ხალხის აზრები ახალ წელს უტირალებს, ჩემი კი ,,ავტობუსს"

ერთ-ერთ შესანიშნავ ბლოგზე (არსენალის) არის ლაპარაკი ამ ტაქტიკაზე (და გადმომაქვს) - ,,ავტობუს-პარკოვკა"

არის ნამდვილი წყევლა შემტევი გუნდებისა მსოფლიოში (ბარსას ნომერი 1 საფიქრალი თავისთავად

)
,,ორი წყება" დაცვითი ფეხბურთელებისა, რომლებიც მარტო იმაზე არიან ორიენტირებულნი რომ მეტოქის იერიშები ჩაშალონ
თავიდან მწვრთნელები ,,ორ წყებას" სხვადასხვა რამისთვის იყენებდნენ, არა მარტო დაცვისთვის, მაგრამ შემდეგ ,,მიხვდნენ" რომ ეს ტაქტიკა გამოდგებოდა ,,დაცვის როგორც ხელოვნების" დონემდე აყვანისთვის

,,ავტობუსი 1"

4-4 - თავისუფალი შემტევები ეხმარებიან ფლანგის მცველებს, ეს იწვევს იმას რომ ჩაწოდებას შემტევი გუნდი ვეღარ აკეთებს, მაგრამ სისუსტეა ის რომ ცენტრზე დატვირთვა თავისთავად იზრდება და შეიძლება ,,სწრაფი პასით" გაჭრან დაცვა
ავტობუსი 2

6-2 - ფლანგის მცველები ცენტრში შედიან, გარემარბები თუ თავისუფალი შემტევები კი ,,ატვეჩაები" არიან მეტოქის ფლანგის შემტევებზე (ის რაც ინტერმა გააკეთა კამპზე). ასეთ შემთხვევაში ცენტრში დაცული ხარ, ყველაზე ძლიერი ინდივიდუალისტიც კი ვერ გიშველის, ვინაიდან უამრავი ხალხია და აზღვევენ ერთმანეთს. თუ ჩაწოდებ, ასევე, ცენტრში უხვდება ყოველთვის დაცვის ფეხბურთელი და განმუტხტავს.
სისუსტე არის ის რომ არასდროს უნდა ითამაშო ართმევაზე ასეთ ტაქტიკაში, უკან უნდა იდგე და ზონა დაიცვა, თუ მივარდები მეტოქის შემტევს, გამოვა ის რაც პიკემ ქნა ბოლო წუთებზე (როცა ინტერის ფეხბურთელები ეცნენ ხავის და გაიჩალიჩეს პიკეს გოლი, ხავიმ მაშინვე ,,გაკვეთა დაცვა")
ავტობუსი 3

5-3 - აქ უკვე დაცვას შეუძლია ითამაშოს ართმევაზე, მათ ,,საყრდენები" დააზღვევენ, რომლებიც ზონას აკონტროლებენ. სისუსტე ამ ტაქტიკის ისაა რომ ფლანგის შემტევ მცველს მეტი შანსი აქვს კარში დაარტყას, ავტობუსის მცველები ხომ უფრო საჯარიმოში არიან შეწეულები და კროსებზე დადარაჯებულნო. ხოდა ასე მოხდა ბრაზილია-ჩ.კორეის თამაშში (მაიკონის გოლი)
ბოლო წუთების გაძლების ავტობუსი - 4

ნუ მოგერიებაზე ხარ და ყველა დაცვაში, სისუსტეა ის რომ ორგანიზაცია არ გაქვს ამ შემთხვევაში და პანიკურად იგეირებ
ავტობუსი 5

4-5 - მამმამია, 9 კაციანი დაცვა. ასეთ ტაქტიკას სისუსტე ძნელია მოუნახო

გარდა იმისა რომ ბურთი მრგვალია ალბათ

, ყველგან დაცული ხარ. ამ ტაქტიკას იყენებდა ჩელსი ბარსასთან, ასევე ინტერიც მომენტებში
,,ანტიდოტი"

ამ ტაქტიკებისთვის, ბანალურია

1. მოთმინებით აგორავე ბურთი, ზოგჯერ დროის ამბავია
2. ბურთით მოძრაობა მაღალ სიჩქარეზე, ბევრი მცველი სწრაფად ვერ მოძრაობს
3. ტიკი-ტაკა, მოკლე პასებით გათამაშება და ისე შესვლა
4. დაცვის ,,გამჭრელი" პასი (სიტყვაზე ბერხკამპის თუ ხავის შესრულებით)
5. მცველებს ეზიზღებათ დრიბლინგი, ყოველთვის რისკია ჯარიმა აიკიდონ. გარდა ამისა უკან იწევენ და შანსი გაქვს დაარტყა
6. კროსი, თუ ვინმე მცველმა თავისი კაცი მიატოვა მაშინ.
7. ჩაკიდება ცენტრალურ ზონიდან, მცველები იქნებ

აფსაიდის კეთებისას შეცდნენ
8. შორიდან დარტყმები - ალბათ საუკეთესო ,,ავტობუსის" გასატეხად, მცველები უკან არიან, მეკარესაც უშლიან ხელს დაინახოს კარგად
9. ა.შ.
მიმაგრებული სურათი