როსელი:"ძალიან მინდა გვარდიოლა ჩვენი ფერგუნსონი გახდეს"
"ბარსელონას" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას შესთავაზებენ ახალ კონტრაქტს. კონტრაქტის ვადა თვითონ პეპმა უნდა გადაწყვიტოს.
"ბლაუგრანას" აღზრდილი ხოსეპ გვარდიოლა 1990-2001 წლებში "ბარსელონაში" ირიცხებოდა. იგი 2008 წელს "ბლაუგრანას" სათავეში როგორც მწვრთნელი ისე ჩაუდგა.
"მე არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ გვარდიოლას ისე შევა "ბარსელონას" ისტორიაში, როგორც სერ ალექს ფერგუნსონი. იგი "მანჩესტერ იუნაიტდედს" 24 წელია წვრთნის. მაგრამ ამ პროცესს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. პეპს შეუძლია გაახანგრძლივოს კოტრაქტი რამდენ წელზეც უნდა" - განაცხადა სანდრო როსელმა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ კონტრაქტი ნამდვილად გახანგრძლივდება და "ის გრძნობს "ბარსელონას" და ფიქრობს მხოლოდ კლუბზე. იგი სწორედ ამით განსხვავდება სხვებისგან. ( სწორედ ამით ჯობნის ბარსა რეალს. მაუს თავისი თავი აინტერესებს მარტო. ფეხბურთელებზეც იგივე ვარიანტია)
აფელაი ბარსელონაში ხუთშაბათს ჩავა

იბრაჰიმ აფელაი, ”ბარსას” ზამთრის შენაძენი, ოთხშაბათს თავის ბოლო მატჩს გამართავს ”პსვ”-ს შემადგენლობაში. ხუთშაბათს, დილით, თავდამსხმელი ბარსელონაში ჩავა და შეუერთდება პეპ გვარდილას შეგირდებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით, კლუბებმა შეთანხმებას 2010 წლის 15 ოქტომბერს მიაღწიეს.
ტრადიციული ფოტოსესია, ”ბარსელონას” გერბის ფონზე, გაიმართება 14:45 საათზე. საღამოს კი, იბრაჰიმი სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
თუ რამე გაუგებრობას არ ექნება ადგილი, ახალგაზრდა ფეხბურთელი ”ბარსელონას” პრეზიდენტის კაბინეტის კარს პარასკევს შეაღებს. შემდეგ კი, სანდრო როსელი და აფელაი, ტრადიციულ ფოტოსესიას გამართავენ კლუბის ცენტრალური ოფისის შესასვლელთან. ამის შემდეგ, გაიმართება იბრაჰიმის ოფიციალური წარდგენის ცერემონია, და ”კამპ ნოუზე” ”ბარსას” ფორმაში ფოტოსესია.
barcamania.ge ©
This post has been edited by Interimo on 23 Dec 2010, 15:53