გვარდიოლა ხელფასის 1%-ს საქველმოქმედო ფინდში რიცხავს
კატალონიურ ჟურნალ ”Sport”-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი ხელფასიდან 1% საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოს.
გვარდიოლამ თხოვნით მიმართა დირექტორთა საბჭოს, რათა მოხდეს მისი ხელფასიდან 1%-ის ჩამოჭრა და საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხვა. სხვათაშორის, მწვრთნელის მსგავსად, ფეხბურთელებიც აქტიურად არიან ჩართულები ქველმოქმედებაში და მათი ხელფასის 1% ირიცხება შემდეგ საქველმოქმედო ფონდებში: “Fundació del Barça” და ”Agrupació Barça Jugadors”. ”ბარსელონას” მწვრთნელმა უკვე გადარიცხა ორივე საქველმოქმედო ფონდში ხელფასის 0,5%, რაც უდიდესი დახმარებაა ამ უკანასკნელთათვის.
მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ”ბარსელონას” ფეხბურთელები და პერსონალი მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში. მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო თანხა, მათი ხელფასების ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს, ეს საკმარისია ორგანიზაციებისთვის.
ეს არის ფეხბურთელებისა და პერსონალის ერთობლივი აქცია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალურადაც არინ ჩართულები ქველმოქმედებაში. ფეხბურთელები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მუდმივად ეხმარებიან, რაც მიანიშნებს მათ მზრნველობასა და მგრძნობიერებაზე.
მცირე ხნიანი დასვენების შემდეგ, როდესაც ფეხბურთელები არდადეგებიდან დაბრუნდებიან, ისინი ესტუმრებიან კატალონიის სხვადასხვა საავადმყოფოებს და დაურიგებენ საჩუქრებს ავადმყოფ ბავშვებს.
შეფასებები - "SPORT.ES"
ხოსე მანუელ პინტო 5.3
დანი ალვეში 4.8
ადრიანო კორეია 3.6
ერიკ აბიდალი 5.7
ხერარდ პიკე 5.4
სეიდუ კეიტა 4.3
მაქსველი 4.6
სერხიო ბუსკეტსი 3.7
ხავიერ მაშერანო 5.9
ჩავი ერნანდესი 5.4
დავიდ ვილია 4.9
ლიონელ მესი 5.4
პედრო როდრიგესი 5.8
ანდრეს ინიესტა 5.7
ბოიან კრკიჩი 3.7
რუნი: "ბარსა" საუკეთესოა"
"მანჩესტერ იუნაიტეტისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, უეინ რუნი არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელიც ძალზედ აღფრთოვანებულია "ბარსელონას" თამაშით. მან კომენტარი გააკეთა გასულ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით, რომელიც 29 ნოემბერს, "კამპ ნოუზე" ჩატარდა. ამ შეხვედრაში კატალონიურმა კლუბმა "მადრიდის რეალი" გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა. უეინმა განაცხადა, რომ ისეთ თამაშს, რომელსაც "ბარსელონა" თამაშობს, მსოფლიოს ვერც ერთი კლუბი ვერ აჩვენებს.
"როდესაც მე ვუყურე "ბარსელონას" ფეხბურთელების გოლებს, როდესაც შევხედე ამ ადამიანების მიერ დადგმულ წარმოდგენას, მათზე შთაბეჭდილება უფრო გამეზარდა და ისინი ფეხზე წამოდგომის ღირსებად მივიჩნიე. ჩემი ცოლ-შვილი შემოვიდა ოთახში და დავნახე, რომ ძალიან გაკვირვებულნი იყვნენ მომხდარით. ეს იყო საუკეთესო შერულება, რაც კი ჩემი ცხოვრების მანძილზე მინახავს. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ ფეხბურთს, რომელსაც "ბარსელონა" თამაშობს, ვერც ერთი კლუბი ვერ გაუძლებს."-განაცხადა უეინ რუნიმ "Sport.es"-თან ინტერვიუში.
ბოიანი: "ძალიან ბედნიერი ვარ"
მოგეხსენებათ გუშინ საღამოს, "ბარსას" ახალგაზრდა თავდამსხმელმა, ბოიან კრკიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გაახანგრძლივა, ხოლო მისი გამოსასწყიდი თანხა 20 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა იგი 100 მილიონ ევროს შეადგეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბოიანმა განაცხადა, რომ იგი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
"მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მე მეძლევა შანსი იმისა, რომ ჩემი ცხოვრების გუნდში ზრდა განვაგრძო. ყველაზე მნიშვნელოვანი მოედანზე ხდება, მაგრამ კლუბი ამ ხელშეკრულებით მე ნდომბას მიცხადებს", განაცხადა ბოიანმა "ბარსა TV"–სთან საუბარში.
კრკიჩმა დაამატა: "ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და დავამტკიცებ იმას, რომ მე აქ ყოფნას ვიმსახურებ."
ახალი გარიგებით, ბოიანი "ბარსაში" 25 წლამდე დარჩება. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლიდან გამოდის. პირველი გუნდის მაისურით 146 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 38 გოლია

barcamania.ge ©
This post has been edited by Interimo on 22 Dec 2010, 15:43