მიმდინარე წელი იკერ კასილასისთვის განსაკუთრებულია – მან ხომ ესპანეთის ნაკრების კაპიტნის რანგში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დეკემბრის ბოლოს შეჯამების დრო დგება ხოლმე და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეკარესაც, შეფასებითი ხასიათის კითხვებზე უხდება პასუხის გაცემა.
- მალე, ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელს “ოქროს ბურთს” გადასცემს. ლაურეატობის თქვენი ფავორიტი, რომელი მოთამაშეა?
- ვფიქრობ, არაობიექტურობაში ცილს ვერავინ დამწამებს, თუკი ვიტყვი, რომ ჯილდოს, რომელიმე ესპანელი ფეხბურთელი დამსახურებულად მიიღებს. ჩვენ ხომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მსოფლიოს სტადიონებზე ვდომინირებთ და სამხრეთ აფრიკის მუნდიალზეც, “ფურია როხამ” ყველას აჯობა.
- წლის უძლიერეს ფეხბურთელად არასდროს უღიარებიათ მეკარე. რამდენად სამართლიანად თვლით ამ ფაქტს?
- ამის ახსნა არცთუ რთულია. მინდვრის ფეხბურთელების გარჯა გულშემატკივრისთვის უფრო თვალსაჩინოა – ისინი უფრო მეტს მოძრაობენ, ეფექტურ ფინტებს ასრულებენ და რაც მთავარია, გოლები გააქვთ. ჩვენი თამაში კი ნაკლებად ჩანს - იმის მიუხედავაც კი, მეკარეთა საიმედო ასპარეზობის გარეშე გუნდი წარმატებას რომ ვერ მიაღწევს. ეტყობა, ასეთია გოლკიპერთა ხვედრი – “ფეხბურთის შავი მუშის” სტატუსით უნდა დავკმაყოფილდეთ (იცინის).
- წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ესპანეთმა ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა. ამიტომაც, არავის გაუკვირდებოდა თქვენი, ან რომელიმე მცველის საუკეთესო მოთამაშედ აღიარება...
- ნაკრებში ყველა ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. ჩემი ამოცანა კარის საიმედოდ დაცვაა, რასაც ვახერხებ კიდეც. უკანახაზელებს რაც შეეხებათ, ეს რგოლი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, თუმცა, ურთიერთგაგება და ურთიერთდაზღვევა მაღალ დონეზეა. თანამედროვე ფეხბურთში ეს, მეტად მნიშვნელოვანია.
- ესპანეთის ნაკრების წინახაზელების უმაღლეს კვალიფიკაციაზე ნებისმიერი ქომაგი საუბრობს. დავიდ ვილიას სულ ცოტა დააკლდა მუნდიალის ბომბარდირისთვის განკუთვნილი “ოქროს ბუცის” დასაპატრონებლად...
- ჰონდურასთან პენალტი სათანადოდ რომ გამოეყენებინა, ასეც მოხდებოდა. ვილიამ მეტად მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა მუნდიალზე და ნაკრების გაჩემპიონებაში დიდი წვლილიც შეიტანა. დავიდს, ბრწყინვალე თამაშის გამო, პარტნიორებიც ვემადლიერებით და გულშემატკივრებიც.
- კარგა ხანია, საკლუბო და სანაკრებო დონეზე, ლამის შეუცვლელად ასპარეზობთ. “რეალის” შემადგენლობაში ყველა საშინაო და საერთაშორისო ტურნირში იღებთ მონაწილეობას, 2008 წელს ევროპირველობა მოიგეთ, წლეულს მუნდიალზე იმარჯვეთ, შარშან კონფედერაციათა თასზე ითამაშეთ. არ იღლებით?
- ბოლო 3 წლის განმავლობაში, შვებულება პრაქტიკულად არც კი მქონია. სეზონთშორისი დასვენებისთვის 15-20 დღეც რომ მქონდეს, ამ დროს მაინც სამომავლო ბატალიებისთვის მზადებას და ფიქრს მოვანდომებდი. ასთია პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება. გარკვეულ საკითხებში პრივილიგირებულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ხშირად, პირადულის შეწირვა გვიწევს საერთო საქმის საკეთილდღეოდ. სხვაგვარად, დიდ ამოცანას ვერ გადაჭრი. ვიმედოვნებ, მომავალი წელი ოდნავ მაინც უფრო “წყნარი” მექნება.
- მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობამ, თქვენი პირადი ცხოვრება შეცვალა?
- როდესაც ქუჩაში გავდივარ და ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლით გაბედნიერებულ ადამიანებს ვხვდები, ენით აუწერელი გრძნობა მეუფლება.
- როგორც მადრიდის “რეალის” აღზრდილს, რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა გუნდი რაულმა და გუტიმ დატოვეს?
- ორივენი “სამეფო კლუბის” აღზრდილები არიან და მათთან ერთად ათეულ წელზე მეტი გვერდიგვერდ ვთამაშობდი. რაულმა და გუტიმ ამგვარი არჩევანი გააკეთეს და ახალ კლუბებში მათ წარმატებას ვუსურვებ. ისე კი, “რეალი” მათი სახლია და ჩვენი კარი რაულისა და გუტისთვის ყოველთვის ღიაა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=14278&lang=1ვინმეს შეიძლება არ გქონდეთ ნანახი

რატოა ესე გვიანობით თამაშები

გაატრაკეს რა