ერთ-ერთმა საიტმა ჩაატარა ანალიზი ვალდესის და კასილასის
მანდედან მთავარი კი მიწერია აქ არაერთხელ

მაგრამ ერთი-ერთზე (მეკარესთან პირისპირ) არა
ორივე მეკარის 49 თამაში გაანალიზეს (ლიგა, ჩემპიონატი, სანაკრებო)
http://www.investigacionyestadisticasdefut...ILLAS_09-10.htmhttp://www.investigacionyestadisticasdefut...CTOR_VALDES.htmკასილასთან ერთი-ერთზე გავიდნენ 26-ჯერ
ვალდესთან ერთი-ერთზე გავიდნენ
55-ჯერწარმოგიდგენიათ? და
ამის მერე ვიღაცეები ამბობენ რომ ვალდესი უსაქმოდ დგას კარში 
ნამდვილად მოულოდნელია ამხელა ციფრი :| ამდენი თუ იყო ნაღდად ვერ ვიფიქრებდი
(მაგალითად ინტერელები მილნაში 4-ჯერ გავიდნენ ერთი-ერთზე ვალდესთან, ასევე ვილიარეალი კამპნოუზე 4-ჯერ)
კასილასთან 4-ჯერ ერთი-ერთზე მარტო ბერნაბეუზე გავიდნენ ბარსას ფეხბურთელები
კასილასმა ამ 26 პირისპირ გასვლიდან 12 ,,უკუაგდო", ერთი დაიჭირა (ანუ ხელებში ,,გააქვავა"), 3 ააცილეს, ერთხელ მცველმა გამოიტანა კარიდან - გაუშვა 9 გოლი
ვალდესმა ამ 55 პირისპირ გასვლიდან 25 ,,უკუაგდო", 3 დაიჭირა, 13 ააცილეს, ერთხელ მცველმა გამოიტანა კარიდან - გაუშვა 13 გოლი
,,უკუგდების" პროცენტული მაჩვენებელი
კასილასი 12/26 =
46% პირისპირ გასვლებისა ,,უკუაგდო"ვალდესი 25/55 =
45% პირისპირ გასვლისა ,,უკუაგდო"დაახლოებით ერთნაირია მოგერიება პირისპირ გასვლისა, სულ ოდნავ მეტი კასილასს
სამაგიეროდ ვალდესთან ისე
ეშინიათ 
13 ააცილეს

(24%) (კასილასთან მხოლოდ 3 - 11%) და ვალდესმა მეტი ბურთი აიღო ხელში (3 ცალი 1-ის წინააღმდეგ)
ვალდესი მგელია ერთი-ერთზე, ტყუილად არ თვლის ბევრი ამაში მსოფლიოში საუკეთესოდ

თუმცა არ კასილასია ნაკლები, როცა კარში დაურტყეს ვალდესზე ოდნავ მეტი მოიგერია

* * *
და ბარემ გასული სეზონის ,,უკუგდება" (მოგერიება) და ,,დაჭერა" (გაქვავება) ვნახოთ ამ 49 თამაშის (ესპანეთის ჩემპიონატის და ლიგის სრულად არის)
ვალდესი 24% მთელი დარტყმების უკუაგდო, 58% დაიჭირა - (სულ 128 დარტყმა მის კარში)
კასილასი 25% მთელი დარტყმების უკუაგდო, 35% დაიჭირა (სულ 134 დარტყმა მის კარში)
ორივე მეკარე ერთნაირად ,,აგდებს" ბურთს, როცა უხერხული დარტყმა მოდის
და ვალდესმა გაცილებით მეტი ,,აიღო"
ისე რომ ბურთი არ გაუვარდა (58% ვს 35%)ასე რომ ის რომ ვალდესს ,,არ აწუხებენ"
ტყუილია, 128-ჯერ დაურტყეს (შედარებისთვის კასილასს მხოლოდ 6 დარტყმით მეტი) * * *
ბარსაში მრავალ ჰოლანდიელთაგან მხოლოდ 2 კაცი იყო ვინც ჰოლანდიელ მწვრთნელს არ უყიდია - ოვერმარსი, და ახლა აფელაი, დანარჩენები ,,თანამემამულეებმა" მოიყვანეს
მსოფლიოს მოგებაზე უმთავრესი წვლილი ბარსას ექიმებმაც შეიტანეს, მაგალითად პუიოლს ვერ უნდა ეთამაშა გერმანიასთან, მაგრამ ,,უწამლეს" და დაარწმუნეს დელ ბოსკე შეძლებსო. თამაშის მერე ლიოვი მისულა ხავისთან და უთქვამს ,,დიდი მადლობა, თქვენ საუკეთესო გუნდი ხართ რაც მინახავს". თავიდან კი ეჭვები იყოო, შვეიცარიასთან წაგების შემდეგ პიკეს უთქვას ,,ვართ კი ნამდვილად მართლა ეგეთი ძლიერები?", კასილასს კი არბელოასთვის უთქვამს ,,მძღნერივით

ვგრძნობ თავს" მერე რეინას რჩევას დაუჯერა პარაგვაისთან და პენალტი აიღო ა.შ.
ფინალის პირველი ტაიმის შემდეგ ხავის გასახლდელში უთქვამს ,,მოგებულია" და ინიესტამ გოლი რომ გამქონდა იმ მომენტში არაფერი მესმოდა ყურშიო, მერე კი ერთბაშად ყველაფერი
* * *
ემდ დღეს არ იქნება, არ მევასება ქვრაისტთმასი

:|
This post has been edited by 1+1=3 on 25 Dec 2010, 02:08