
ეგეთი (მსგავსი) სტატისტიკა (ამ ბარსას აღზევებისას) ბევრია და ნიშნავს:
ეს რაც ხდება ყველაფერი პირველად ხდება, ამიტომ ,,ესპანეთის ჩემპიონატი უკონკურენტოა" და რაღაცეები კია წინა წლებთან შედარებით :დ მარა ბარსას მსგავს ფორმაში მყოფი გუნდი რომ მარტო 2 ქულით არის წინ (გინდა რეალის მსგავსი გუნდი რომ მე-2 ადგილზეა) ესეც დიდი უსამართლობაა

(მაგალითისთვის ჩელსი რომ იყო მაგეთ ფორმაში კი წავიდა ისე წინ რომ არარეალური ჩანდა დაწევა, მილანიც იტალიაში, ბარსაც წავიდოდა ეგრე წინ, რეალი რომ არ არსებობდეს, კონკურენცია ეგაა :დ ახლა მეტყვიან წავიდა და ხო ჩამოვიდაო, ეს ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, როცა ისეთ ფორმაში იყო როგორიც ბარსა ახლა, ისიც მიდიოდა ისე. თან არამარტო წელს, არამედ ყოველ წელს.
უფრო დავაზუსტებ, აი დორტმუნდი, ყველას ჯობდა, ბრწყინვალე თამაში და გაიჭრა წინ რამდენი ქულით? ძალიან ბევრით :დ ანუ ,,დაუფასდა" ასე ვთქვათ. ეგ ქულები ხომ არ ნიშნავდა რომ გერმანია უსუსტესია და ბორუსია კლავს გერმანულს ფეხბურთს?
ჩელსი - ჩამოვარდა არა იმიტომ რომ სხვებმა დაურხიეს, დაკარგა ის სასწაული ფორმა, შეინარჩუნებდა? უდიდესი სხვაობა იქნებოდა. აქ კი ბარსელონამ რაც არ უნდა ქნას, ვერ აცდება პატარა სხვაობას (ჯერჯერობით ასე ჩანს) ჩავარდნა კი ბარსასაც შეიძლება დაეწყოს და მაშინ ისევე შემცირდება 3 ადგილთან სხვაობა როგორც ჩელსისთან შემცირდა. სწორად გამიგონ, აქ არ ვწერ მე სისულელეს რომ ბარსა ინგლისში რომ იყოს ან ჩელსი ესპანეთში, სულ სხვა რაღაცას ვამბობ.)
ახლა ძაან სასაცილო, რომ ვნახე ვიწექი, აი რა აბსურდია ზოგჯერ სტატისტიკა :დ
ალვეშს საგოლე პასი ჩაეწერა
1 გოლი - გაგრძელდა 7 წამი, დაიწყო ბუსკეტსმა
2 გოლი - გაგრძელდა 15 წამი, დაიწყო აბიდალმა
3 გოლი - გაგრძელდა 28 წამი, დაიწყო ვილიამ
4 გოლი - გაგრძელდა 10 წამი, დაიწყო პუიოლმა
5 გოლი - გაგრძელდა 5 წამი, დაიწყო ხავიმ
ნუ თამაშზე რა უნდა თქვა კაცმა, იმას ვიტყვი რომ კატალონურ რადიოში ტრადიციულად დერბიზე რაღაც ვირთხის მსგავსი ხმები ისმოდა, პერიოდულად - ანუ კრისები არიანო რა :დ აი კომენტატორებს მიყავთ, და ისმის ეგ ხმები :დ კაი იყო
მერე, ესპანიოლმა რეალივით ითამაშა ,,პირისპირ" როგორაა ზუსტად, ანუ არ ჩაკეტა, ვერ გაიგო ამ ხალხმა რაა.
პრესინგი უნდოდათ, მაგრამ ბარსას კოზირია ეგ (სანამ ეგეთ ფიზიკურ ფორმაშია) და უბრალოდ უსუსტესად გამოჩდნენ.
ბარსაში არის ,,რგოლები"? მემგონი არაა. ყველა მცველია. ეგრეთწოდებული ფორვარდ/ნახევარმცველები ყველაზე მეტს დარბიან და მგონი ყველაზე მეტსაც ართმევენ, რაც დღეს წართმევები ვნახე იმდენი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს მეტოქის ნახევარზე. მგონი მომავლის ფეხბურთელები ეგეთები იქნებიან :დ ყველას ყველაფერი შეეძლება თანაბარი დოზით, ცოტა შორეულ მომავალში, მაგრამ ასე ჩანს

შეგეძლება მცველი ფორვარდად ათამაშო და პირიქით
და შედარებით :დ ცოტა პასი გავაკეთეთ, მგონი მარტო ესპანიოლია ვინც გვიზღუდავს ბურთის ფლობას (გასულ წელს თანაბარი იყო საერთოდ მგონი)
ვილია როგორი გაღიმებული იყო, გამიხარდა. ინიესტამ არ გაიცინა და არ მომეწონა :დ ბოლო ბურთზე
ესპანიოლმა რომ დააფასა მაგარი იყო, ადამიანები ყოფილან ეგენიც
და გვარდიოლა ისე რა ეშმაკი (ზოგისთვის როვოკატორი), სპეციალურად რომ მოაწყო ეგ ამბავი
ინდივიდუალურად, მესის პასები არის სუფთა 10-იანის პასები, მესი ვიცით რომ არ ყოფილა კლასიკური 10-იანი, მისი პასები კი კლასიკური 10-იანისა, ბოლო სეზონში თითქოს იცვლის ამპლუას (იზრდება კიდეც) და ხდება 10 ნომერი სუფთა (იქამდე ვერ დაარქმევდი 10-ს). აი პალტინი, ზიკო, არ დამცინოთ : (და დელ პიერო, ის რა ადგილზე, როგორ ღებულობს ბურთს მესი, მერე მისი მანერა შემოტრიალებს :დ და პასის გაკეთების სტილი, მოძრაობა, გააზრება საით როგორ და ფეხის მირტყმა არის სუფთა 10-იანის (რაც იქამდე არ იყო ამდენად ,,აშკარა")
ნუ პედრო თამაშის გმირია, იმედია მოვა დრო ისიც რამეს მოიგებს (ინდივიდუალურად

)
ოსვალდომ მაინც გაიტანა, ბევრი არაა ეგეთი ფორვარდი პრიმერაში
მინდოდა მე-6 გოლიც (ისე რამდენი მაზეს ურეალურესი) რადგან ერთხელ ესპანიოლმა გავიტანა 6 : ( მაგრამ მერე იყოს, შემდეგში
ვფიქრობ, ბარსამ მეტი ძალა შეალია ვიდრე საჭირო იყო (ანგარიში არაფერშუაშია, არამედ სირბილი და მონდომება), ისე დაგვძაბეს რომ ბოლომდე ითამაშეს.
წარმატებები ბარსა, დაგჭირდება ჯერაც კეთილი სურვილები
ასეთი ბედნიერი და უზრუნველი არასდროს ვყოფილვარ :| მიდით ბოლომდე, ტიტულებისკენ : (
MeRoგილოცავ მრავალს დასწარი : )
This post has been edited by 1+1=3 on 19 Dec 2010, 02:38