აბა გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს

ლელოში ეწერა დღეს კაკა ჩელსიშია 90%

და სადმე რამე იწერება უცხოურ პრესაში?
აგერ ინტერნეტ ვერსიაც ლელოსი
კაკა ჩელსიში 90%-იანი ალბათობით
ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა ახლო მომავალში "სამეფო კლუბს" დატოვებს და "ჩელსიში" გადაბარგდება.
2007 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელის გადაბირება "არისტოკრატებს", კარგა ხანია, სურთ. ბრაზილიელის გვერდით ხილვა განსაკუთრებით "ჩელსის" თავკაცს, კარლო ანჩელოტის სურს, რომელსაც "მილანში" კაკასთან ერთად კარგი მოგონებები აკავშირებს.
"ჩელსიში" კაკას სავარაუდო გადაბარგებაზე მსოფლიოს ფეხბურთში ერთ-ერთი განთქმული აგენტი, იტალიელი ერნესტო ბრონცეტიმ ისაუბრა.
- მე ერთადერთი იტალიელი ვარ, რომელსაც "რეალის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ კაკას საკითხზე რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და შემიძლია თქმა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის მადრიდიდან "ჩელსიში" გადასვლა 90%-ით გადაწყვეტილია.
ცნობილია, რომ "რეალი" კაკას გასხვისებას 50 მლნ ევროზე ნაკლებ ფასად არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ ბრაზილიელის სანაცვლოდ "სამეფო კლუბმა" 80 მლნ ევრო გადაიხადა.
This post has been edited by USSR on 31 Dec 2010, 12:24