კი გაჭირვებით არ გაუჭირდებოდა.
მაგრამ თუ გაყიდიან ამ ხალხს წელს პირობითად მიიღებენ 50 მილიონს.
ერთი წლის მერე კი ფასი დაეცემა და მიიღებენ 30 მილიონს.
ფასი იმიტომ კი არ დეაცამა რომ ან ჰალკი ან ფალკაო ცუდად ითამაშებენ უბრალოდ კონტრაქტის კიდევ ერთი წელი გავა რაც ავტომატურად აგდებს ფეხბურთელზე ფასს.
3 წლის მერე ერთ ცენტსაც ვერ აიღებენ როცა ფეხბურთელები თავისუფალი აგენტები გახდებიან.
ეხლა ძალიან გავამარტივე სიტუაცია, ყველას ერთდროულად ხო არ უმთავრდება კონტრაქტი მაგრამ ზოგადად სქემა ასეთია.
ამიტომ ვფიქრობ წელს გაყიდიან როცა ფასი ყველაზე მაღალია და საეჭვოა ამაზე მაღლა ავიდეს. ნაწილ ფულს ჯიბეში დებენ ნაწილს ისევ ნიჭიერი ფეხბურთელების ძიებაში დახარჯავენ და კიდევ ერთი ქამბექი ექნებათ სადღაც 2016 წელს

ეს პოლიტიკა საშუალებას აძლევს მუდმივად ებრძოლოს სხვა ევროპულ გრანდებს ტალანტების მოძიებაში.
თუ წელს სასტავს შეინარჩუნებენ, 2-3 წელი მაგარი გუნდი იქნება მაგრამ როცა ეს თაობა წავა დიდი შანსია მაგარათ დაყვინთონ.
ან შეიძლება პირიქით, გაიზარდოს გუნდის პოპულარობა და უფრო მოძლიერდნენ.
მაგრამ ეს სარისკო გზაა, უფრო წყნარი და სტაბილური არის პირველი გზა რომელიც ჯობია ბიზნესისთვის და არა ფეხბურთისთვის.
პორტუგალია ღარიბი ქვეყანაა, აქ ვერ მოძებნი ვინმეს ვინც მილიონებს გაისვრის ფეხბურთში და მოგებას არ დაელოდება.
ისედაც რესურსებით არ ყვავიან და ფეხბურთს უყურებენ როგორც ფულის კეთების ერთ-ერთ საშუალებად.
აბრამოვიჩის და შეიხების მიდგომას ნამდვილად ჯობია.
აი ცუდი ის აქვს რომ კარგი გუნდები დიდხანს ვერ ნარჩუნდება ხოლმე.
სასწრაფოდ უნდა დაშალო და ახლის კეთებაზე დაიწყო ზრუნვა