ძალიან სახიფათო პირი უჩანს ამ თამაშს, პოზიციურში მიდის თამაში და ბარსა დიდად არ ,,აწვება" დეპორს, საკმაოდ გაუმართავია პუიოლი-პიკეს (უფრო პუიოლია არადამაჯერებელი მომენტებში) და ალვეშის პრესინგი მაგრა აკლია
აბიდალი ძალიან კარგია ისევ, ბოლო თამაშებში ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესოა და ზოგჯერ ყველას ჯობია ხოლმე
მასკერანო გრანდე, ძალიან მაგარს მუშაობს დღეს და ბევრის სამუშაოს ასრულებს, მუდამ იქაა სადაც საჭიროა, აზღვევს და ართმევს
კეიტა გუნდზე მუშაობს ტრადიციულად, თუმცა არაფერი გასაგიჟებელი
ინიესტა ნამდვილად კარგია, გამოკაშკაშებით

ის ქუსლი გამოსვლოდა კაი იქნებოდა, მაგრამ მაინც არ მესმის რაშია საჭირო ხავის ,,კოპირება", ჯობია თავისი თამაში ითამაშოს, ანუ უფრო სხვა სტილში, ოდნავ, თუმცა დღეს არაფერი საპრეტენზიო არ მაქვს ნამდვილად რა სისულელეა

მესის მგონი ყველა ხედავს ფინტი რიგზე ვერ აქვს, აშკარად ბურთი გაურბის და ასე ცუდად ბურთს რომ ფლობდა მართლა რაღაც ვერ ვიხსენებ. კი გამოუვიდა რამდენიმე, მაგრამ აშკარაა რა. მისი ,,იარაღი" პასი იყო, თავიდანვე ჩანდა და აკი გააკეთა (თან მაგარი ჩავარდა დეპორის ნახევარდაცვა)
პედრო ვერ იზამს ასეთ ტიპის დაცვასთან, ისე უფრო სუსტად თამაშობს ვიდრე მოველოდი, მაგრამ ეს ნორმალურია, შეიძლება გაისროლოს, ათამაშდეს ა.შ.
ვილია დიდებულია, რაც საჭიროა ის გააკეთა, მაგარი ხარ ვილია ნამდვილად
მესის ვარჯიში ჭირდება, გოლები რომ არაა კარგა ხანია მგონი შემთხვევითი არაა

ასეთი ცუდი პერიოდი მარტო ინტერი რომ იყო მაშინ ქონდა (ინტერამდე და ინტერის მერე 3-7 თამაში გოლი ვერ გაქონდა და რაღაც არგავდა თავს)
ცოტა უნდა ,,მოუჭიროს"

ბარსამ რა, თორემ არ გაიტანონ, ეს არაა ის თამაში სადაც დააჯდება მერე და როცა უნდა მაშინ გაუტანს.
ცვლილებების იმედი მაქვს გვარდიოლასგან, რა თქმა უნდა 60 წუთის მერე
ასეთია ჩემი ხედვა, პერსონალური

ყველაფერი განა ჭეშმარიტებაა