გუშინდელი მატჩის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს გაესაუბრა.

"ურთულესი მატჩი იყო. ჩვენ თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ იოლი გასეირნება არ გველოდა "სან – მამესზე". ფეხბურთელები ამის შესახებ გავაფრთხილე, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა. პირველ გოლამდე სიტუაციას ვაკონტროლებდით, მეორე ტაიმი ცუდათ დავიწყეთ მაგრამ უმალვე გამოსწორდა სიტუაცია. ჩვენ ვუტევდით და ვქმნიდით მომენტებს, ამიტომაც გავიტანეთ გოლი. ბილბაო ძალიან კარგი გუნდია, ამიტომაც გამონახა ძალა საპასუხო ბურთისათვის. ბოლო 5 წუთში ნამდვილი ბრძოლა იყო მოედანზე. საბოლოოდ ჩვენ გავედით შემდეგ ეტაპზე, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ".
"როდესაც ერიკ აბიდალი კლუბში მოვიდა, მაშინ ჩიკი ბეგირისტაინმა თქვა, რომ "ბარსელონამ" ძალიან კარგი ფეხბურთელი შეიძინა. ექს– ტექნიკური დირექტორი არ შემცდარა, აბიდალი მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია და ეს გუშინაც დამტკიცდა. მან შესანიშნავად ითამაშა როგორც დაცვის ცენტრში, ასევე შემდეგ თავის ჩვეულ ფლანგზეც".
"ჩვენ "ხეტაფესა" და "ბეტისს" შორის გამარჯვებულს შევხვდებით, თუ რომელი გუნდი გავა ეს დღეს გადაწყდება, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს".
გუნდი ვარჯიშს დღეს ადგილობრივი დროით 12 საათზე განაახლებს, ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს ჩავი ერნანდესი.
საერთაშორისო საფეხბურთოს ისტორიისა და სტატისტიკის ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარეების სია.
ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარეების ათეული:
1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) - 182 ქულა

2. იკერ კასილიალი (ესპანეთი) - 177

3. პიტერ ჩეხი (ჩეხეთი) - 138

4. ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია) - 105

5. ოლივერ კანი (გერმანია) - 99

6. დიდა (ბრაზილია) - 90

7. იენს ლემანი (გერმანია) - 72

8. რობერტო აბონდანსიერი (არგენტინა) - 68

9. ვიქტორ ვალდესი (ესპანეთი) - 64

10. ჟულიო სეზარი (ბრაზილია) - 63

barcamania.ge ©
This post has been edited by Interimo on 6 Jan 2011, 16:20