"მალაგას" მფლობელი მზადაა გუნდი გაყიდოს
როგორც Marca იტყობინება, შეიხ ალ ტანს აღარ სურს კლუბში ფულის ინვესტირება.
"მალაგაში" ადასტურებენ, რომ მფლობელი მზადაა ყველა შემოთავაზება განიხილოს კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით. უკვე გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ "თევზები" შესაძლოა რომელიმე რუს ან უკრაინელ ბიზნესმენს მიყიდონ.
ამავდროულად, ნელ-ნელა ფეხბურთელები ტოვებენ ესპანურ გუნდს. სანტი კასორლა ძალიან ახლოსაა "არსენალში" გადასვლასთან, ჟერემი ტულალანმა ღიად განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურს, ვინაიდან მას ხელფასს არ უხდიან. ასევე, დიდი ალბათობით წავლენ ისკო, ხოაკინი და მატიესენი.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "მალაგამ" მეოთხე ადგილი დაიკავა ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
წყარო: Marca
ისკო გამოუშვით რეალში