მაგრად მეცოდება ეს კაცი...

მოკლედ, გადავწყვიტე გამეორებას ჩავჯდომოდი იმის იმედით რომ გამერკვია თუ რა ხდება ამ დედააფეთქებულ გუნდში.
ხოდა ჩავუჯექი.
თან ვახვევდი, ვაპაუზებდი და რამე.
ჩემი კონკრეტული აზრი ჩელსის წარუმატებელ სეზონთან დაკავშირებით არის შემდეგი.
- ზარმაცი დროგბაგუშინ აქ რომელიღაც უზერმა თამაშის მსვლელობისას დაპოსტა რომ დროგბა არ ინძრევა და გაზარმაცდაო.
თამაშის დროს ვერ მივაქციე იმდენად მის თამაშს ყურადღება რადგან ემოციებით ვიყავი დატვირთული, თან აზარტი და რამე, მაგრამ გამეორებას რომ ვუყურე არ შემიძლია არ დავეთანხმო დროგბათან დაკავშირებულ მოსაზრებას.
ჯერ ერთი გაირღვა ეგ ჩემისა მთელი თამაშის მანძილზე წუწუნით და როგორც ყოველთვის მიწაზე მწოლიარე მდგომარეობაში უფროო მეტი დრო დახარჯა ვიდრე ჰორიზონტალურში.
მეორე მომენტი ის არის რომ, დროგბას მარგი ქმედების და აქტიურობის კოეფიციენტი საგრძნობლად დავარდა. პრაქტიკულად აღარ თამაშობს ტიპი. იმენნა დაიკიდა. გუშინ მისი მუშაობს რეიტი იყო შოკისმომგვრელი. აბსოლიტურად არ მოძრაობდა. მთელი თამაში იდგა ვილას სენტერ ბექების უკან. მისი მხრიდან არანაერ მცდელობას არ ჰქონია ადგილი რომ თამაშში ჩართულიყო ან ბურთი ამოეტანა ნახევარდაცვიდან.
დროგბა წესით და კანონით უკან (ცეტრისკენ) უნდა იხევდეს ბურთის წამოსაღებად. მაგალითად გუშინ, ძალიან ბევრ შემთხვევებში როდესაც ბურთს იღებდნენ ლამპარდი, ესიენი და რამირესი, იძულებულები იყვნენ პასი გაეეთებინათ დიაგონალზე ან უკან. ამის მიზეზი იყო ის რომ დრგბას ვერ პოულობდნენ. ვერ პოულობდნენ იმიტომ რომ დროგბა არ ჩამოდიოდა უკან და არ ეხსნებოდა ნახევარმცველებს. გამომდნარე აქედან ჩვენი შეტევები არაფექტური იყო.
დროგბა რომ უკან ჩამოწეულიყო ბურთის ასაღებად, ეს ანელკას და მალუდას მისცემდა საშუალებას რომ გახსნილიყვნენ ფლანგებზე, აგრეთვე ესიენს და ლამპარდს კარში დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანდა.
მოკლედ დროგბას Yლეპროჭაობამ ჩელსის შეტევების სრული ანულირება მოახდინა.
კრიმინალური ფაქტია როდესაც ისეთი მამა ფეხბურთელი როგორიც არის დროგბა არ ასრულებს საკუთარ (ელემენტარულ) მოვალეობას.
გუშინ ძალიან ბევრ შემთხვევებში ვილას საჯარიმოსთან გაჭედილები ვიყავით.
რატომ? იმიტომ რომ გარკვეული ფეხბურთელები (დროგბას ჩათვლით) არ მოძრაობდნენ, არ იხსნებოდნენ და ერთანეთს სათამაშო სივრცეს არ უქმნინდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ არ მუშაობდნენ.
- ნახევარდაცვა (ლამპსი, ესიენი, რამირესი)ნახევარდაცვის არანაერი აქტიურრობა და არსებობა არ იგრძნობოდა ისევ და ისევ ნაკლები მარგი ქმედების კოეფიციენტის გამო.
ლამპსი და ესიენი რომ გენიალური ფეხბრთელები არიან ამას არ უნდა კამათი, მაგრამ რა აზრი აქვს გენიალური ფეხბურთელების არსებობას ფეხი თუ არ გაანძრიეს და ბურთისთვის თუ არ იბრძოლეს?
მაგალითად, გუშინ ცეტრში ლამპარდის და ესიენის თამაში ბალეტს უფრო გავდა ვიდრე ფეხბურთს. ბურთისთვის არანაერ ბრძოლას არ ჰქონდა ადგილი.
რამირესი კი პირიქით, იბრძვის ბურთისთვის მაგრამ საუბედუროდ არა აქვს ლამპსი/ესიენის დონის გამოცდილება და აზროვნება. იყო მომენტები როდესაც რამირესმა არ იცოდა ბურთი სად წაეღო. ბევრჯერ ბურთი უბრალოდ მოიშორა ან უბრალოდ კარის მიმართულებით ყოველგვარი გააზრების გარეშე დაარტყა.
აღსანიშნავია რომ რამირესის არც ერთი დარტყმა (მთელი სეზონის განმავლობაში) ჯერჯერობით კარის მიმართუებით არ წასულა. გასაგებია რომ ახალგაზრდაა და ცხადია ნიჭი აქვს და არის იმის შანსი რომ კარგი ნახევარმცველი დადგეს მაგისგან (სადაც მიკელმა მოუმატა თამაშს ალბათ ეგეც რაღAცას იზამს მომავალში, თან ხვლიკია და რამე), მაგრამ ფაქტია რომ ნახევარდაცვის ასეთი თამაშით ტიტულებზე ლაპარაკი სასაცილოა.
მაგალითისთვის ავიღოთ
მანიუს ნახევარდაცვა.
სკოულზი, გიბსონი, ანდერსონი, ფლეტჩერი. ოთხივე ფეხბურთელი არის სუპერ მუშა. ახერხებენ პადკატებს, მომენტალურად შლიან შეტევას, გრღვევაზე შემოსულ მოწინააღმდეგეს საკაიფოდ უკეთებენ მარკინგს, და რაც მთავარია ფეხბში ჩახტომის და ბრძოლის არ ეშინიათ. ამ ხალხის დაუღალავი მუშაობის ხარჯზე მანიუს ჯერ არც ერთი თამაში არ წაუგია და პირველ ადგილზე არიან მიუხედავად იმისა რომ რუნი 2 წელია უკვე ჩაჯმული დარბის და მთელი კლუბი საცოდავი და გაუბედურებული ბულგარელის იმედზე დგას.
ფაქტია რომ ფერგის ტაქტიკა, აზროვნება და ლიგის სტილისადმი მიდგომა მუშაობს (და ყოველთვის იმუშავებს). ფერგიმ იცის რომელი რგოლებია აუცილებელი იმისთვის რომ გუნდმა პრემიერლიგა დადოს.
ბარსელონას შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა. მათი ეფექტური, მუშა და ნიჭიერი ნახევარდცვა იგებს ყოველ წელს თითქმის ყველა ტიტულს.
დროგბებს, ანელკებს, ტერის და ფერერას ტყუილად ვაბრალებთ წარუმატებელ სეზონს. სეზონის ჩაგდება 100% ნახევრდაცვის ბრალია. ესიენის წითელი, ლამპრადის ტრავმა და შემდეგ უფორმობა, რამირესის უამრავი შეცდომები და გამოუცდელობა, მიკელი (ნუ ეს ცალკე ფენომენია).
ხოდა რაზეა ლაპარაკი როდესაც თამაშის გადასარჩენად უკვე ტერი გადადის გოლების გატანაზე???
ზუსტად იგივე მიზეზების გამო არსენალი ვერ ხდება ჩემპიონი და ვერც წელს ვერ გახდება (99%), რადგან მაგათაც არასტაბილური, არამუშა და ფაქიზო ნახევრდაცვა ყავთ. სამაგიეროდ
"ლამაზ ფეხბურთს" თამაშობენ ... ლოლ
ნახევრდაცვაში გჭირდება პრედიტორები თუ გინდა პრემიერლიგის მოგება. ყოველ უიკენდზე მანიუს ცენტრი თავს დებს მოედანზე და დამსახურებულადაც ლიდერობენ.
ზემოდ აღნიშნულზე დაყრდნბით შემიძლია დავასკვნა რომ დაცვის ბრალი არ იყო გუშინდელი 3–3 (ნუ ფერერა რომ ლეა ეგ ძველი ნიუსია და ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ).
პრობლემა იყო ნახევარდაცვაში, დროგბას სიზარმაცეში და კარლოს (თუმცა უმნიშვნელო) არასწორ ფორმაციაში.
რაც შეეხება ბრუმას, მაგრად მომეწონა, სოლიდური მცველია, თუმცა ჰაერში არ იყო მაინცდამაინც ეფექტური. ამიტომაც ვილა დაუღალავად აგდებდა მაღალ ბურთებს ბრუმას მიმართულებით.
და ბოლოს, კარლოს მე ვადანაშაულებ გუნდის ვერ–მოტივირებაში. ის რომ დროგბა არ მუშაობს არის კარლოს ბრალი.
იმედი მაქვს პოზიტიურ ანალიზს გააკეთებენ ამ თამაშის შემდეგ.
პ.ს. იმ ხალხის საყურადღებოდ რომლებისგანაც უკვე 10 წელია მესმის "რომანამ დაიკიდა", "რუსეთის მუნდიალი აინტერესებს" და ასეთი ნონსენსები.
ჯერ ერთი აბრამოვიჩმა რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს გარკვეული თანხა უნდა ჩადოს პუტინის რუსეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში ან დერეპაცკას მიუჯდება ან პატარკაციშვილს მიუწვება გვერდზე.
მეორე, როდესაც ვხედავდით ვარჯიშებზე რომანას, ყველა იმას იძახდა რას ერევა მწვრთნელის საქმიანობაში, მიეცი მწვრთნელს საშუალება იმუშაოსო. ეხლა კი როდესაც საერთოდ აღარ ჩანს იძახით ინტერესი დაკარგა და დაგიკიდათო.
მოკლედ გადაწყვიტეთ "დაგვიკიდა" თუ "არ უნდა ჩაერიოს"?
მესამე კი ის არის რომ რომანას აქვს 4 მილიარდი (ოფიციალურად) რაც ყოველ დღე აძლევს 70 მილიონს მოგებას (მხოლოდ ინტერესი). ლოლ
ასე რომ რამე რო იყოს, რომანას შეუძლია ყოველ დღე იყიდოს ხავები და ინიესტები. მოკლედ ცა ლურჯია, სისხლი ლურჯია, ფეხბურთი ლურჯია და ქალებიც ლურჯები არიან. ჩელსის გარდა ყველა კლუბს შევეცი!
This post has been edited by SIDCFC on 3 Jan 2011, 18:14