ვალერონის დიდი ინტერვიუა პუბლიკოში და თითქოს კულე საუბრობს

სასიამოვნოა რომ ასეთი მართლაც რომ ბიგ-მასტერი

(თავის საქმეში, ანუ პასში - ასე ლაპარაკობს)
15 წელია პრიმერაში ხარო და ეს გუნდი საუკეთესოაო, პუბლიკო ეკითხება. ეგ არ ვიციო, კრუიფის თუ რაიკარდის ბარსებიც ეგრე თამაშობდნენო, მაგრამ ის კი ვიციო რომ მინდა იმ გუნდმა მოიგოს როგორიც ბარსა არისო და როგორ სტილსაც თამაშობსო
პუბლიკო ეუბნება რომ დადის ხმებიო

რომ რაიკარდის გუნდი უფრო მოგწონდაო, კიო, მარტო იმიტომ რომ ისინი უფრო თავისუფლად თამაშობდნენო, მაგრამ ძლიერები არ იყვნენო გვარდიოლას გუნდზე
ჩემი ფილოსოფია არისო ის რაც ბარსასიო, შეტევა, და თუ მწვრთნელი ვიქნები ეგეთ გუნდში უნდა ვიყოო
ჩემთვის ეგ არისო ლამაზი ფეხბურთი, რასაც ბარსა თამაშობსო და ყველაზე ძნელი ეგ არისო, მოიგო და თან ლამაზად ითამაშოო
გვარდიოლას უდიდესი ღირსება ისააო რომ ნიჭს აფასებსო და ენდობაო ახალგაზრდებს, თან მას შეუძლია ერთმანეთთან ყველა ათამაშოსო (მაგალითად ადრე ამბობდნენ ინიესტა და ხავი ერთად ვერ გაქაჩავენო, იყო ასეთიც თქვენ წარმოიდგინეთ

) და ა.შ.
გვარდიოლასთან ერთად რომ ვთამაშობდიო ნაკრებში არ მახსოვსო დეტალები იმდენი დრო გავიდაო
ხავი ტემპს აკონტროლებსო და იმსახურებს ოქროს ბურთსო
მაგრამ ინიესტაო ჩემთვის განსაკუთრებულიაო და საუკეთესო არისო
ვერ ვიტყვიო რომ ინიესტა ხავის ჯობიაო, მაგრამ მე უფრო მომწონსო. ის უფრო ახლოს თამაშობსო იმ ზონებში სადაც ყველაზე უფრო ძნელიაო ყველაფერი, და მანდ სადაც ინიესტა თამასობს დაუჯერებელ რამეებს აკეთებსო
და მერე ტაქტიკებს მაგრა არჩევს და რამე ბრატცი

საბოლოოდ მაგისი ნაუბარიდან

გამომაქვს აზრი რომ მაგარი ჟურნალისტი დადგება

მთავარია ჯიბრში არ ედგე ვიღაცას და დამცირება არ დაიწყო რაიმესი, ისე თქვა სათქმელი

და არა ვთქვათ კლემენტესნაირი - ,,ბარსას ფეხბურთი თავს მაბეზრებს", ვიცით ძვირფასო, ეტყობოდა შენს დროინდელ ესპანეთის ნაკრებს ეგ, სიტყვები რა საჭიროა, აბა ეგ იყო რა რასაც ქვია მოუბეზრებელი ფეხბურთი