებელი: 30 000.
მიმაგრებული სურათი